ავტორიზაცია

კობი ბრაიანტი: "ტიკი-ტაკაში მესი უკეთესია, უხეშ თამაშში რონალდუ"

კობი ბრაიანტი: "ტიკი-ტაკაში მესი უკეთესია, უხეშ თამაშში რონალდუ"
თარიღი 24 Dec 2016, 03:19
ყოფილმა ამერიკელმა კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა.

38 წლის ამერიკელი ამბობს, რომ არგენტინელისა და პორტუგალიელის შედარება მარტივი არ არის.

"სიმართლე გითხრათ, მე პირადად "ბარსელონას" თამაშის ყურება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე "რეალის".

რაც შეეხება მესისა და რონალდუს, მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა რთულია. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტული გულშემატკივარი როგორი ტიპის თამაშს ანიჭებს უპირატესობას.

მაგალითად, ვისაც ტიკი-ტაკა მოსწონს, რა თქმა უნდა, მესის ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ვისაც აგრესიული ფეხბურთი მოსწონს, კრიშტიანუ რონალდუ იქნება მისი ფავორიტი.

მე ვისი ფანი ვარ? მე ყოველთვის "მილანის" ფანი ვიყავი. ჩემი ფავორიტი მარკო ვან ბასტენი იყო", - განაცხადა კობი ბრაიანტმა.