ავტორიზაცია

"მან სიტი" ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ერთვება

"მან სიტი" ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ერთვება
თარიღი 01 მარ 2013, 12:49
როგორც მანჩესტერული გამოცემა Manchester Evening News-ის საიმედო წყაროები იუწყებიან, "სიტი" სერიოზულად განიხილავს ალექსის სანჩესის ტრანსფერის საკითხს. მანჩინის მიაჩნია, რომ თავდახმის ხაზი გასაძლიერებელია, ამიტომ "ქალაქელთა" ერთ-ერთ სატრანსფერო მიზნად სწორედ "ბარსას" შემტევი იქცა. ზაფხულში მანჩესტერელები კატალონიურ კლუბთან კავშირზე გასვლას შეეცდებიან. აქვე დავამატებ, რომ ჩილელი ფეხბურთელით "იუვენტუსი" და "ფიორენტინაა" დაინტერესებული.