Goal.Ge

ბლოგი: 5 დიდი არგენტინელი, რომელზეც თქვენ, შესაძლოა, არასდროს გსმენიათ



ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა უცხოურმა ტაბლოიდმა კითხვა დასვა "Twitter"-ზე, რომლის არსიც საკმაოდ საინტერესო იყო. ხალხს უნდა დაეწერა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო თუ მხედველობაში პელეს, მარადონას, რონალდოს, კრუიფს და ა.შ. არ მოვიყვანთ. ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე გარინჩა გავიდა, პირადად მე ფერენც პუშკაში და გერდ მიულერი დავასახელე. ასევე ბევრმა დაწერა ალფრედო დი სტეფანო. როდესაც კომენტარებს ვათვალიერებდი ვნახე, რომ მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ჰყავდა ნახსენები გილერმო სტაბილე, 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ამის მერე გამიჩნდა იდეა მსგავსი პოსტის დაწერის. დღეს, ფეხბურთის ნებისმიერი არამცოდნეც კი დაასახელებს არგენტინის ისტორიაში 3 ან 5 საუკეთესო ფეხბურთელს. თუ არ ჩავთვლით მოქმედ ფებხურთელებს (მესი, ძანეტიდა ა.შ.), არგენტინის ისტორიაში საუკეთესო ხუთეული იქნება: მარადონა, პასარელა, კემპესი, დი სტეფანო და ბატისტუტა, ხუთივე მართლაც რომ უდიდესი ფეხბურთელი. მაგრამ თუ ამ ხუთეულსაც არ ჩავთვლით, მაშინ ვინ იქნება შემდეგი საუკეთესო ხუთეული? ჰო, აქვე დავწერ: მე არ ვამბობ, რომ ესენი არიან არგენტინის ისტორიაში საუკეთესო 6-10 ფეხბურთელები. უბრალოდ, ხშირად ვუყურებ ყველა ქვეყნის ლეგენდებზე გადაცემას, ამას მოჰყვა სტაბილეს ხსენებაც და ამის გამო ვწერ ზუსტად. ასე, რომ სანამ შესავლით თავი მოგაბეზრეთ, დავიწყოთ. ორესტეს ომარ კორბატა (Omar Oreste Corbatta Fernandez) დავიწყოთ კორბატათი. ზემოთ მე ვახსენე გარინჩა, ამ ფეხბურთელის ზედმეტსახელი კი "არგენტინელი გარინჩა" იყო. ორესტეს ომარ კორბატა 1955 წლიდან 1962 წლამდე (არგენტინული) რასინგის მარჯვენა ფლანგზე ბრწყინავდა, 1962-1965 წლებში კი უკვე ბოკა ხუნიორსში აკეთებდა იმავეს. ამის შემდეგ მან 4 წელი გაატარა კოლუმბიაში, კერძოდ ინდეპენდიენტე მედელინში. ბოლოს, რამდენიმე წლით კვლავ დაბრუნდა არგენტინაში სადაც უფრო დაბალი დივიზიონის გუნდებში თამაშობდა. კორბატა სიმაღლეში 1.65 მეტრი იყო, უფრო დაბალი ვიდრე ლიონელ მესი. კორბატა თამაშობდა ფლანგზე, თანაც ძალიან ფართოდ. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა და რასინგში ყოფნისას 79 გოლი გაიტანა 195 შეხვედრაში, ბოკაში კი სულ რაღაც 18 მატჩში 7-ჯერ დაამწუხრა მეტოქე. ის ფაქტი, რომ ბოკა ხუნიორsში ის გაცილებით ნაკლებს თამაშობდა, არის იმის ბრალი, რომ ამ დროს კორბატამ დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება, რამაც მის საფეხბურთო უნარ-ჩვევებზე უარყოფითად იმოქმედა. სამწუხაროდ, კოლუმბიურმა კლუბმა არ შემოგვინახა მასზე სტატისტიკა, თუმცა ერთი რამაა ცნობილი: დეპორტივო ტოლიმასთან თამაშში, რომელიც ინდეპენდიენტემ 8:3 მოიგო, 5 გოლი სწორედ კორბატამ გაიტანა. "არგენტინელმა გარინჩამ" ორჯერ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი რასინგთან ერთად, ორჯერ ბოკასთან ერთად და, ასევე, ორჯერ მოიგო კოპა სუდამერიკანა (დღევანდელი კოპა ამერიკა) არგენტინის ნაკრებთან ერთად. ეროვნულ გუნდში მან 43 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანა მოახერხა. 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე, რომელიც არგენტინამ კატასტროფულად ითამაშა (ჯგუფში ჩარჩა), კორბატა, შესაძლოა, ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც სამშობლოში ისე დაბრუნდა, რომ მისი რეპუტაცია ხელუხლებელი დარჩა. კორბატამ ბოლო წლები რასინგის ახალგაზრდული კლუბების გაწვრთნაში გაატარა. 1991 წლის 6 დეკემბერს ის დაიღუპა ხორხის კიბოთი, რომელიც მას სწორედ ალკოჰოლმა გაუჩინა. დღეს, ერთ-ერთ ქუჩა, რომელსაც რასინგის სტადიონამდე მივყავართ, სწორედ ომარ ორესტე კორბატას სახელს ატარებს. ადოლფო პედერნერა (Adolfo Pedernera) ალფრედო დი სტეფანო მადრიდის რეალის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. 60-იან თავის თანაგუნდელებთან ერთად აზანზარებდა მთელს ევროპას, მაგრამ რა ხდებოდა მანამ? რატომ იყო რომ დი სტეფანომ რივერ პლეიტში თამაში მხოლოდ 21 წლისამ დაიწყო? როცა, ვთქვათ, მარადონას 21 წლისას, პროფესიონალურ დონეზე, უკვე 5 სეზონი ჰქონდა ჩატარებული. რატომ უჭირდა ასე ძაან ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილ ფებხურთელს პირველ გუნდში მოხვედრა? პასუხი ამ კითხვაზე არის - ადოლფო პედერნერა, ან გუნდი, რომელშიც პედერნერა თამაშობდა. რივერ პლეიტმა 1941, 1942 და 1945 წლებში მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი (მაშინ მხოლოდ ერთხელ ტარდებოდა ჩემპიონატი). ეს გუნდი ითვლება ყვალაზე შემტევად არგენტინის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში."La Maquina"-ს ჟურნალისტის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ ამ გუნდის მთავარმა, შემტევმა ხუთეულმა, მთელი 4 წლის მანძილზე ერთად მხოლოდ 18-ჯერ ითამაშა და არცერთხელ ბოკა ხუნიორსის წინააღმდეგ. ანხელ ლაბრუნა, ფელიქს ლოსტაუ, ხოსე მანუელ მორენო, ხუან კარლოს მუნიოსი და ადოლფო პედერნერა - ეს გვარები რივერ პლეიტის ქომაგთა მეხსიერებაში სამუდამოდ იქნებიან. ამათ შორის, ლაბრუნამ 9-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპონატი და ყველა შემთხვევაში რივერ პლეიტთან ერთად. ამავდროულად, ითვლება არგენტინის "პრიმერა დივიზიონის" ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეორე პოზიციაზეა, მის წინ მხოლოდ, პარაგვაელი არსენიო ერიკოა. პედერნერასაც საკმაოდ ბევრი გოლი გაჰქონდა, თუმცა არა იმდენი რამდენიც ლაბრუნას. მას არც ევალებოდა გოლების გატანა, მისი უმთავრესი დანიშნულება გუნდის თამაშის წარმართვა იყო. პედერნერა გამოსაყოფი კი ზუსტად ამის გამოა. კლუბს გოლის გატანა საერთოდ არ უჭირდა. თუმცა, გოლებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სტილი, რარომელმაც რივერ პლეიტს საშუალება მისცა დომინანტი ყოფილიყო წლების მანძილზე. ეს სტილი პედერნერაზე იყო მორგებული, მის ფუნქციებს ვერავინ იბარებდა. სწორედ ამიტომ მოხვდა ჩვენს ხუთეულში ის და არა, ვთქვათ, ლაბრუნა. როდესაც 1947 წელს პედერნერამ გუნდი დატოვა და ატლანტაში გადავიდა სათამაშოდ, რივერ პლეიტის სამწვრთნელო შტაბმა სასწრაფოდ დააბრუნა დი სტეფანო ურაკანიდან (სადაც იჯარით იყო) და პედერნერას ადგილზე ათამაშა. წარმოიდგინეთ, რამდენად კარგი ფეხბურთელი იყო პედერნერა, რომ მის შემცვლელად რივერ პლეიტს, თვით ალფრედო დი სტეფანო მოევლინა. უგო გატი (Hugo Orlano Gatti) თუ თქვენ გეტყვიან, დამისახელე არგენტინის საუკეთესო მეკარეებიო, ცოტა გაგიჭირდება ბევრი გვარის გახსენება. პირველივე ვინც უნდა დასახელდეს, ალბათ, უბალდო ფილოლია. სწორედ ის იდგა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის კარებში და სწორედ ის დასახელდა იმ გათამაშების საუკეთესო მეკარედ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მას გარანტირებული არ ჰქონდა. მისი კონკურენტი იყო უგო გატი, რომელიც მოიაზრებოდა კიდეც ნაკრების ძირითადის მეკარეთ. 1978 წელს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში, სწორედ ის იცავდა არგენტინის ნაკრების კარს. თუმცა, მუნდიალის დაწყებამდე 1 თვით ადრე მან ტრავმა მიიღო და ამის გამო არგენტინელთა კარში უბალდო ფილოლი დადგა. გატის თავისი დებიუტი (არგენტინული) ატლანტას რიგებში 1962 წელს ჰქონდა. დღეს ეს გუნდი მეორე დივიზიონშია, თუმცა იმ დროს საკმაო ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა. გატი იყო მუჰამედ ალის დიდი თაყვანისმცემელი, ამის გამო ის იზიარებდა თავისი კერპის გემოვნებას და ბაძავდა მოქმედებებში. ასე ცდილობდა ის თავისი თავის სრულყოფას. უგო გატი ცნობილი იყო თავისი ფორმებით, ყოველთვის სხვადასხვა ფერის მაისური ეცვა და თავზეც, სულ სხვადასხვა ფერის ბენდენა ეკეთა. 1964 წელს ის, ფილოლის მომავალი გუნდის, რივერ პლეიტის ფეხბურთელი გახდა. იქ მისი კარიერა არ აეწყო და რივერიდან ჯერ ხიმნასია ლა პლატაში გადავიდა, სადაც უკეთესი სეზონები ჰქონდა. ხიმნასიადან ის უნიონ სანტა ფემ წაიყვანა და აქ უკვე თავისი კარიერის პიკს აღწევდა. საბოლოოდ ის, არც მეტი არც ნაკლები, ბოკა ხუნიორსმა გადაიბირა. თქვენი აზრით, რამდენი კაცი გაბედავდა რივერ პლეიტის მაისურის მორგების შემდეგ ბოკა ხუნიორსის მაისურის მორგებას? ბოკამდე, რივერ პლეიტში ის ამადეო კარისოს შემცვლელი იყო, რის გამოც ბევრი არ უთამაშია. ხიმნასიაში ძირითადის მეკარე გახდა და ამის გამო ის, იმ დროს უკეთესმა გუნდმა, უნიონ სანტა ფემ გადაიბირა. მისი კარგი თამაში შეამჩნიეს ბოკას ხელმძღვანელებმა და საბოლოოდ მოხვდა კიდეც იქ, სადაც არაერთი ტიტული მოიგო. სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ ზედიზედ "ლიბერტადორესის თასი" მოიგო და ასევე "საკონტინენტთაშორისო თასი". ამ ყველაფრის გარდა, მოხდა ერთი დასამახსოვრებელი ფაქტი. ერთ-ერთ მატჩში, მას შემდეგ რაც მან მეტოქე გუნდის შეტევა შეაჩერა, დაიწყო დრიბლინგი, მივიდა მოედნის ცენტრამდე და თანაგუნდელს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. უგო გატი რეკორდსმენია არგენტინის "პრიმერა დივიზიონში" ჩატარებული მატჩების მხრივ (775). ასევე რეკორდსმენია "პრიმერა დივიზიონში" მოგერიებული 11 მეტრიანების მხრივ (26). თუმცა, ამდენივე პენალტი აქვს აღებული, მის კონკურენტ, უბალდო ფილოლისაც. და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, მაშინ გეტყვით, რომ 1976 წელს მან გამონახა დრო და მუსიკალური ალბომი ჩაწერა... რიკარდო ბოჩინი (Ricardo Enrique Bochini) ამ ფეხბურთელის გვარი არგენტინის, განსაკუთრებით ინდეპენდიენტეს, ქომაგებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "ელ ბოჩას" ინდეპენდიენტეს მთავარი მეტოქის, რასინგის ქომაგებიც კი აღიარებენ და პატივს სცემენ. ინდეპენდიენტე "ლიბერტადორესის თასის" ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია. "წითლებმა" ის 7-ჯერ მოიგეს, აქედან 4-ში კი დიდი წვლილი სწორედ ბოჩინიმ შეიტანა. რიკარდო ბოჩინის 20 წლიანი კარიერა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ისიც და თავისი ოჯახის სხვა წევრებიც სან ლორენცოს ქომაგები იყვნენ, ოცივე წელი ინდეპენდიენტეში გაატარა. "ლიბერტადორესის" 4 თასის გარდა, "ელ ბოჩამ" 4-ჯერ მოიგო არგენტინის "პრიმერა დივიზიონი" და ორი "საკონტინენტთარისო" თასიც. ახლა, მისი სახელობის ქუჩაა "Estadio Libertadores de America"-ს მახლობლად და ამავე სტადიონზე, ერთ-ერთ სტენდს, სწორედ მისი სახელი ჰქვია. ბოჩინიმ სახელი გაითქვა შორეული, უძლიერესი დარტყმებით. თუმცა, რაც მისი თამაშიდან რაც ყველაზე დასამახსოვრებელია არის საგოლე გადაცემები. მის პასს შეეძლო ყველაზე კარგად დაკომპლექტებული და შეთამაშებული დაცვის ხაზიც კი "გაებითურებინა". მისი გადაცემების შემდეგ, თანაგუნდელები, უმეტეს შემთხვევებში, მეკარესთან პირისპირ რჩებოდნენ. მან მოახერხა და ინდეპენდიენტეს ქომაგების და ახალგაზრდულ სკოლაში მყოფი ბავშვების კერპი გახდა. გულშემატკივრებმა ის კლუბის არსებობის ისტორიაში, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თან ეს იმ დროს როცა, ჩემს მიერ ზემოთხსენებული, "პრიმერა დივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირი - არსენიო ერიკო, სწორედ ინდეპენდიენტეში თამაშობდა. ბოჩინი, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ პრესა მწვრთნელს რივერ პლეიტის გამთამაშებლის - ნორბერტო ალონსოს თამაშს თხოვდა. არადა, ალონსომ ტრავმა მიიღო და ვერც მან ითამაშა მუნდიალზე. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოჩინი არც გამოუძახებიათ, არადა სწორედ ამ დროს იყო ის თავისი ფორმის პიკში. 1986 წელს კი, ის ნაკრებში წაყვანილი იყო დიეგო მარადონას მოთხოვნით, რომელიც ბოჩინის უდიდეს თაყვანისმცემლად ითვლება. "ელ ბოჩამ" რამდენიმე წუთი ითამაშა ნახევარ-ფინალში ბელგიის წინააღმდეგ, სადაც მან ხორხე ბურუჩაგა შეცვალა. რობერტო პერფუმო (Roberto Perfumo) ჩემი ხუთეულის ბოლო ფეხბურთელი არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი - რობერტო პერფუმოა. ისინი, ვინც დღეს იწყებენ არგენტინის ნაკრების ქომაგობას, გაკვირვებულები იქნბიან როგორ შეიძლება გუნდს ჰყავდეს ამდენი უმაღლესი დონის შემტევი და ასეთი სუსტი დაცვა. შორეულ 70-იანებში კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო. პერფუმომ თავისი ახალგაზრდული კარიერა დაიწყო რივერ პლეიტში, თუმცა შემდეგ რასინგში გადავიდა და რასინგშივე ჩაატარა პირველი მატჩი პროფესიონალურ დონეზე. ეს პირველი მატჩი კი ზუსტად იმ წელს ითამაშა, რომელ წელსაც (ზემოთხსენებული) ომარ ორესტე კორბატა ბოკა ხუნიორსში გადავიდა. რასინგში პერფუმომ 10 წელი გაატარა. კლუბთან ერთად ერთხელ გახდა "პრიმერა დივიზიონის" გამარჯვებული, ასევე მოიგო "ლიბერტადორესის" თასი 1967 წელს. ამავე წელს პერფუმომ რასინგთან ერთად მოიგო "საკონტინენტთაშორისო" თასი და პირველად ქვეყნის სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, არგენტინული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1971 წელს ის ბრაზილიაში, კერძოდ კრუზეიროში გადავიდა სათამაშოდ, სადაც სამჯერ მოიგო მინას-ჟერაისის შტატის ჩემპიონატი და ერთხელ შტატის თასი. 3 წლის შემდეგ ის დაბრუნდა სამშობლოში და თავისი ახალგაზრდობის პირველ გუნდში, რივერ პლეიტში ჩაირიცხა. რივერ პლეიტში მან 3 სეზონი გაატარა და სამივეჯერ ქვეყის ჩემპიონი გახდა. არადა, მის კლუბში მისვლამდე, რივერ პლეიტს მთელი 18 წელი არანაირი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. პარფუმო იყო მთავარი მოქმედი პირი არგენტინის დაცვაში 1966 და 1974 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე. 1970 წელს გუნდი საერთოდ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინი გადამწყვეტ მატჩში, პერუს ყველა დროის უძლიერეს გუნდთან, დამარცხდნენ. რომ შევაჯამოთ, მან სულ 9 გუნდური ტიტული მოიგო. ვერავინ ვერ იტყვის, რომ რომელიმე ამ ჯილდოს ის დაუმსახურებლად ფლობს. ამას დამატებული 37 კეპი არგენტინის ეროვნულ გუნდში. თანაგუნდელები მას აფასებდნენ, როგორც "უკიდეგანოდ თავდაჯერებულს". სწორედ ეს თავდაჯერებულობა აგებინებდა მას ჯერ მატჩებს და შემდეგ ტიტულებს. ავტორი: ლექსო თედელური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10