ფული გადაწყვეტილების მიღების დროს დიდ როლს ასრულებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯაბა კანკავასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა მწვანე მინდორს, რამდენიმე დღისწინ დაუბრუნდა. მანამდე კი ის, ეროვნულ გუნდთან ერთად ბოლოს ავსტრიაში გამოჩნდა, სადაც არცერთ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ესპანეთთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მისი თავკაცობის დროს, რამდენიმე ფეხბურთელს არასდროს გამოიძახებდა, კანკავა არსად ჩანდა, განმარტებები კი მოგვიანებით გაკეთდა. ავსტრიასთან მატჩის წინ, ვაისმა და იაშვილმა მედიას ამცნეს, რომ კაპიტანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, დეტალები არც აქ გაჟღერებულა. თავად კანკავა, მედიასთან ურთიერთობას გაურბოდა. შეკითხვებზე პასუხები კი გაუცემელი რჩებოდა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ჯაბა კანკავა დუმილს არღვევს. Goal.ge-მ ეროვნული ნაკრების კაპიტანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა - ყველა კითხვა და ყველა პასუხი, იხილეთ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
- ავსტრიაში, ვლადიმირ ვაისმა შეკრებაზე გამოგიძახა, თუმცა არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიგიღია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, თქვენთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა, თუკი მზად იყავი შეკრებაზე წასასვლელად, რა მოხდა იქ?
- რაც „რეიმსში“ გადმოვედი, ერთი წლის განმავლობაში შეკრება არ გამივლია. აქ მთელი წელი ჩემპიონატის თამაშებია, რაც გახდა გადაღლის და გამოფიტვის მიზეზი. ავსტრიაში შეკრებაზე ვერ ვიტყოდი, ამ მიზეზით უარს, რადგან, რაღაც დონეზე, მეგონა შევძლებდი. ამიტომ გავყევი ნაკრებს ავსტრიაში, მაგრამ იქ ვარჯიშების დროს მივხვდი, შეუძლებელი იყო თამაში, ისე სუსტად ვიყავი. ექიმთან და მწვრთნელთან ლაპარაკის შემდეგ, გადაწყდა. რომ ჯობდა, არ მეთამაშა.
- ამას თან ისიც დაერთო, რომ ესპანეთთან თამაშის წინ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რამდენიმე ფეხბურთელია, რომელსაც ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში აღარ გამოვიძახებო. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არსად ჩანდა, შენ იყავი. ისევ განმარტებების არარსებობის გამო, ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდა, ვინ იგულისხმა ვაისმა და იყო თუ არა ის ფეხბურთელი ჯაბა კანკავა?
- ის ფეხბურთელი მე არ ვყოფილვარ. ჩემზე არ უთქვამს.
- კახა ცხადაძის ნაკრებში, შენს პოზიციაზე უპირობო ფავორიტი იყავი, ვლადიმირ ვაისმა, ბოლო ორ შეხვედრაში გვილია დაუშვილს დაუწყვილა და არც თუ ურიგოდ გამოიყურებოდნენ. დიდი ალბათობით, შემდეგ შეხვედრებშიც ეს ტანდემი იქნება. ხომ არ გეშინია, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავ?
- გარანტირებული თამაში არავის არ აქვს. უბრალოდ, იმ პერიოდში მე ვიყავი კარგ ფორმაში. დღეს ის ფეხბურთელები თამაშობენ, ვინც უკეთეს ფორმაში არიან. საერთოდ, ორივე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებმა. გვილიას თამაში ძალიან მომეწონა. ძლიერი ფეხბურთელია.
- მოასწარი, გაცნობოდი ვაისის საფეხბურთო ფილოსოფიას? ცხადაძე თუ ვაისი?
- ცხადაძეც და ვაისიც მაღალი დონის მწვრთნელები არიან ორივე. უბრალოდ, დრო სჭირდებოდა ვაისს, რომ თავისი ხელი დაეტყო ნაკრებისთვის და ეს დროც დადგა.
- მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამი თამაშიდან, საქართველომ ორი წააგო, უელსიდან კი შინ ქულა წამოიღო. ამ გადმოსახედიდან, რეალურად გეჩვენება მესამე ადგილის დაკავება ქვეჯგუფში?
- ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, რეალურად მეჩვენება.
- მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაშიც, საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არ აქვს, ვისთვისაა მისაღები ეს შედეგი?
- მესამე ადგილიც არ იქნება ცუდი. მითუმეტეს, ახლა, როდესაც ერთი ქულა გვაქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თამაშის ხარისხია მაღალი და ნაკრები უმატებს.
- „დნიპროში“ ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, ფრანგულ „რეიმსში“ ჩაირიცხე. გუნდი მეორე ლიგაში გავარდა, თქვენ კი 12 ყვითელი ბარათი დააგროვე. უხეში ხარ თუ მსაჯები გადაჭარბებულად აფასებდნენ შენს მოქმედებებს?
- მსაჯების ბრალია ეგ. ბარათები ჩემი კი არაა, მიდებენ. (იცინის)
- ამხანაგურ შეხვედრაში, „ფენერბაჩე“ – „დნიპრო“ შენ პორტუგალიელ ვარსკვლავს, ნანის დაუპირისპირდი. წაკინკლავება მოედანზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ფეხი ჩაარტყი, მსაჯმა ამ ეპიზოდის გამო, ყვითელი ბარათით გაგაფრთხილა, ნანი ამ წაკინკლავების შემდეგ, მინდორზე გაწვა. ძალიან ატკინე თუ ამის შემდეგ, რაიმე მიაძახეთ ერთმანეთს? ბოდიში ხომ არ მოუხადე?
- ნანისთან ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო ორთაბრძოლაში, რაც არ მოეწონა და დაიწყო ჩხუბი. ისე, ტრავმა არავისთვის მიმიყენებია.
- სად უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ - უკრაინაში თუ საფრანგეთში?
- საფრანგეთის ჩემპიონატში მეტი ფიზიკურობაა.
- „რეიმსის“ ლიგა ერთიდან გავარდნის შემდეგ, ბევრი იწერებოდა, რომ შესაძლოა „მონპელიეში“ გადასულიყავი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ლა ლიგის ორ გუნდზეც იყო საუბარი, მათ შორის ერთი „მალაგა“ იყო. მეორე გუნდი რომელი იყო, რამდენად რეალური იყო ეს შემოთავაზებები, რატომ დარჩი „რეიმსში“?
- იყო ინტერესი რამდენიმე გუნდიდან. ორი მიზეზი იყო - პირველი - „რეიმსი“ ითხოვდა თანხას იმაზე მეტს, ვიდრე მას სთავაზობდნენ. მეორე მიზეზი იყო ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. ამიტომ, მეც არ ვაქტიურობდი. ასეთ ფორმაში წასვლა, დიდად მეც არ მინდოდა.
- ფრანგული ისწავლე?
- ფრანგულს ვსწავლობ.
- „დნიპროსა“ და „დინამო კიევის“ დაპირისპირებისას, კიეველთა კაპიტნის, ოლეგ გუსევის სიცოცხლე გადაარჩინე, რის შემდეგაც ძალიან პოპულარული გახდი. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონების კარში, შესანიშნავი გოლი გაიტანე. რომელმა ეპიზოდმა მოგიტანა უფრო დიდი პოპულარობა - გუსევის გადარჩენამ თუ გერმანიის კარში გატანილმა გოლმა?
- ვერ გეტყვი, არ შემიდარებია მაგ კუთხით.
- რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანს „შარლერუასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუბრუნდი. პრესა ძალიან კარგი გქონდათ და შენს თამაშს, დამაჯერებელი დაბრუნებაც უწოდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიბრუნე შესაბამისი სათამაშო კონდინციები?
- კი, ვითამაშე ამხანაგური მატჩი, მაგრამ ჯერ სასურველ ფორმაში ჩემი ყოფნა, ძალიან ადრეა. დრო მაჩვენებს ყველაფერს.
- ჰქონდეს თუ არა ქართველ გულშემატკივარს იმედი, რომ მოლდოვას წინააღმდეგ, ვლადიმირ ვაისი ნაკრებში გამოგიძახებს?
- არ მგონია, მანამდე ფორმაში ჩავდგე.
- ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან საყვარელი ფეხბურთელი და კაპიტანი ხარ. მას შემდეგ, რაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ბევრი წერილი მიიღე?
- არ დამითვლია წერილების რაოდენობა...
- სოციალურ ქსელში, ბევრი სხვა ფეხბურთელისგან განსხვავებით, აქტიური არ ხარ, არც მედიასთან ურთიერთობაზე გიჟდები, არ გიყვარს ჟურნალისტები?
- უბრალოდ, არ მიყვარს არაფრის მომცემი ზედმეტი ლაპარაკი პრესასთან. ჟურნალისტების არსიყვარული, არაფერ შუაშია.
- აქტიურ ადამიანად მიიჩნევ საკუთარ თავს?
- უფრო აქტიური ვარ, კი, ვიდრე - პასიური.
- თუკი „რეიმსიდან“ წასვლას გადაწყვეტ, ახალ კლუბთან მოლაპარაკებებს შენ აწარმოებ? რატომ არ აგყავს აგენტი, არ ენდობი მათ?
- ოფიციალურად არ მყავს აგენტი. ისედაც გამოდის საქმე, ოფიციალური დოკუმენტის გარეშე.
- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადე, რომ ტრავმის გამო, რომლის გამოც ფაქტიურად ორი წელი გაგიცდა, საშინელ დეპრესიაში იყავი. აგრესიული გახდი, ოჯახის წევრებთანაც კი არ ლაპარაკობდი. ამ იძულებითმა შესვენებამ როგორი გავლენა მოახდინა შენზე. ისევ აგრესიული ხომ არ ხარ?
- გამომყვა მაქედან აგრესია, ამიტომ ვიღებ ყვითლებს. (იცინის)
- რომ არა ტრავმები, ფიქრობ თუ არა, რომ დღეს უკეთეს გუნდში ითამაშებდი?
- ვერ ვიტყვი, რა იქნებოდა.
- „რეიმსთან“კონტრაქტი გაკავშირებს, საიდანაც ერთი უკვე ამოიწურა. აპირებ ზამთარში გუნდის დატოვებას?
- გუნდთან კიდევ ორი წელი მაქვს კონტრაქტი. სხვაგან გადასვლაზე არ ვფიქრობ. მთავარია, რამდენად გამოსწორდება ჩემი მდგომარეობა და ფიზიკურობა.
- ასევე, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადე, რომ ფეხბურთელისთვის მთავარი ფულია. შენს კარიერაში ძალიან ბევრი ტრავმა იყო. ფული თუ ჯანმრთელობა?
- ამ ორიდან - ჯანმრთელობა. შეთავაზებული ფინანსებიდან გამომდინარე, ირჩევს ფეხბურთელი გუნდს, ამიტომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფული, ფეხბურთელისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს.
- რა იქნება ჯაბა კანკავასთვის კარიერის პიკი?
- რომ დავასრულებ კარიერას, გეტყვი.
- რა არის ფეხბურთში მთავარი და როგორი იქნება ჯაბა კანკავას რჩევა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. როგორ მიაღწიონ წარმატებას?
- ინდივიდუალურია ყველაფერი. ზოგი ნიჭის ხარჯზე თამაშობს, ზოგს ნაკლები ნიჭი აქვს და შრომით აღწევს შედეგს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ვურჩევდი, ბევრი იშრომონ და თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოდის.
მაგდა კლდიაშვილი, სპეციალურად Goal.ge-სთვის.