სანტონი აპოელთან შეხვედრას გამოტოვებს

ევროპა ლიგის მე-5 ტურში, "აპოელის" წინააღდეგ "ინტერს" მცველი, დავიდ სანტონი ვერ დაეხმარება.
მილანური გუნდის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, სანტონი ისრაელში "აპოელ ბერ შევასთან" სათამაშოდ ვერ წავიდა. ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აქვს. "ინტერმა" გარისკვა არ გადაწყვიტა და მცველს დასვენების საშუალება მისცა.
ასევე, არ ითამაშებს გარი მედელი, რომელმაც მილანურ დერბში ტრავმა მიიღო და როდრიგო პალასიოს თამაშიც საეჭვოა.