იოსელიანი: "სხვა ყველაფერი საშინელება იყო... იმედგაცრუებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იოსელიანი: "სხვა ყველაფერი საშინელება იყო... იმედგაცრუებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!"


იოსელიანი:

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის წითელი ჯგუფის მე-12 ტურის შეხვედრაში "მიხეილ მესხზე" "საბურთალომ" "ზუგდიდს" უმასპინძლა, დაამარცხა 3:1 და უმაღლეს ლიგაში ადგილი დაუკარგა.

მატჩის დასრულების შემდეგ სოციალური ქსელით კომენტარი გააკეთა "ზუგდიდის" შემტევმა, გიგი იოსელიანმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ იმედგაცრუებას. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ეს სიტუაცია ყველა ჩვენთაგანის კარიერაზე აისახება და არამგონია, ვინმე ამით ბედნიერი იყოს. პირადი კარიერა სწორედაც რომ გუნდური წარმატებიდან მოდის. ამ გუნდს კიდევ ნამდვილად ჰქონდა პოტენციალი, წარმატებული ყოფილიყო. მადლობა ღირსეულ ბიჭებს, ვინც ბოლომდე იბრძოდა და მადლობა გულშემატკივარს, რომელთაც ბოლომდე სჯეროდათ გუნდის. სხვა ყველაფერი უბრალოდ საშინელება იყო და სწორედ ასე საშინლად ამიტომაც ვგრძნობ ახლა თავს," - წერს იოსელიანი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ზუგდიდი უმაღლესი ლიგა იოსელიანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები