ავტორიზაცია

5 ეტაპი და 1 გამარჯვებული - Betlive Racing Season - Drift Series 2024 იწყება

5 ეტაპი და 1 გამარჯვებული - Betlive Racing Season - Drift Series 2024 იწყება
თარიღი 03 აპრ 2024, 21:31
6 აპრილს სტარტს აიღებს 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში, რომელიც 5 ეტაპად გაიმართება და 1 გამარჯვებული გამოვლინდება.

ჩემპიონატის პირველი ეტაპი 6-7 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდება - შაბათს საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართება, ხოლო კვირას დრიფტერები ქულებს რბოლაში გაინაწილებენ.

Betlive Racing Season - Drift Series 2024-ის განრიგი:

I ეტაპი - რუსთავი, 6-7 აპრილი
II ეტაპი - ქუთაისი, 1-2 ივნისი
III ეტაპი - ფოთი, 13-14 ივლისი
IV ეტაპი - ზუგდიდი, 10-11 აგვისტო
V ეტაპი - თბილისი, 5-6 ოქტომბერი

პირველი და მეორე ეტაპის ქულებით TOP 7 მრბოლელი ევროპის ჩემპიონატის ღონისძიებაზე გაემგზავრება, რომელიც რიგაში ან ვარშავაში ჩატარდება. გარდა ამისა, 2 გულშემატკივარიც შეირჩევა, რომლებიც დრიფტერებთან ერთად გაემგზავრებიან ევროპის ჩემპიონატის ღონისძიებაზე.

ჩემპიონატის ქულები კვალიფიკაციაში:

1 ადგილი - 7 ქულა
2 ადგილი - 6 ქულა
3 ადგილი - 5 ქულა
4-8 ადგილი - 4 ქულა
9-16 ადგილი - 3 ქულა
17-32 ადგილი - 2 ქულა

ჩემპიონატის ქულები რბოლაში:

1 ადგილი - 100 ქულა
2 ადგილი - 80 ქულა
3 ადგილი - 64 ქულა
4 ადგილი - 54 ქულა
5-8 ადგილი - 48 ქულა
9-16 ადგილი - 32 ქულა
17-32 ადგილი - 16 ქულა

საქართველოში დრიფტის ჩემპიონატი 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. იხილეთ გამარჯვებულები წლების მიხედვით:

2013 წელი - გიორგი სარიშვილი
2014 წელი - გუგა კირვალიძე
2015 წელი - გუგა კირვალიძე
2016 წელი - გუგა კირვალიძე
2017 წელი - ვახო ხურციძე
2018 წელი - ვახო ხურციძე
2019 წელი - ნოდო კოდუა
2020 წელი - ნოდო კოდუა
2021 წელი - ნოდო კოდუა
2022 წელი - ნოდო კოდუა
2023 წელი - მევლუდ მელაძე

Betlive Racing Season - Drift Series 2024-ზე მონაწილეობას 28 მრბოლელი მიიღებს:

#100 - ირაკლი შალიკაშვილი
#999 - ალექსანდრე ხეროდინაშვილი
#33 - გიორგი კოდუა
#19 - გიორგი გრიგალაშვილი
#25 - დათო ჭეიშვილი
#17 - გიგა კალანდია
#131 - გიგა ჭუმბურიძე
#16 - სამსონ წიქარიშვილი
#555 - ჯეუჰუნ სულეიმანი
#8 - გიორგი მოსეშვილი
#90 - გივი ბიბილეიშვილი
#29 - ნიკოლოზ დოლიძე
#79 - ფარიდ გულიევი
#500 - მათე როჭიკაშვილი
#460 - ლუკა ღარიბაშვილი
#404 - ლაშა კაპანაძე
#540 - ხაიალ აგკაბეილი
#35 - სურენ კამალიანი
#11 - დავიდ გულორდავა
#120 - ლაშა ღვალაძე
#20 - სიმონ გუნცაძე
#600 - ფარად გოზალოვი
#400 - ნიაზ ბედიევი
#40 - ირაკლი ბერულავა
#28 - ნუკრი სალია
#888 - ელჩინ მამადოვი
#700 - რაჰმან შიხალიევი
#357 - პარვიზ აზიზოვი