თანამედროვეობის ათი საუკეთესო ელ კლასიკო

ფეხბურთის გულშემატკივარი ხვალინდელ დღეს სულმოუთმენლად ელის, რადგან ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში სეზონის პირველი ელ კლასიკო გაიმართება და ერთმანეთს ორი გიგანტი დაუპირისპირდება. "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" თამაში ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს, რადგან ეს ფეხბურთში ყველაზე ხმაურიანი აფიშაა.
ელ კლასიკოს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც უამრავ დაუვიწყარ და ისტორიულ მატჩს ინახავს. დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ "ბარსასა" და "რეალის" თანამედროვე ეპოქის ანუ ბოლო ათი წლის გამორჩეული დაპირისპირებები ესპანეთში.
ესპანეთის ჩემპიონატის 2006/07 წლების სეზონი საოცრად დრამატული და დაძაბული გამოდგა, "კამპ ნოუზე" გამართული კლასიკო კი პრემერას მშვენება იყო. კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ერთმანეთს, მეორედ, 26-ე ტურში დაუპირისპირდნენ და საოცარი საფეხბურთო სანახაობა დადგეს. შეხვედრა ფანტასტიკურად დაიწყო და უკვე 27-ე წუთისთვის ანგარიში 2:2 იყო. რუდ ვან ნილსტელროიმ და ლიონელ მესიმ დუბლები გაცვალეს. ლეგენდარულ ჰოლანდიელ თავდამსხმელს ახალგაზრდა, სულ რაღაც 19 წლის არგენტინელმა შემტევმა ორჯერ უპასუხა. პირველი ტაიმის ბოლოს მოედნიდან ოლეგერი გააძევეს და "ბარსა" უმცირესობაში დარჩა. "სამეფო კლუბმა" ამით ისარგებლა, ზეწოლას მოუმატა და სერხიო რამოსის საოცარი თავურით დაწინაურდა კიდეც. თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთზე ლეო მესიმ საოცარი გარღვევა განახორციელა, საჯარიმოში ელვის სისწრაფით შეიჭრა, გზა "რეალის" რამდენიმე მცველი დააწვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3. იმ ტურის შემდეგ ფრენკ რაიკარდის გუნდი ფაბიო კაპელოს "გალაქტიკოსს" ხუთი ქულით უსწრებდა, საბოლოოდ კი ჩემპიონი სწორედ "რეალი" გახდა. მიუხედავად ამისა, ეს კლასიკო ისტორიაში სამუდამოდ შევიდა - თანამედროვეობის უძლიერესმა ფეხბურთელმა თავისი პირველი გოლები "სამეფო კლუბს" სწორედ იმ საღამოს გაუტანა. 19 წლის მესიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
2008 წლის მაისში კი მორიგი განსაკუთრებული ელ კლასიკო გაიმართა, რადგან მადრიდის "რეალმა" ჩემპიონობა "ბარსასთან" თამაშამდე გაიფორმა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიელებმა ჩემპიონებს კორიდორიც გაუკეთეს. იმ პერიოდში რაიკარდის "ბარსელონას" საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მესამე ადგილზე იმყოფებოდა და მადრიდში სრული კრახი განიცადა. დირკ შუსტერის შეგირდებმა გულშემატკივრები ძალიან გაახარეს და ფანტასტიკური სანახაობა შესთავაზეს. მარსელომ, სნეიდერმა, გუტიმ, რობენმა და რაულმა ულამაზესი კომბინაციები გაითამაშეს. ანგარიში სწორედ "სამეფო კლუბის" გენიალურმა კაპიტანმა, შორეული კარგი დარტყმით გახსნა, რასაც მალევე არიენ რობენის თავური მოჰყვა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შემოსულმა რობინიომ, გონსალო იგუაინმა და რუდ ვან ნისტელროიმ გაიბრწყინეს. არგენტინელმა ფორვარდმა ჩინებული ბურთი გაიტანა, ჰოლანდიელმა კი პენალტი გამოიყენა. "ბარსამ" მხოლოდ ტიერი ანრის პრესტიჟის გოლით უპასუხა - 4:1. მადრიდულმა გრანდმა ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო და თავისი მთავარი კონკურენტი, საკუთარ მოედანზე, უშანსოდ გაანადგურა.
მომდევნო სეზონში კი უკვე "ბარსელონას" ჯერი მოვიდა და პეპ გვარდიოლა ელ კლასიკოში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხუანდე რამოსის გუნდი გონსალო იგუაინის თავურით დაწინაურდა, მაგრამ მესის საოცარი პასით ტიერი ანრიმ წონასწორობა მალევე აღადგინა. ორ წუთში კი კარლეს პუიოლმა კატალონიური გრანდი წინ გაიყვანა. პირველ ნახევარში თავისი გოლი ლეო მესიმაც გაიტანა და სტუმრებმა დამაჯერებლად იმარჯვეს. მეორე ტაიმის დებიუტში რამოსმა "სამეფო კლუბი" თამაშში დააბრუნა, მაგრამ ორ წუთში ანრიმ დუბლი გაიფორმა. ბოლოსკენ კი ხავის ფენომენალური პასით დუბლი უკვე მესიმ გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი ხერარდ პიკემ დააფიქსირა - 6:2. იკერ კასილასი, რაული და სრულიად მადრიდული კლუბი, თავისი ქომაგებითურთ, განადგურებული იყო, "ბარსა" კი ზეიმობდა. "ბლაუგრანამ" მადრიდში უბრალოდ საოცრება ჩაატარა და "რეალი" ათი ქულით ჩამოიტოვა. სეზონის ბოლოს კი გვარდიოლამ ამ უნიკალური გუნდით ყველაფერი მოიგო.
ეს კი ელ კლასიკოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დაპირისპირებაა. პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო ერთმანეთს ესპანეთში პირველად სწორედ ამ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. "ბლაუგრანამ" ფანტასტიკურად დაიწყო და უკვე 20 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარი კი "ბარსას" მორიგი საოცარი კომბინაციებით დაიწყო. ლიონელ მესის ორი დიდებული პასის შედეგად დავიდ ვილამ სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე დაუჯერებელი ანგარიში დააფიქსირა - 4:0. "რეალი" მორალურად გატყდა და დარჩენილ ნახევარ საათში მხოლოდ ნერვების ხარჯზე მოქმედებდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, იტურალდე გონსალესმა, 11 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. მინდორზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ერთმანეთს თანამემამულეები და ახლო მეგობრებიც კი უპირისპირდებოდნენ. სერხიო რამოსმა თავზე კონტროლი დაკარგა და ჯერ კარლეს პუიოლს ჩაარტყა სახეში, შემდეგ კი ხავის ეუხეშა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ მანამდე "რეალის" კარში ხეფერნმა მეხუთე ბურთი გაიტანა და "სამეფო კლუბი" სრულ შოკში ჩააგდო. მოურინიოს პირველი ელ კლასიკო სრული კრახით და სკანდალით დასრულდა. გვარდიოლამ კი მორიგი დიდებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც "ბარსელონას" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.
ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "კამპ ნოუზე" უაღრესად მნიშვნელოვანი ელ კლასიკო მოიგო და პრიმერა დივიზიონის ტიტული გაიფორმა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში "ბარსელონა" 2008 წლის მაისის შემდეგ პირველად დაამარცხა და თანაც საჩემპიონო ქულები დააგროვა. პირველი ტაიმი "სამეფო კლუბმა" სემი ხედირას გოლით მოიგო, რასაც მეორე ნახევრის შუაწელს ალექსის სანჩესმა უპასუხა. თუმცა, ჩილელი შემტევის გოლიდან სამ წუთში მესუტ იოზილის ფანტასტიკური პასით კრიშტიანო რონალდომ ისარგებლა და "რეალს" სამი ქულა მოუტანა. მისი გოლის აღნიშვნა კი მეორე დღეს სერიოზული განხილვის თემად იქცა. რონალდომ "კამპ ნოუ" გააჩუმა და "ბლანკოსს" უაღრესად ფასეული გამარჯვება მოუპოვა. თანაც, ეს პეპ გვარდიოლას ბოლო პეაქრობა იყო მადრიდულ გიგანტთან.
ეს ელ კლასიკო კი პირადად ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებად იქცა და ამიტომაც არის განსაკუთრებული. ტიტო ვილანოვას "ბარსა" ჟოზე მოურინიოს გუნდს შვიდი ქულით უსწრებდა, მაგრამ "კამპ ნოუზე" ნამდვილი სპექტაკლი დაიდგა. მადრიდელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და პორტუგალიელმა შვიდიანმა ჩინებული დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა, ექვს წუთში, "რეალის" დაცვის ჩავარდნით ლეო მესიმ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი შედარებით თანაბარი იყო და ამჯერად თანამედროვეობის ვარსკვლავებმა როლები გაცვალეს. არგენტინელმა ათიანმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით "ბარსელონა" წინ გაიყვანა, მაგრამ ხუთ წუთში იოზილის საოცარი პასის შემდეგ რონალდომ მესის ორ გოლს თავისი დუბლით უპასუხა. ეს ერთადერთი ელ კლასიკოა, რომელშიც რონალდომ და მესიმ თავი დუბლებით გამოიჩინეს. ტიტული კი საბოლოოდ "ბარსელონამ" მოიგო.
2014 წლის მარტის ბოლოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძალიან მნიშვნელოვანი ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც ფანტასტიკური გამოვიდა. ესპანეთის ჩემპიონატს "რეალი" და "ატლეტიკო" ლიდერობდნენ, "ბარსას" კი მხოლოდ ქულით ნაკლები ჰქონდა. ანგარიში დებიუტში ანდრეს ინიესტამ ფენომენალური დარტყმით გახსნა. ამის შემდეგ "სამეფო კლუბმა" სერიოზულად შეუტია და ამან თავისი შედეგი გამოიღო. ოთხ წუთიან ინტერვალში ანხელ დი მარიამ საჯარიმოში ორჯერ ჩააწოდა, კარიმ ბენზემამ კი ჯერ თავით, შემდეგ კი ფეხით გაიტანა და დუბლი გაიფორმა. კატალონიელები შოკიდან გამოვიდნენ და ტაიმის ბოლოს მესიმ "ბარსა" თამაშში დააბრუნა - 2:2. მეორე ტაიმის დასაწყისში კი დანი ალვეშმა რონალდო საჯარიმოს ხაზთან წააქცია, მაგრამ უნდიანო მალიენკომ პენალტი დანიშნა, რომელიც კრიშტიანომ გამოიყენა. ათ წუთში კი მსაჯმა სტუმრებს ვალი დაუბრუნა და "სამეფო კლუბის" კართან საეჭვო პენალტი დანიშნა, თანაც სერხიო რამოსს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი მესიმ გოლად აქცია და ანგარიში მეორედ გაათანაბრა. უმცირესობაში დარჩენილმა "რეალმა" იბრძოლა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა. ინიესტას წაქცევის გამო დიეგო ლოპესის კართან კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და ლეო მესიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ეს არანორმალური კლასიკო ხერარდო მარტინოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ტიტული მადრიდის "ატლეტიკომ" მოიპოვა და ესპანური გიგანტები ხელცარიელი დატოვა.
2013/14 წლების სეზონში "ბარსამ" კარლო ანჩელოტის გუნდს შიდა ჩემპიონატში ორივე კლასიკო მოუგო, მაგრამ ტიტული მაინც ვერ მოიპოვა. ესპანეთის თასისთვის კი "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს უშუალოდ გაეჯიბრნენ. ფინალი "მესტალიაზე" გაიმართა და დაუვიწყარი გამოდგა. მადრიდელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-11 წუთზე დაწინაურდნენ. "სამეფო კლუბის" დიდებული კონტრშეტევა ანხელ დი მარიამ დააგვირგვინა. მეორე ტაიმი კი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, "ბარსამ" კი ანგარიში მაკრ ბარტრას საოცარი თავურის წყალობით გაათანაბრა. ანჩელოტის "რეალის" მთავარი იარაღი უაღრესად სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევები იყო, რამაც კატალონიური გრანდი ამ თამაშში ძალიან დააზარალა. მორიგი კონტრიერიშის დროს კოენტრაომ გარეთ ბეილს გააყოლა, რომელსაც ბარტრა ეთამაშებოდა და ესპანელს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უელსელმა საოცარი სისწრაფე აკრიფა, მოედნიდან გავიდა, "ბარსას" ახალგაზრდა მცველს შემოურბინა და პინტოს ბურთი ფეხებს შუა გაუძვრინა - 2:1. გარეთს ეს გარბენი მთელმა მსოფლიომ აიტაცა და ბეილმა მართლაც ასმილიონიანი სპრინტი განახორციელა, რომელიც ანჩელოტის პირველი ტიტულით დასრულდა. "სამეფო კლუბმა" ვალენსიაში მთავარი მოწინააღმდეგე დამსახურებულად დაამარცხა და კოპა დელ რეის მფლობელიც გახდა. ბეილის უნიკალურმა გოლმა კი ეს თამაში დაუვიწყარი გახადა.
გასული სეზონის პირველი ელ კლასიკო რაფა ბენიტესის გაუგებარი ტაქტიკის სრული კრახით და ლუის ენრიკეს გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. კატალონიის "ბარსელონა" მადრიდში ლეო მესის ტრავმის ფონზე ჩავიდა. არგენტინელს სერიოზული დაზიანება ახალი მოშიშებული ჰქონდა და კლასიკო სათადარიგო სკამიდან დაიწყო. თუმცა, მინდორზე ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი და ნეიმარი იყვნენ, რომელთაც ივან რაკიტიჩისა და სერხი რობერტოს დახმარებით სასწაულები ჩაატარეს. ანგარიში სუარესმა რობერტოს ჩინებული პასის შემდეგ გახსნა. "ბლაუგრანა" მომენტების შექმნას აგრძელებდა და ტაიმის ბოლოს დამსახურებული მეორე ბურთიც გაიტანა. ინიესტას ზუსტი პასით ნეიმარმა ისარგებლა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი კატალონიელებმა ზღაპრული კომბინაცია გაითამაშეს და ანდეს ინიესტამ ნეიმარის ქუსლით დაგორებული ბურთი კეილორ ნავასის კარის ბადეში ლამაზად გაახვია. საბოლოო შედეგი კი ლუის სუარესმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მინდორზე ლიონელ მესიც ჩავიდა და "ბარსას" კიდევ უამრავი საგოლე ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. ენრიკეს შეგირდებმა საოცარი ფეხბურთი აჩვენეს, 4:0 იმარჯვეს და "რეალს" ცხრა ქულით გაუსწრეს. სეზონის ბოლოს პრიმერა დივიზიონი "ბლაუგრანამ" მოიგო, მაგრამ სიტუაცია ცოტათი შეიცვალა.
კლასიკოში გამანადგურებელ მარცხს კიდევ რამდენიმე წარუმატებლობა დაემატა და 2016 წლის იანვარში მადრიდის "რეალს" უკვე ახალი თავკაცი ჰყავდა, თანაც ლეგენდარული ზინედინ ზიდანი. ფრანგმა ძალიან მოკლე დროში "სამეფო კლუბი" ჩინებულად აათამაშა და სეზონის მეორე ელ კლასიკოს "ბლანკოსი" საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. "კამპ ნოუზე" ზიზუს შეგირდებმა ძალიან ორგანიზებული და "რეალური" თამაში აჩვენეს. "სამეფო კლუბის" თითოეულ ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ მინდორზე მთელს სულსა და გულს ტოვებდა, რაც ბუნებრივია ზიდანის საოცარი მოტივირების უნარის შედეგი იყო. პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, მაგრამ გოლი არ გასულა. მეორე ნახევრის სტარტზე კი ხერარდ პიკე თავით ანგარიში გახსნა - 1:0. თუმცა, "რეალი" არ გატყდა, ბურთი მოიპოვა და უპირატესობას დაეუფლა. მადრიდელებმა ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. მარსელოს გარღვევისა და კროოსის ჩაწოდების შემდეგ კარიმ ბენზემამ ულამაზესი მაკრატელა დაარტყა - 1:1. ბოლო წუთები კი "რეალმა" აქტიურად ჩაატარა და გოლიც კი გაიტანა, რომელიც უსამართლოდ არ ჩაითვალა. 83-ე წუთზე სტუმრები ათი კაცით დარჩნენ, რადგან სერხიო რამოსმა მეორე გაფრთხილება მიიღო. თუმცა, ამ მომენტიდან ერთ წუთში კრიშტიანო რონალდომ ბრწყინვალე ბურთი გაიტანა და "რეალს" სამი ქულა მოუტანა. ზიდანმა თავისი პირველი კლასიკო დიდებული გამარჯვებით დაასრულა, პრიმერა კვლავ "ბარსელონას" დაუთმო, მაგრამ თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა.

ბარსელონა 3:3 რეალი - 11/03/2007

რეალი 4:1 ბარსელონა - 07/05/2008

რეალი 2:6 ბარსელონა - 02/05/2009

მომდევნო სეზონში კი უკვე "ბარსელონას" ჯერი მოვიდა და პეპ გვარდიოლა ელ კლასიკოში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხუანდე რამოსის გუნდი გონსალო იგუაინის თავურით დაწინაურდა, მაგრამ მესის საოცარი პასით ტიერი ანრიმ წონასწორობა მალევე აღადგინა. ორ წუთში კი კარლეს პუიოლმა კატალონიური გრანდი წინ გაიყვანა. პირველ ნახევარში თავისი გოლი ლეო მესიმაც გაიტანა და სტუმრებმა დამაჯერებლად იმარჯვეს. მეორე ტაიმის დებიუტში რამოსმა "სამეფო კლუბი" თამაშში დააბრუნა, მაგრამ ორ წუთში ანრიმ დუბლი გაიფორმა. ბოლოსკენ კი ხავის ფენომენალური პასით დუბლი უკვე მესიმ გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი ხერარდ პიკემ დააფიქსირა - 6:2. იკერ კასილასი, რაული და სრულიად მადრიდული კლუბი, თავისი ქომაგებითურთ, განადგურებული იყო, "ბარსა" კი ზეიმობდა. "ბლაუგრანამ" მადრიდში უბრალოდ საოცრება ჩაატარა და "რეალი" ათი ქულით ჩამოიტოვა. სეზონის ბოლოს კი გვარდიოლამ ამ უნიკალური გუნდით ყველაფერი მოიგო.
ბარსელონა 5:0 რეალი - 29/11/2010

ეს კი ელ კლასიკოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დაპირისპირებაა. პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო ერთმანეთს ესპანეთში პირველად სწორედ ამ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. "ბლაუგრანამ" ფანტასტიკურად დაიწყო და უკვე 20 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარი კი "ბარსას" მორიგი საოცარი კომბინაციებით დაიწყო. ლიონელ მესის ორი დიდებული პასის შედეგად დავიდ ვილამ სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე დაუჯერებელი ანგარიში დააფიქსირა - 4:0. "რეალი" მორალურად გატყდა და დარჩენილ ნახევარ საათში მხოლოდ ნერვების ხარჯზე მოქმედებდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, იტურალდე გონსალესმა, 11 ყვითელი ბარათი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. მინდორზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ერთმანეთს თანამემამულეები და ახლო მეგობრებიც კი უპირისპირდებოდნენ. სერხიო რამოსმა თავზე კონტროლი დაკარგა და ჯერ კარლეს პუიოლს ჩაარტყა სახეში, შემდეგ კი ხავის ეუხეშა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ მანამდე "რეალის" კარში ხეფერნმა მეხუთე ბურთი გაიტანა და "სამეფო კლუბი" სრულ შოკში ჩააგდო. მოურინიოს პირველი ელ კლასიკო სრული კრახით და სკანდალით დასრულდა. გვარდიოლამ კი მორიგი დიდებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც "ბარსელონას" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.
ბარსელონა 1:2 რეალი - 21/04/2012

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "კამპ ნოუზე" უაღრესად მნიშვნელოვანი ელ კლასიკო მოიგო და პრიმერა დივიზიონის ტიტული გაიფორმა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში "ბარსელონა" 2008 წლის მაისის შემდეგ პირველად დაამარცხა და თანაც საჩემპიონო ქულები დააგროვა. პირველი ტაიმი "სამეფო კლუბმა" სემი ხედირას გოლით მოიგო, რასაც მეორე ნახევრის შუაწელს ალექსის სანჩესმა უპასუხა. თუმცა, ჩილელი შემტევის გოლიდან სამ წუთში მესუტ იოზილის ფანტასტიკური პასით კრიშტიანო რონალდომ ისარგებლა და "რეალს" სამი ქულა მოუტანა. მისი გოლის აღნიშვნა კი მეორე დღეს სერიოზული განხილვის თემად იქცა. რონალდომ "კამპ ნოუ" გააჩუმა და "ბლანკოსს" უაღრესად ფასეული გამარჯვება მოუპოვა. თანაც, ეს პეპ გვარდიოლას ბოლო პეაქრობა იყო მადრიდულ გიგანტთან.
ბარსელონა 2:2 რეალი - 07/10/2012

ეს ელ კლასიკო კი პირადად ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებად იქცა და ამიტომაც არის განსაკუთრებული. ტიტო ვილანოვას "ბარსა" ჟოზე მოურინიოს გუნდს შვიდი ქულით უსწრებდა, მაგრამ "კამპ ნოუზე" ნამდვილი სპექტაკლი დაიდგა. მადრიდელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და პორტუგალიელმა შვიდიანმა ჩინებული დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა, ექვს წუთში, "რეალის" დაცვის ჩავარდნით ლეო მესიმ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი შედარებით თანაბარი იყო და ამჯერად თანამედროვეობის ვარსკვლავებმა როლები გაცვალეს. არგენტინელმა ათიანმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით "ბარსელონა" წინ გაიყვანა, მაგრამ ხუთ წუთში იოზილის საოცარი პასის შემდეგ რონალდომ მესის ორ გოლს თავისი დუბლით უპასუხა. ეს ერთადერთი ელ კლასიკოა, რომელშიც რონალდომ და მესიმ თავი დუბლებით გამოიჩინეს. ტიტული კი საბოლოოდ "ბარსელონამ" მოიგო.
რეალი 3:4 ბარსელონა - 23/03/2014

2014 წლის მარტის ბოლოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძალიან მნიშვნელოვანი ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც ფანტასტიკური გამოვიდა. ესპანეთის ჩემპიონატს "რეალი" და "ატლეტიკო" ლიდერობდნენ, "ბარსას" კი მხოლოდ ქულით ნაკლები ჰქონდა. ანგარიში დებიუტში ანდრეს ინიესტამ ფენომენალური დარტყმით გახსნა. ამის შემდეგ "სამეფო კლუბმა" სერიოზულად შეუტია და ამან თავისი შედეგი გამოიღო. ოთხ წუთიან ინტერვალში ანხელ დი მარიამ საჯარიმოში ორჯერ ჩააწოდა, კარიმ ბენზემამ კი ჯერ თავით, შემდეგ კი ფეხით გაიტანა და დუბლი გაიფორმა. კატალონიელები შოკიდან გამოვიდნენ და ტაიმის ბოლოს მესიმ "ბარსა" თამაშში დააბრუნა - 2:2. მეორე ტაიმის დასაწყისში კი დანი ალვეშმა რონალდო საჯარიმოს ხაზთან წააქცია, მაგრამ უნდიანო მალიენკომ პენალტი დანიშნა, რომელიც კრიშტიანომ გამოიყენა. ათ წუთში კი მსაჯმა სტუმრებს ვალი დაუბრუნა და "სამეფო კლუბის" კართან საეჭვო პენალტი დანიშნა, თანაც სერხიო რამოსს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი მესიმ გოლად აქცია და ანგარიში მეორედ გაათანაბრა. უმცირესობაში დარჩენილმა "რეალმა" იბრძოლა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა. ინიესტას წაქცევის გამო დიეგო ლოპესის კართან კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და ლეო მესიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ეს არანორმალური კლასიკო ხერარდო მარტინოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ტიტული მადრიდის "ატლეტიკომ" მოიპოვა და ესპანური გიგანტები ხელცარიელი დატოვა.
რეალი 2:1 ბარსელონა - 16/04/2014

2013/14 წლების სეზონში "ბარსამ" კარლო ანჩელოტის გუნდს შიდა ჩემპიონატში ორივე კლასიკო მოუგო, მაგრამ ტიტული მაინც ვერ მოიპოვა. ესპანეთის თასისთვის კი "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს უშუალოდ გაეჯიბრნენ. ფინალი "მესტალიაზე" გაიმართა და დაუვიწყარი გამოდგა. მადრიდელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-11 წუთზე დაწინაურდნენ. "სამეფო კლუბის" დიდებული კონტრშეტევა ანხელ დი მარიამ დააგვირგვინა. მეორე ტაიმი კი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, "ბარსამ" კი ანგარიში მაკრ ბარტრას საოცარი თავურის წყალობით გაათანაბრა. ანჩელოტის "რეალის" მთავარი იარაღი უაღრესად სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევები იყო, რამაც კატალონიური გრანდი ამ თამაშში ძალიან დააზარალა. მორიგი კონტრიერიშის დროს კოენტრაომ გარეთ ბეილს გააყოლა, რომელსაც ბარტრა ეთამაშებოდა და ესპანელს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უელსელმა საოცარი სისწრაფე აკრიფა, მოედნიდან გავიდა, "ბარსას" ახალგაზრდა მცველს შემოურბინა და პინტოს ბურთი ფეხებს შუა გაუძვრინა - 2:1. გარეთს ეს გარბენი მთელმა მსოფლიომ აიტაცა და ბეილმა მართლაც ასმილიონიანი სპრინტი განახორციელა, რომელიც ანჩელოტის პირველი ტიტულით დასრულდა. "სამეფო კლუბმა" ვალენსიაში მთავარი მოწინააღმდეგე დამსახურებულად დაამარცხა და კოპა დელ რეის მფლობელიც გახდა. ბეილის უნიკალურმა გოლმა კი ეს თამაში დაუვიწყარი გახადა.
რეალი 0:4 ბარსელონა - 21/11/2015

გასული სეზონის პირველი ელ კლასიკო რაფა ბენიტესის გაუგებარი ტაქტიკის სრული კრახით და ლუის ენრიკეს გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. კატალონიის "ბარსელონა" მადრიდში ლეო მესის ტრავმის ფონზე ჩავიდა. არგენტინელს სერიოზული დაზიანება ახალი მოშიშებული ჰქონდა და კლასიკო სათადარიგო სკამიდან დაიწყო. თუმცა, მინდორზე ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი და ნეიმარი იყვნენ, რომელთაც ივან რაკიტიჩისა და სერხი რობერტოს დახმარებით სასწაულები ჩაატარეს. ანგარიში სუარესმა რობერტოს ჩინებული პასის შემდეგ გახსნა. "ბლაუგრანა" მომენტების შექმნას აგრძელებდა და ტაიმის ბოლოს დამსახურებული მეორე ბურთიც გაიტანა. ინიესტას ზუსტი პასით ნეიმარმა ისარგებლა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი კატალონიელებმა ზღაპრული კომბინაცია გაითამაშეს და ანდეს ინიესტამ ნეიმარის ქუსლით დაგორებული ბურთი კეილორ ნავასის კარის ბადეში ლამაზად გაახვია. საბოლოო შედეგი კი ლუის სუარესმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მინდორზე ლიონელ მესიც ჩავიდა და "ბარსას" კიდევ უამრავი საგოლე ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. ენრიკეს შეგირდებმა საოცარი ფეხბურთი აჩვენეს, 4:0 იმარჯვეს და "რეალს" ცხრა ქულით გაუსწრეს. სეზონის ბოლოს პრიმერა დივიზიონი "ბლაუგრანამ" მოიგო, მაგრამ სიტუაცია ცოტათი შეიცვალა.
ბარსელონა 1:2 რეალი - 02/04/2016

კლასიკოში გამანადგურებელ მარცხს კიდევ რამდენიმე წარუმატებლობა დაემატა და 2016 წლის იანვარში მადრიდის "რეალს" უკვე ახალი თავკაცი ჰყავდა, თანაც ლეგენდარული ზინედინ ზიდანი. ფრანგმა ძალიან მოკლე დროში "სამეფო კლუბი" ჩინებულად აათამაშა და სეზონის მეორე ელ კლასიკოს "ბლანკოსი" საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. "კამპ ნოუზე" ზიზუს შეგირდებმა ძალიან ორგანიზებული და "რეალური" თამაში აჩვენეს. "სამეფო კლუბის" თითოეულ ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ მინდორზე მთელს სულსა და გულს ტოვებდა, რაც ბუნებრივია ზიდანის საოცარი მოტივირების უნარის შედეგი იყო. პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, მაგრამ გოლი არ გასულა. მეორე ნახევრის სტარტზე კი ხერარდ პიკე თავით ანგარიში გახსნა - 1:0. თუმცა, "რეალი" არ გატყდა, ბურთი მოიპოვა და უპირატესობას დაეუფლა. მადრიდელებმა ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. მარსელოს გარღვევისა და კროოსის ჩაწოდების შემდეგ კარიმ ბენზემამ ულამაზესი მაკრატელა დაარტყა - 1:1. ბოლო წუთები კი "რეალმა" აქტიურად ჩაატარა და გოლიც კი გაიტანა, რომელიც უსამართლოდ არ ჩაითვალა. 83-ე წუთზე სტუმრები ათი კაცით დარჩნენ, რადგან სერხიო რამოსმა მეორე გაფრთხილება მიიღო. თუმცა, ამ მომენტიდან ერთ წუთში კრიშტიანო რონალდომ ბრწყინვალე ბურთი გაიტანა და "რეალს" სამი ქულა მოუტანა. ზიდანმა თავისი პირველი კლასიკო დიდებული გამარჯვებით დაასრულა, პრიმერა კვლავ "ბარსელონას" დაუთმო, მაგრამ თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა.
დავით მაღრაძე, სპეციალურად Goal.ge-სთვის