5 ფეხბურთელი, რომელთა ხელში ჩაგდებასაც პსჟ უფასოდ გეგმავს

"პსჟ"-ს სპორტული დირექტორი, ლეონარდო რამდენიმე ფეხბურთელთან აპირებს კონტრაქტის გაფორმებას, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან.
როგოც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, პარიზელთა სიაში არიან - ლიონელ მესი ("ბარსელონა"), მემფის დეპაი ("ლიონი"), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული"), დავიდ ალაბა ("ბაიერნი") და ელსეიდ ჰიუსაი ("ნაპოლი").
აგრეთვე, "პსჟ"-ს სურს, რომ "ევერტონის" საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა, მოიზე კინმა ფრანგულ კლუბში გააგრძელოს ასპარეზობა. ლეონარდო "კანფეტებს" იჯარის გახანგრძლივებაზე მიმართავს, შემდგომი შესყიდვის უფლებით.
ამავდროულად, "პსჟ"-ს პრიორიტეტი გუნდის საკვანძო ფეხბურთელების შენარჩუნება და მათთან კონტრაქტების გახანგრძლივებაა. ასეთ ფეხბურთელთა სიაში ნეიმარი, კილიან მბაპე, ანხელ დი მარია და ხუან ბერნატი არიან. აგრეთვე, განიხილება თანამშრომლობის გაგრძელება იულიან დრაქსლერთანაც.