აიმარი: "მესი ყოველი ათი თამაშიდან ცხრაში საუკეთესოა"

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, პაბლო აიმარმა, "ალბისელესტეს" კაპიტანი და ლიდერი, ლიონელ მესი, შეაქო.
"მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტიპის უახლოეს ორ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის იმედი ვერ ექნება. თუმცა, ამ შემადგენლობითაც შეიძლება გამარჯვება.
მესი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყოველი ათი მატჩიდან ცხრაში ლიონელი მინდორზე საუკეთესოა", - განაცხადა აიმარმა.
არგენტინა ლეო მესის გარეშე 7 ოქტომბერს პერუს დაუპირისპირდება, ხოლო ხუთ დღეში - პარაგვაის.