Goal.Ge

მარტვილის მერანი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება


მარტვილის მერანი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" სადისციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-4 ტურის მატჩს, რომელიც 8 სექტემბერს მარტვილის „მერანისა“ და რუსთავის „რუსთავის“ მონაწილეობით გაიმართა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით: აღნიშნული თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა 0-3 დამარცხება, დააკლდა 6-6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 – 10 000 ლარით.

სადისციპლინო კომიტეტის თვალსაზრისით, თითქოს „მერანი“ – „რუსთავის“ მატჩის დროს არაერთხელ მოხდა მატჩის შედეგზე მანიპულირება და რომ უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სიტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2.5 მეტ გოლზე დიდი ოდენობის თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის დროს, არაადეკვატურად.

სადისციპლინო კომიტეტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მარტვილის "მერანის" ხელმძღვანელობამ მედია საშუალებით შეიტყო, უეფას ანგარიში გუნდის ხელმძღვანელობას გადაეცა ფედერაციის მიერ გამართული ბრიფინგიდან 3 დღის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას დღემდე არ ჩაბარებია. აქედან გამომდინარე, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას დღემდე არ იცნობს, იგი თავს იკავებდა ნაადრევი კომენტრებისგან და სურდა უფრო დეტალურად გაცნობოდა საქმის მასალებს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ გადაწყვეტილება ჯერაც არ არის გადმოცემული, რის გამოც იძულებული ვართ, გამოვხატოთ ჩვენი წინასწარი შეფასება.

სკ მარტვილის „მერანი“ არ ეთანხმება სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დასახელებულ მატჩთან მიმართებით არ არსებობს არცერთი დარღვევის ფაქტი, სადაც შეიძლება გამოიკვეთოს სკ მარტვილის „მერანის“ ბრალეულობა.

რაც შეეხება უეფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილ ანგარიშს (რაპორტს), როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მასში საუბარი არ არის სკ ,,მერანის“ მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე. ანგარიშში საუბარია მხოლოდ იმ ეჭვებზე, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნულ მატჩს.
სკ "მერანი" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გასაჩივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში, რადგან მიგვაჩნია, რომ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების კომიტეტის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე მიღებული იქნა სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებების და აქედან გამომდინარე, სათანადო დასაბუთების გარეშე. მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. ამგვარმა დაუსაბუთებელმა და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელია, უმძიმესი ზიანი მიაყენოს ფეხბურთის განვითარებას, როგორც მარტვილის რაიონში ისე მთელ რეგიონში.

აქვე გვინდა, განვაცხადოთ, რომ სკ ,,მერანის“ ხელმძღვანელობა თავად არის დაინტერესებული, რათა ბოლომდე გაირკვეს უეფას ანგარიშში მითითებული ყველა საეჭვო გარემოება და ამ მიზნით, ის ყოველმხრივ შეუწყობს ხელს და ითანამშრომლებს, როგორც უეფას წარმომადგენლებთან ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა საბოლოოდ ნათელი მოეფინოს ყველა სადავო საკითხს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ:

სკანდალი - მუჯირის უხეში შეცდომა - ოლიმპის ნაცვლად დასჯილი რუსთავი

GOAL.GE-ს ექსკლუზივი: გარიგებული მატჩები


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანჩელოტი: "ზაფხულის ბოლომდე ნაპოლიმ შეიძლება ორი დიდი ფეხბურთელი დაიმატოს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

დღეს, 15:28

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10