ავტორიზაცია

ლივერპულმა ესპანიოლის ტალანტს თვალი დაადგა

ლივერპულმა ესპანიოლის ტალანტს თვალი დაადგა
თარიღი 21 Oct 2016, 22:59
ესპანელი ნახევარმცველი, მარკ როკა შესაძლოა მალე ნისლიან ალბიონზე აღმოჩნდეს.

19 წლის ჰავბექი კატალონიური გუნდის აღზრდილია და დებიუტი მთავარ გუნდში გასულ სეზონში ჰქონდა.

Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, როკა იურგენ კლოპის რადარზეა. "წითლების" სკაუტები ახალგაზრდა შემტევს დიდი ხანია აკვირდებიან.

მარკ როკას "ესპანიოლთან" ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.