ტორპედომ ცხინვალი დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტორპედომ ცხინვალი დაამარცხა


ტორპედომ ცხინვალი დაამარცხა

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის თეთრი ჯგუფის მე-13 ტურის მატჩში "მიხეილ მესხი 2"-ზე "ცხინვალმა" "ტორპედოს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1-2 დამარცხდა.

მატჩის ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. "ცხინვალის" მცველებმა რამდენიმე ფაზიანი შეტევა ვერ მოიგერიეს, რასაც ბექა ტუღუშის ლამაზი გოლი მოჰყვა. მალევე, გაშვებული ბურთიდან 5 წუთში კაჭარავას შეგირდებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. 21-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი ჯაბა დვალმა ვერ გამიყენა. მას როინ კვასხვაძემ აჯობა.

კახა ჩხეტიანის შეგირდებმა ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურება. 30-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გიორგი ნადირაძემ შეცდომით ისარგებლა და "ცხინვალის" ცარიელი კარი შეარხია.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში მალევე, 57-ე წუთზე დაფიქსირდა. ჩამოწოდებული კუთხური გოლად ბაქარ ქარდავამ აქცია.

"ცხინვალი" 1-2 "დინამო"

გოლი: ქარდავა '57 - ტუღუში '16, კაპანაძე '30

გაფრთხილება: ცერცვაძე, ბაჩიაშვილი - გურული

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები