დინამო და ცხინვალი უგოლოდ დაშორდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დინამო და ცხინვალი უგოლოდ დაშორდნენ


დინამო და ცხინვალი უგოლოდ დაშორდნენ

დუმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის მეცხრე ტურის თეთრი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, "დინამო არენაზე" "დინამო თბილისმა" "ცხინვალს" უმასპინძლა.

პირველი ტაიმი "დინამოელთა" ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით დაიწყო, თამაზ სამხარაძის შეგირდებმა კარში დარტყა რამდენჯერმე მოახერხეს, "ცხინვალის" მეკარე, გიორგი ნადირაძე კი უშეცდომო იყო.

84-ე წუთზე შორიდან გაისროლა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, მაგრამ მისი დარტყმა მეტოქის კარს დიდი მანძილით აცდა.

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე "დინამოს" შანსი კიდევ ერთხელ შეექმნა. დვალიშვილი-ჯიღაური-დვალიშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი ხელებში ნადირაძეს მიუვიდა.

"დინამო თბ" 0-0 "ცხინვალი"

"დინამო თბ": რევიშვილი, ველევი(მიქელთაძე), ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ჭელიძე, პარუნაშვილი(ზარია), ცინცაძე, კიტეიშვილი, თევზაძე(ჭანტურიშვილი), ჯიღაური, დვალიშვილი

"ცხინვალი": ნადირაძე, სულთანიშვილი, ქარდავა, მაისაშვილი, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, კახელიშვილი(შინდაგორიძე), ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, ქოჩლაძე, დვალი(მაქაცარია)

გაფრთხილება: მახარობლიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები