Goal.Ge

უმაღლესი ლიგა - მეათე ტური


უმაღლესი ლიგა - მეათე ტური

22-23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეათე ტურის მატჩები გაიმართება. გულშემატკივარს ტურის ექვსივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლება. „სამტრედია“ – „საბურთალოს“, „კოლხეთი 1913“ – „სიონისა“ და „ლოკომოტივი“ – „ჩიხურას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. „დილა“ – ბათუმის „დინამოს“ ტელეკომპანია თრიალეთი, „შუქურა“ – „გურიას“ აჭარის ტელევიზია, თბილისის „დინამოსა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირებას კი - დინამოელთა ვებ-გვერდი.

ცენტრალურ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. საჩხერლები 17 ქულით თეთრ ჯგუფს ლიდერობენ, თბილისელებს კი, 11 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. პირველ წრეში აღნიშნული გუნდების მატჩი იმერელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება გორში. „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს. გორელებს 7 ჩატარებულ შეხვედრაში 9 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილს იკავებენ, ბათუმელებს კი, 8 მატჩი აქვთ ჩატარებული, 13 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. პირველ წრეში ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართული მატჩი აჭარელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ქობულეთის „ჩელე არენაზე“. ადგილობრივი „შუქურა“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთს „გურიას“ უმასპინძლებს. მასპინძლებს 7 ქულა აქვთ და უმაღლესი ლიგის თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილზე არიან. ლანჩხუთელებს კი, 8 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე არიან. მიმდინარე სეზონში გუნდების პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. უმაღლესი ლიგის დარჩენილ შეხვედრებში, ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს, „სამტრედია“ თბილისის „საბურთალოს“, თბილისის „დინამო“ კი, „ცხინვალს“.

შუქურა - გურია

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.adjaratv.ge

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ა. კოკაია, ზ. ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: გიგა ჭეიშვილი, გიორგი ჭედია (ორივე გურია)

დილა - დინამო ბთ

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.trialeti.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე (დილა), თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ლოკომოტივი - ჩიხურა

თბილისი, "მიხეილ მესხი", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ბ. გლუშჩუკი, დ. სანოძე, გ. დოგრაშვილი

სამტრედია - საბურთალო

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

კოლხეთი 1913 - სიონი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ფიფია, გ. ვარდიძე, შ. ქუხილავა, ა. ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: იგორ ოზარკივი, ლაშა ჯღამაია, ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე (ყველა კოლხეთი 1913)

დინამო თბ - ცხინვალი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, ა. ნონიკაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვალვერდე: "რაც ფატიმ გააკეთა, ნორმალური არ არის"

"ვალენსიასთან" მოგებული 5:2 მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

დღეს, 02:58

აზარი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

"ლეანტესთან" მატჩში მადრიდის "რეალის" ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის დებიუტი შედგა.

დღეს, 02:54

ზიდანმა ხამესი შეაქო

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 02:51

დე იონგის ბრწყინვალე სტატისტიკა ბარსელონაში

კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსიასთან" საოცრად ითამაშა და მეტოქე 5:2 დაამარცხა.

დღეს, 02:46

ფატიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

დღეს, 02:41

ფიორენტინას მფლობელი: "36 წლის რიბერიმ რონალდუზე უკეთ ითამაშა"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:37

აგუერომ რუნისა და რეიესის რეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნორვიჩს" დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

დღეს, 02:32

გვარდიოლა: "ყოველთვის 100 ქულას ვერ დავაგროვებთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ნორვიჩთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:28

როდრი: "ჩვენი მიზანია, მოედანზე ყველას დაუნდობლად მოვუგოთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნორვიჩთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 02:22

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა სან ხოსეში [VIDEO]

ამერიკის ჩემპიონატში სან ხოსე ნიუ იორკ სიტის დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 01:46

ბუდუ ზივზივაძის პირველი დუბლი უნგრეთში [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში "მეჟოკოვეშდი" "კიშვარდას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:33

16 წლის ფატის ბენეფისი - ბარსელონამ ვალენსია გაანადგურა [VIDEO]

ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის შედგა.

დღეს, 00:56

ზაფხულში მანჩესტერი კროოსში 75 მილიონ ევროს იხდიდა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალის" ნახევარმცველ ტონი კროოსის შეძენა სცადა.

დღეს, 00:56

ერიქსენმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა - სად სურს გადასვლა დანიელს?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 00:52

3-დან 3 მოგება! - ინტერმა უდინეზეც დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე–3 ტურში მილანის "ინტერი" შინ "უდინეზეს" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:46

მანჯუკიჩი იუვენტუსს ტოვებს - ხორვატის ახალი კლუბი ცნობილია?

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, დიდი ალბათობით, ტურინს დატოვებს.

დღეს, 00:35

ნეიმარი: "ამიერიდან, თითოეული მატჩი ჩემთვის გასვლითი იქნება"

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა გულშემატკივრების საქციელზე გააკეთა კომენტარი.

დღეს, 00:18

ატლეტიკომ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვია [VIDEO]

ლა ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მადრიდის "ატლეტიკომ" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვია.

გუშინ, 22:37

დაკარგული ქულები - ბაიერნმა სტუმრად ლაიფციგს ვერ მოუგო [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-4 ტურის ეგიდით, "ბაიერნი" "ლაიფციგს" ეწვია, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუშინ, 22:32

სიტი ნორვიჩთან დამარცხდა და ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში პირველი სენსაციური მარცხი იწვია.

გუშინ, 22:28

ნაპოლიმ მერტენსის დუბლით იმარჯვა [VIDEO]

სერია ა-ს მესამე ტურში "ნაპოლი" გენუის "სამპდორიას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 22:12

აბრაჰამი პრემიერ ლიგაში უნიკალური მიღწევით შევიდა

ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდა ფორვარდი, ტემი აბრაჰამი, პრემიერ ლიგის უნიკალური მიღწევის პატრონი გახდა.

გუშინ, 21:57

გინებების და შეურაცხყოფის მიუხედავად, პსჟ-ს ნეიმარმა ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

ფრანგული ლიგა 1-ს მეხუთე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „სტრასბურგს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოუგო.

გუშინ, 21:37

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დიდებული შედეგი დააფიქსირეს!

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა.

გუშინ, 20:41

"ნეიმარ, შე ბო*ის შვილო", - პსჟ-ს ქომაგებმა ბრაზილიელს სტადიონზე ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს [VIDEO]

„პარი სენ-ჟერმენი“ ამ წუთებში საკუთარ მოედანზე „სტრასბურგს“ ეთამაშება და ამ სეზონში პირველად, მოედანზე ნეიმარი გამოჩნდა.

გუშინ, 20:31

რაშფორდის გამარჯვების პენალტი - იუნაიტედი გამარჯვების გზას დაუბრუნდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ლესტერი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გუშინ, 19:58

აბრაჰამის სპექტაკლი, ჰეთ-ტრიკი და ავტოგოლი - ჩელსიმ ვულვზი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში „ჩელსი“ „ვულვერჰემპტონს“ ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გუშინ, 19:57

ტოტენჰემმა კრისტალ პალასი პირველივე ტაიმში გაანადგურა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონურ დერბიში „კრისტალ პალასი“ 4-0 გაანადგურა.

გუშინ, 19:55

დორტმუნდმა ლევერკუზენი გაანადგურა [VIDEO]

ბუნდესლიგის ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა.

გუშინ, 19:34

ზიდანი: "პირველი ტაიმი ფენომენალური იყო, მაგრამ..."

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „ლევანტესთან“ მოპოვებული გამარჯვება (3:2) შეაფასა.

გუშინ, 19:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10