» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "არსენალი" - "ნაპოლი"



ეს გუნდები ე.წ. სიკვდილის ჯგუფის წარმომადგენლები არიან. მათთან ერთად არიან დორტმუნდის "ბორუსია" და მარსელის "ოლიმპიკი". ასეთ ჯგუფში კი ყველა ქულასა თუ ბურთს მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ ყველა ბოლომდე ბრძოლობს და მოდენაზე თავიანთ თამაშში მაქსიმუმს დებენ. მატჩი, რომელსაც უმასპინძლებს "ემირეითს სტეიდიუმი" თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. ლონდონის არენაზე ანშლაგია მოსალოდნელია, ამიტომ არსებული 60.355 ადგილი ბოლომდე შეივსება "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგა კარგად დაიწყო და "ველოდრომზე" მარსელის "ოლიმპიკი" 1:2 დაამარცხა. გოლები თეო უოკოტმა და აარონ რემზიმ გაიტანეს. ასეთ ჯგუფში კი სტუმრად გამარჯვება ყოველთვის ფასობს. დასაწყისი მართლაც შესანიშნავია, თუმცა ერთი ფეხის დაცდენით ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. საკუთარ მოედანზე ფეხის დაცდენა ამ გუნდებს არ ეპატიებათ. "არსენალს" მშვენივრად მიდის საქმეები პრემიერ ლიგაშიც, სადაც 6 ტურის შემდეგ 5 მოგება და 1 მარცხი აქვს. ეს ერთადერთი წაგება პირველივე ტურში საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილასთან" განიცადა, რასაც ზედიზედ 5 გამარჯვება მოჰყვა. შედეგად პირველი ადგილი, 15 ქულა, ბურთების შეფარდება 13:7-ზე. გუნდის საუკეთესო ბომბარდირები ოლივე ჟირუ და აარონ რემზი არიან, რომლებმაც 4-4 გოლი გაიტანეს. დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ვერ დაეხმარებიან: იაია სანოგო (0/0; ჯერ არ მისცემია შანსი დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, ნიჭიერია, თუმცა მისი არ ყოფნა გუნდს არ დაეტყობა), სანტი კაზორლა (3/0; ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრის, წინა სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშის უთამაშებლობა დიდი პრობლემაა "არსენალისთივს". ოქტომბრის შუა რიცხვებში იგეგმება მიდი დაბრუნება), თეო უოლკოტი (4/0; კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, სწრაფი გარემარბი, რომელსაც პასებიც ეხერხება და დრიბლინგით მომენტის დასრულება, ამიტომ შეუძლებელა მისი არ ყოფნა "არსენალს" არ შეეტყოს. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გუნდს ვერ დაეხმარება), ლუკაშ პოდოლსკი (2/2; გუნდისთვის დიდი დანაკლისია და იგი კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებამდე "არსენალს" დააკლდება, მუდმივად ძირითადში იყო და დიდ სამუშაოს ასრულებდა მოედანზე), ოქსლეინ-ჩემბერლეინი (1/0; მუდმივად ვერ ხვდებოდა ძირითადში, თუმცა მეტ-ნაკლებად უწევდა თამაში, მისი არ ყოფნა ამ მატჩში ალბათ არც გადამწყვეტი იქნებოდა, მაგრამ თამაშის შემთხვევაში როტაციისთვის მშვენიერი ფეხბურთელია, ნოემბრის ბოლომდე გუნდს ვერ დაეხმარება) და აბუ დიაბი (0/0; გუნდისთვის დიდი ძალაა, მაგრამ 28 მარტის შემდეგ არ უთამაშია და დეკემბრის შუა რიცხვებამდე არ იქნება, შესაბამისად, კლუბი შეჩვეული იქნება). აგრეთვე სათუოა ჯეკ უილშერის ასპარეზობაც, რომელსაც კოჭის ტრავმა აწუხებს. იმ შემთხვევაში, თუ უილშერმა ვერ შეძლო მოედანზე გასვლა, მის ადგილს ტომაშ როსიცკი დაიკავებს. მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა: "ეს არის მნიშვნელოვანი თამაში, გამარჯვებულს უპირატესობა ექნება სხვებთან, მაგრამ არა საბოლოო. მოდით მოვრიგდეთ, რომ პოზიტიური სიტუაცია მაშინ შეიქმნება, როცა საქმეს დავასრულებთ. 'ნაპოლი' ძალიან სწრაფი და მობილური გუნდია, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიან. გამოვყოფ იგუაინს, კალეხონს, ჰამშიკსა და ინსინიეს, რომლებიც კარგად ეწყობიან ერთმანეთს. ინსინიე საერთოდ იტალიური ფეხბურთის მომავალია. ამიტომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს სწრაფი და უნდა დავუშვათ ნაკლები შეცდომები." "ნაპოლიმ", თავისი დღევანდელი მეტოქის მსგავსად, მოგებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. "სან პაოლოზე" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და 2:1 დაამარცხა. გოლები იუგიანისა და ინსინოეს ანგარიშზეა. ამ მოგებით დღევანდელი მატჩის სტუმრებმა თავისი გააკეთეს და შინ უშუალო კონკურენტი დაამარცხეს, ახლა კი სტუმრად მოუწევთ კიდევ ერთ კონკურენტთან დაპირისპირება, სადაც კიდევ უფრო რთული იქნება ყველაფერი. კარგად დაიწყო სერია ა - 6 ტურში 5 მოგება და 1 ფრე. მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ "რომას". ბურთების შეფარდება 14:4-ზე, საუკეთესო ბომბარდირია მარეკ ჰამშიკია 4 გოლით. 3-3ჯერ თავი კალეხონმა და იგუინმა გამოიჩინეს. იტალიელები არ ხვდებიან შეხვედრას დიდი დანაკლისით, მხოლოდ კრისტიან მაჯო (2/0) არ იქნება, რომელმაც ტრამვა 1 კვირის წინ მიიღო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე არ იქნება. თუმცა, საეჭვოა გონზალო ჰიგუაინის თამაში, რომელსაც მიკრო-ტრავმა აწუხებს. "არსენალთან" დაპირისპიების შესახებ კომენტარი გააკეთა რაფაელ ბენიტესმა: "10 დღის განმავლობაში 4 მატჩის ჩატარება გვიწევს, რაც ნადმვილად არ არის იოლი. მაქვს ამის გამოცდილება და შევეცდები ყველაფერმა უმტკინვეულოდ ჩაიაროს, როტაცია გუნდში აუცილებელია. 'არსენალი' კი ბრწყინვალე გუნდია და ჩვენ მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს დადებითი შედეგისთვის." დაახლოებით თანაბარი გუნდები ხვდებიან დღევანდელი გადმოსახედიდან ერთმანეთს, თუმცა ფავორიტი საკუთარ მოედნის ფაქტორის გამო მაინც "არსენალია", თუმცა "ნაპოლის" კარგი შანსი აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ "არსენალში", როგორც ყოველ წელს, ტრამვიანობაა. ეს გუნდები ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ. 2013 წლის 3 აგვისტოს, "ემირეითსის" თასზე და მატჩი ფრედ 2:2 მორჩა. სავარაუდო შემადგენლობები სტატია მოამზადა გიორგი გოგბერაშვილმა, PREVIEW.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ინტერიდან წასვლაც არ იქნება პრობლემა", - კონტე

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:10

"ტიტულისთვის ბრძოლა, ტანჯვას ნიშნავს", - კურტუა

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა კიდევ ერთხელ შეაფასა:

დღეს, 10:52

ბარსას საუკეთესო შემტევებისგან შემდგარი 10-ეული, რომელშიც ადგილი იბრასთვისაც მოიძებნა

პორტალმა Give Me Sport-მა 21-ე საუკუნეში "ბარსელონას" საუკეთესო შემტევებისგან შემდგარი 10-ეული წარმოადგინა.

დღეს, 10:46

ლამპარდი სიტისთვის ბანის მოხსნის შესახებ: "არ მეგონა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ზედმეტ გუნდს დაუშვებდნენ"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი "მანჩესტერ სიტისთვის" დისკვალიფიკაციის მოხსნას გამოეხმაურა:

დღეს, 10:32

ფოტო: რონალდუს შვილს პოლიცია ეძებს

The Sun-ს თუ დავუჯერებთ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს შვილს, კრიშტიანუ-უმცროსს პოლიცია ეძებს.

დღეს, 10:21

ზიდანი: "რატომ ვყვიროდი მატჩის შემდეგ ბოლო ხმაზე?"

"გრანადასთან" მოგებული 1:2 მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 03:08

რამოსი: "ჩემპიონობა ოთხშაბათს უნდა ვიზეიმოთ"

მადრიდის "რეალმა" "გრანადა" დაამარცხა და თუ შემდეგ ტურში "ვილიარეალსაც" მოუგებს, ლა ლიგის ჩემპიონი ხდება.

დღეს, 03:02

ევროლიგის საუკეთესო ტრანსფერებში შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლა მე-2 ადგილზეა

საკალათბურთო გამოცემა Eurohoops ზაფხულში განხორციელებულ ევროლიგის ტოპ 10 ტრანსფერს ასახელებს.

დღეს, 02:27

ყოფილი ფეხბურთელი: "არსენალში ფერგიუსონი, გვარდიოლა, მოურინიო და ვენგერი ერთად რომ იყვნენ, ვერ უშველიან"

ლონდონის "არსენალმა" მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და "ტოტენჰემთან" 2:1 დამარცხდა.

დღეს, 02:23

სოლსკიაერი ბოლო წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ: "ჩვენი ახალგაზრდებისთვის მაგალითია"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" გოლი ბოლო წუთზე გაუშვა და "საუთჰემპტონთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:19

რეალმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო - ერთი მოგებაც და გუნდი ჩემპიონია [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში ერთმანეთს "გრანადა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:54

ინტერმა ქამბექით მოიგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი შეხვედრა მილანის "ინტერსა" და "ტორინოს" შორის.

დღეს, 01:38

ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში მესის და სუარესის რეკორდი გაიმეორა?

ლა ლიგის გასულ ტურში "სოსიედადი" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:28

დე ხეამ მანჩესტერში საიუბილეო მატჩი ჩაატარა - როგორია ესპანელის სტატისტიკა?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:23

გახსოვთ აკინფევა? - მსოფლიოს ყველაზე ჭარბწონიანმა ფეხბურთელმა ინგლისში ითამაშა

ინგლისის ლიგა 1-ის ფლეი-ოფში "ოქსფორდი" "ვიკომბეს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 01:19

მენდის გოლის შემდეგ, რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა - ის, რაც ამ საუკუნეში არ ყოფილა

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა ფერლანდ მენდიმ ამ გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

დღეს, 01:14

გარეთ ბეილი სათადარიგოთა სკამზე დღესაც ერთობა [ფოტო]

ლა ლიგაში მიმდინარეობს საინლა ლიგაში მიმდინარეობს საინტერესო შეხვედრა "გრანადასა" და "რეალს" შორის, რომელსაც მადრიდელები იგებენ.ტერესო შეხვედრა "გრანადასა" და "რეალს" შორის, რომელსაც მადრიდელები იგებენ.

დღეს, 01:12

იუნაიტედმა შინ საუთჰემპტონს ვერ მოუგო და ოთხეულში შესვლის შანსი გაუშვა ხელიდან [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

დღეს, 01:00

არც რონალდუ და არც იმობილე - სერია ა-ს ივნისის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

„ატალანტას" არგენტინელი შემტევი, ალეხანდრო გომესი, იტალიური სერია ა-ს ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 23:17

იუვენტუსმა თვალი მილანის აღზრდილ ნახევარმცველს დაადგა

ტურინის „იუვენტუსი" „სასუოლოს" ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის მიმართ იჩენს ინტერესს, იტყობინება Tuttosport.

გუშინ, 23:13

ფოტოები: სანეს პირველი ვარჯიში ბაიერნში

„ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეროი სანემ, გუნდში პირველი ვარჯიში გამართა.

გუშინ, 22:48

სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა

„მანჩესტერ სიტის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამ ზაფხულს „ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა იქნება, იტყობინება The Guardian.

გუშინ, 22:38

უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:34

ლამპარდი კეპას არ ენდობა და სატრანსფერო ბაზარზე ორი ვარიანტი შეარჩია

ფრენკ ლამპარდს კეპა არისაბალაგასადმი სრული ნდობა მაინც არ დაუბრუნდა, იტყობინება The Athletic.

გუშინ, 20:39

ბართომეუ: "გვაქვს თუ არა ლა ლიგის მოგების შანსი? ტიტული ბოლო 11 წელიწადში 8-ჯერ მოვიგეთ"

„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, მისი გუნდის ლა ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

გუშინ, 20:31

რუსული გრანდი ან ესპანეთი - ტოპ მატჩების შემდეგ, კვარაცხელიას მსურველები გამოუჩნდა

კორონავირუსის შემდეგ განახლებულ სეზონში "რუბინის" ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია.

გუშინ, 20:24

სოლსკიაერი: "მარსიალი-რაშფორდი-გრინვუდის ტრიო? იუნაიტედისთვის ეს ახალი არ არის"

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, გუნდის შემტევ ტრიოზე, მარსიალი - რაშფორდი - გრინვუდზე ისაუბრა.

გუშინ, 19:24

რეალის ყოფილი დირექტორი: "მაქვს შეგრძნება, რომ სიტის პრობლემებს ერთი ფეხბურთელი შეუქმნის"

მადრიდის „რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, „მანჩესტერ სიტისთან" საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:13

სოლსკიაერი: "დე ხეას მანჩესტერიდან გაშვებაზე წამითაც კი არ მიფიქრია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გოლკიპერ დავიდ დე ხეაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:11
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10