ავტორიზაცია

"რეალი" "ეტიჰადზე" ივარჯიშებს

"რეალი" "ეტიჰადზე" ივარჯიშებს
თარიღი 02 მარ 2013, 00:26
მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური გასამართი შეხვედრისთვის "მანჩესტერ სიტის" სტადიონზე მოემზადება. "ცისფრებმა" "თეთრებს" დართეს ნება მათი სტადიონი გამოიყენონ, როდესაც ისინი ინგლისში ჩაფრინდებიან. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ამ არენაზე მიმდინარე სეზონში უკვე იასპარეზა, როდესაც "ბლანკოსი" "მან სიტის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდა და ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ემიუსა" და "რეალის" დაპირისპირება 5 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. წყარო: Football Espana