ბათუმის დინამო ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბათუმის დინამო ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა


ბათუმის დინამო ორ ფეხბურთელს დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბი ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა, ბახტიარ გაბდოლინმა და ლაზარ მარინოვიჩმა დატოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

21 წლის ყაზახმა გაბდოლინმა "დინამოს" რიგებში 1 მატჩი ჩაატარა. მას ქართულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა.

ხოლო რაც შეეხება, სერბ შემტევ ლაზარ მარიანოვიჩს, მან "ზღვისპირელების" მაისური 10-ჯერ მოირგო და 1 გოლის გატანა მოახერხა. მარიანოვიჩი ქართულ გუნდს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.

წყარო: ბათუმის "დინამოს" პრესსსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები