ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა


ბათუმის

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის "წითელი ჯგუფის" მეათე ტურში ბათუმის "დინამომ" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს უპრობლემოდ მოუგო.

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში საწყის წუთებშივე გახსნეს. მე-2 წუთზე ნიკა კვანტალიანის აქტიურობას ახალგაზრდა შემტევის გოლი მოჰყვა.

ზღვისპირელებმა ორბურთიანი უპირატესობა 27-ე წუთისთვის მოიპოვეს. ლევან გეგეჭკორმა "ზუგდიდელთა" მეკარეს ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, 47-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ "დინამო" კომფორტული უპირატესობით დააწინაურა და 3 ქულას კიდევ უფრო დაახლოვა.

70-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა მეორეჯერ გაიტანა და დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩს წერტილი 87-ე წუთზე გელა გოგიტიძის გოლით დაესვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები