სიონმა ზუგდიდს მოუგო - მეგრელები პირველ ლიგას უახლოვდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიონმა ზუგდიდს მოუგო - მეგრელები პირველ ლიგას უახლოვდებიან


სიონმა ზუგდიდს მოუგო - მეგრელები პირველ ლიგას უახლოვდებიან

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის წითელი ჯგუფის მე-11 ტურის შეხვედრაში "ეროსი მანჯგალაძეზე" "ზუგდიდი" ბოლნისის "სიონთან" დიდი სხვაობით დამარცხდა.

ლადო ბურდულის შეგირდები უკვე პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობით იგებდნენ. 31-ე წუთზე დავით ვოლკოვმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა, 7 წუთში კი დუბლიც გაიფორმა. შეხვედრას საბოლოო წერტილი 78-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ დაუსვა.

მე-11 ტურის შემდეგ "ზუგდიდს" 6 ქულა აქვს და პირველ ლიგას უფრო უახლოვდებიან, ხოლო "სიონი" 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები