Goal.Ge

"ეჰ, ჟორჟია, ჟორჟია..."



დღეს ყველა ქართველს, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, ბედნიერი დღე აქვს. საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ ითამაშა (ისტორიაში პირველად!!!) რა თქმა უნდა, ზოგმა შეიძლება საშინაო მატჩში ფრე არასახარბიელო შედეგად ჩათვალოს, თუმცა ჩვენთვის დღესდღეობით ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ უშუალოდ იმაზე გესაუბრებით, რაც მატჩამდე, მატჩის მსვლელობისას და მის შემდეგ ჩემს მეხსიერებაში დარჩა და ალბათ არც არასოდეს წაიშლება. რამდენიმე საათით ადრე გადავწყვიტე სტადიონზე მისვლა. "ვაგზლიდან" მომავალს, სტადიონთან მისულიც არ ვიყავი, სასიამოვნო გარეგნობის, 18-19 წლის გოგონამ!!! მომაძახა ბილეთი ხომ არ გნებავთო. გამიკვირდა, ახალგაზრდა მანდილოსნისგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ შეკითხვას, თანაც, რა დაგიმალოთ და, სულ სხვა ფიქრებით იყო სავსე ჩემი გონება. ხელის მოძრაობით ვანიშნე, არ მინდა-მეთქი და გზა განვაგრძე. "ნაცნობი შეკითხვა" სტადიონის D შესასველთან მისულმა კიდევ გავიგე, ოღონდ ამჯერად უკვე ნაცნობი სახეები იდგნენ ჩემ წინაშე. იმ დღეს მეორედ მაშინ გავოცდი, როცა 10-ლარიანი ბილეთი პატარა ბიჭს 11 ლარად მიჰყიდეს. როგორც წესი, გადამყიდველები ორმაგ ფასს ადებენ ხოლმე უკვე შეძენილი ბილეთების მთელ შეკვრას. იგრძნობოდა, რომ სტადიონზე თავისუფალი ადგილი იქნებოდა და თან საკმაოდ... ბიჭმა დიდი სიხარულით გამოართვა 3 ბილეთი "ვიღაც ბიძიას" და თან შეკითხვა არ დაახანა: სად ვიჯდები? (წითელი ბილეთები ეკავა- ეტყობა პირველად იყო "დინამო არენაზე") სალაროებთან მისულს, კიდევ უფრო გამიკვირდა. არა, უფრო სწორად, არ დავიჯერე, რომ 10-ლარიან ბილეთებს იქ 7-8 ლარად ყიდდნენ. აშკარა იყო, რომ არც საფრანგეთის ნაკრების ჩამოსვლამ გაამართლა. ხალხმა 10,15,20,30 ლარიანი ბილეთების შეძენას სახლში, ტელევიზორის წინ ყოფნა ამჯონინა. ისე კი, ფულზე აქ ნაკლებად უნდა ყოფილიყო დამოკიდებული სტადიონის გავსება-არ გავსება, თუმცა ესეც უკვე გაცვეთილი თემაა. თამაშის დაწყებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი, ამიტომ მეც ხალხში გავერიე და გულდასმით ვუგდებდი ყურს გულშემატკივართა კომენტარებს. ხალხი ეროვნული ნაკრების საქომაგოდ მოსულიყო, მაგრამ გამარჯვების იმედი არავის ჰქონდა. ცუდია, როცა საკუთარ ქვეყანაში შენი ნაკრების თამაშს ელოდები და დარწმუნებული ხარ იმაში, რომ რიბერი ანდა ბენზემა 3 გოლს გაგიტანს. ასეც ხდება... სტადიონის მთავარ შესასვლელთან რამდენიმე ფრანგს მოეყარა თავი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე ხანდაზმული გახლდათ, ბილეთს ათვალიერებდა. რაღაც ჩაილაპარაკა თავის ენაზე, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გავიგე, თუმცა ბოლო სიტყვები ფრანგულადაც და ქართულადაც ერთნაირად გასაგებია: ეჰ, ჟორჟია, ჟორჟია... - ირონიანარევი სახით ჩაიბუტბუტა უცხოელმა. შემდეგ შეამჩნია, მას რომ ვუყურებდი და მეგობრული ღიმილი "მაჩუქა". ჩვენს სტუმრებსაც ეტყობოდათ, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ, თუმცა რატომაც არა.. წამით დავითრგუნე. ეპიზოდმა დამანახა, თუ რა დონეზეა ჩვენთან სპორტის ეს სახეობა. წამით-თქო ვამბობ, რადგან უმალვე აღმაშენებლის მხრიდან ახალგაზრდა ბიჭები შემოვარდნენ ყიჟინით. საქართველოს საქომაგოდ მოსული ბავშვების ხილვა ერთი სიამოვნება იყო. სხვას თუ არა, მათ მაინც ეკუთვნოდათ დღეს არწაგება!!! გადავწყვიტე წერეთლის გამზირისკენ გამევლო. მახსოვს, შარშან, როცა იქ მეგობარ მანდილოსანთან ერთად მოვდიოდი, იმდენი ხალხი იყო, თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი. დღეს კი სავალ გზაზე ნამდვილად იგრძნობოდა თავისუფლება. რამდენიმე ბავშვი შემხვდა, რომელსაც საფეხბურთო ფორმა ეცვა, ოღონდ არა საქართველოს, არამედ ინგლისის, გერმანიის და სუალც "მანჩესტერ იუნაიტედის"! დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობდა! უშუალოდ თამაშში რაც მოხდა, თქვენც გეცოდინებათ, მაგრამ ერთ მეტად არასასიამოვნო ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მატჩის დასაწყისში ფანებმა ე.წ. "მაშხალები" აანთეს, რაც მსგავსი დონის მატჩებზე მკაცრადაა აკრძალული. პოლიცია საქმეში მალევე ჩაერთო. არ ვიცი, აქ მტყუან-მართლის გარკვევას არ დავიწყებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ შორიდან ძალიან ცუდად ჩანდა ის ყოველივე, რაც ფანების სექტორში ხდებოდა. ლანძღვა-გინება, შეხლა-შემოხლა, ცემა-ტყეპა, სკამების სროლა, მოკლედ, ერთი ამბავი იყო... ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა მინდორზე თამაში ხურდებოდა. სიტუაცია მაშინ ჩაწყნარდა, როცა ჩვენი ნაკრები ერთ-ერთ იშვიათ შეტევაზე გადავიდა და სტადიონმა საქართველო-საქართველოოო დასჭექა!!! ვიმეორებ, მტყუან-მართლის გარკვევას არ დავიწყებ-მეთქი, მაგრამ მინდა ჩემი, მოკრძალებული აზრი გამოვხატო: ეს ახალგაზრდები საფეხბურთო განწყობას ქმნიდნენ და მე, როგორც რიგით გულშემატკივარს, ძალიან მომეწონა "ცეცხლოვანი შოუ". სტადიონზე შემოვარდნილი პატარა ბიჭუნაც გემახსოვრებათ. კარგია, როცა ვარსკვლავებით სავსე მინდორზე პატარა ქართველი არა რიბერისთან, ან სხვა ვინმესთან, არამედ გიორგი ლორიასთან მივარდა და ჩაეხუტა! საფინალო სასტვენი გაისმა და უსაზღვრო სიხარულმა დაისადგურა სტადიონზე, მის მიმდებარე ტეროტორიაზე, თბილისში და ალბათ სრულიად საქართველოშიც. 0:0 - ზოგისთვის დიდი არაფერი, მაგრამ ჩვენთვის სწორედ რომ დიდია!!! საფრანგეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ არ წააგო. გაჩნდა იმედი. იმედი შემდგომი გამარჯვებების. მე კი იმედი მაქვს, რომ ფინეთთან "დინამო არენა" ისევ გაივსება და არ იქნება ნახევრად ცარიელი, როგორც იყო დღეს. დღეს, როცა "მამლებს თავი მოვჭერით". სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10