ლაშა შინდაგორიძე ცხინვალში დაბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაშა შინდაგორიძე ცხინვალში დაბრუნდა


ლაშა შინდაგორიძე ცხინვალში დაბრუნდა

23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე ცხინვალში ითამაშებს.

ლაშა კახი კაჭარავას გუნდში 2014/2015 წლებშიც თამაშობდა და 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

გასულ წელს მან ცხინვალი დატოვა და ქუთაისის ტორპედოში გადავიდა, სადაც 24 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე ზაფხულს შინდაგორიძე ბოლნისის სიონში ჩაირიცხა, მაგრამ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას ცხინვალში გააგრძელებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები