Goal.Ge

პლეი-აუტის პირველი მატჩები


პლეი-აუტის პირველი მატჩები

1 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის მატჩები გაიმართა.

ბოლნისის „სიონმა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურა“ მიიღო. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, ქობულეთელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ირაკლი კომახიძემ მეტოქის კარი შორეული საჯარიმო დარტყმით აიღო. ბოლნისელებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს, მე-16 წუთზე დავით სვანაძემ გაიტანა. მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, მე-18 წუთზე გოდვინ კონიეჰამ აჭარლები კვლავ დააწინაურა. „სიონმა“ წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს აღადგინა, 45-ე წუთზე თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. მეორე ნახევარში არმაზ ჯელაძის გუნდმა მესამე ბურთიც გაიტანა და დაწინაურებაც მოახერხა, 72-ე წუთზე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი გიორგი ვასაძემ გაახარა. ქობულეთელები გაშვებულმა გოლებმა არ დააბნია და 84-ე წუთზე კობა შალამბერიძემ მესამედ აიღო მეტოქის კარი. მატჩის ბედიც მალევე გადაწყდა, 85-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრა მოაგებინა. საპასუხო შეხვედრა 6 დეკემბერს ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართება.

პლეი-აუტის მეორე შეხვედრაში ლანჩხუთის „გურიამ“ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გორელებმა გოლის გატანა მეორე ნახევარში მოახერხეს, 56-ე წუთზე თავი კოფი დან კოვამ გამოიჩინა. გატანილი გოლის შემდეგ, 78-ე წუთზე უჩა სოსიაშვილის გუნდმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ლუკა რაზმაძემ სტანდარტი არაზუსტად შეასრულა. „დილამ“ მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა, 83-ე წუთზე მეტოქის კარი რამარიკ ეტოუმ აიღო. საპასუხო მატჩი ასევე 6 დეკემბერს გოლის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სიონი - შუქურა 4:3

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: მერლანი, ფოფხაძე (46’ კობახიძე), ხურცილავა (90’ გიორბელიძე), სვანიძე, თოთაძე, კასრაძე, ძარია, ჯანელიძე (66’ ვასაძე), გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, ვოლკოვი

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, მირცხულავა, ჭეჟია, ჩაჩუა, გურული (80’ საბაძე), კუტალია, კონიეჰა (56’ მამულაშვილი), კომახიძე, ბერიაშვილი (75’ შალამბერიძე), ჯეფინიო

მთ. მწვრთნელი: გია გურული

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ს. სპიცინი, ტ. რუხაია, ჯ. ხორავა, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 40’ ჯანელიძე (სიონი), 44’ ჩაჩუა, 47’ ბერიაშვილი, 59’ ჭეჟია (სამივე შუქურა)

გაძევება: 86’ შალამბერიძე, 86’ მალანია (ორივე სიონი)

გოლები: 0:1 კომახიძე (9), 1:1 სვანიძე (16), 1:2 კონიეჰა (18), 2:2 სიხარულიძე (45), 3:2 ვასაძე (72), 3:3 შალამბერიძე (84), 4:3 სიხარულიძე (85)



გურია - დილა 0:2

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, თევზაძე (80’ ბარბაქაძე), კაბორე, ნოზაძე, ფელიპე, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (68’ იმნაძე), დინიზი

მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, დან კოვა, ქარქუზაშვილი, სამხარაძე (62’ ეტოუ), რაზმაძე, ერისთავი (86’ ჩახვაშვილი), წიქარიძე, ნონიკაშვილი, ელიაური (90’ კალანდარიშვილი)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ი. უკლება, ი. ხერხაძე, დ. სანოძე, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 16’ წიქარიძე, 23’ ელიაური (ორივე დილა), 27’ ნოზაძე (გურია), 30’ ნონიკაშვილი (დილა), 61’, 67’ ჭეიშვილი, 76’ თევზაძე (ორივე გურია), 80’ დან კოვა (დილა)

გაძევება: 67’ ჭეიშვილი (გურია)

გოლები: 0:1 დან კოვა (56), 0:2 ეტოუ (81)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კონორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს:

დღეს, 11:31

ლუკაკუ სანჩესს: "მილანი მანჩესტერზე ლამაზი ქალაქია"

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:22

ობამეიანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება, მაგრამ ერთი პირობით

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

დღეს, 10:56

კიდევ ერთი ჩილელი ინტერს - სანჩესის შემდეგ ვიდალიც?!

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოს არის.

დღეს, 10:44

სანტოსის ექს-პრეზიდენტი: "ნეიმარი რეალზე გიჟდებოდა"

"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:34

მაკგრეგორი: "მინდა ვიყო მსოფლიო ჩემპიონი ვისკის წარმოებაში"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა თავის ბიზნესზე ისაუბრა:

დღეს, 10:26

მუსტაფის ახალი გუნდი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, შკოდრან მუსტაფი ლონდონის "არსენალის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 10:17

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

კლოპი: "ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება სურდა"

ფელიპე კოუტინიო "ბაიერნში" გადასვლას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

რაშფორდმა პოგბა დაიცვა: "პენალტს ყველა აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:00

სარის პნევმონია დაუდგინდა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა.

დღეს, 02:57

პოგბას გაცუდებული პენალტი, მანჩესტერმა პირველი ქულები დაკარგა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩში "მანჩესტერი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ოფიციალურად: ბარსელონას დემბელე 5 კვირით გამოაკლდა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, უსმან დემბელემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: ლიხტშტაინერი ახალ კლუბში გადავიდა

მოგეხსენებათ, გასული სეზონი სტეფან ლიხტშტაინერმა ლონდონის "არსენალში" გაატარა.

გუშინ, 23:59

საქმეში იუვენტუსიც ჩაერთო! - ტურინელთა სუპერ შეთავაზება

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის ამ ზაფხულს შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 23:56

რიბერი დათანხმდა - ფრანგის ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild წერს, ფრანკ რიბერის ახალი კლუბი ცნობილია.

გუშინ, 23:02

ალექსის სანჩესის ტრანსფერის პირობები გახმაურდა

ცნობილი გახდა "მანჩესტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის "ინტერში" ტრანსფერის პირობები.

გუშინ, 22:58

სარის პნევმონია დაუდგინდა - სპეციალისტს მკურნალობა დაუნიშნეს

"იუვენტუსის" მწვრთნელს, მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 22:53

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

გიორგი ხარაიშვილის მორიგი საგოლე გადაცემა შვედეთში.

გუშინ, 22:40

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვა

ტურინის "იუვენტუსმა" ამ ზაფხულს შეძენილი ფეხბურთელის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 22:05

ატლეტიკომ საჩივარი გამოიტანა - ყველაფერი დასრულდა?

როგორც ჩანს, "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონას" აღარ უჩივის.

გუშინ, 21:57

პირველი ოფიციალური შეთავაზება მზადაა, დეტალები ცნობილია - ESPN

"ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენს" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე წინადადება გაუმზადა.

გუშინ, 21:39

გაუპატიურების საქმე: რამდენი გადაუხადა დუმილისთვის რონალდუმ ბრალმდებელს?

მოგეხსენებათ, ამერიკელმა ქალბატონმა, კეტრინ მაიორგამ კრიშტიანუ რონალდუ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

გუშინ, 21:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10