50 წლის შემდეგ პირველად — ფეინოორდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია | მილანი ტურნირს გამოეთიშა

ფეინოორდმა მილანი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა და 50 წლის შემდეგ პირველად, 1/8-ფინალში გავიდა.
ნიდერლანდულმა გუნდმა როტედრამში, პლეიოფის პირველი შეხვედრა იგორ პაიშაოს გოლით მოიგო, დღეს კი 0-1 აგებდა (სანტიაგო ხიმენესმა ყოფილ კლუბს გაუტანა), მაგრამ ხულიან კარანსას უძლიერესი თავურით ანგარიში გაათანაბრა და 2 მატჩის ჯამში "როსონერი" 2-1 დაამარცხა.
მერვედფინალში ფეინოორდის მეტოქე ინტერი ან არსენალი იქნება.