Goal.Ge

ბლოგი: საუკეთესოები საუკეთესოთა შორის



ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ სტატია ეხება დღეისათვის სამ საუკეთესო ფეხბურთელს: ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს და ფრენკ რიბერის. წლიდან წლამდე თანამედროვეობის ეს მონსტრები გიჟურ ფეხბურთს აჩვენებენ. რა თქმა უნდა, თუ გქვია ნეიმარი, ინიესტა ან ჩავი, თამამად შეგიძლია იამაყო, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ წელს მთელი ყურადღება სწორედ ზემოთ აღნიშნულ ფეხბურთელებზეა მიპყრობილი. "დასკვნა ასე ადრე რატომ გამოგაქვთ? რატომ მაინცდამაინც ეს სამი ფეხბურთელი?" - იკითხავთ თქვენ - "თავად შეხედეთ" - გიპასუხებთ. საქმე იმაშია, რომ დეკემბრამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩია გასამართი, შიდა ჩემპიონატებში კი ლიდერთა ჯგუფები უკვე გამოიკვეთა. ამრიგად, რატომ არ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები ახლავე? ამასთანავე, გულახდილად რომ ვთქვა, ვერ ვხედავ იმ ფეხბურთელს, რომელიც ამ სამეულს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ოქროს ბურთისთვის. დავუბრუნდეთ ჩვენს სამეულს. მთავარი პირადი პრიზი შესაძლოა ლეო მესის ხელიდან გამოეცალოს. ფრენკ რიბერის შანსები ძალიან დიდია, ისე როგორც არასდროს. თუ "ბაიერნის" შარშანდელ საჩემპიონო გზას გავიხსენებთ, ბევრი წამოიძახებს: "სად ხედავთ ინტრიგას? რიბერი საუკეთესოა" და წერტილს დაუსვამს ყველაფერს. ვინც "ბარსელონას" ან მესის მიმართ ანტიპატიურად არიან განწყობილნი, ისინიც დიდი ალბათობით მხარს რიბერის დაუჭერენ. ზოგიც იტყვის - "რა ჩემს ფეხებს იზამდა მესი ჩავის და ინიესტას გარეშე?", ყველაზე პოპულარული ფრაზა კი მაინც ალბათ ესაა - "ბარსამ" კიდევ ერთხელ მოისყიდა უეფა და ფიფა, ყველაფერი ჩაწყობილია. საერთოდ, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ყურებას რა აზრი აქვს, ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილია." შეიძლება ცოტათი გადავამეტე, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ასე ფიქრობს. ამრიგად, ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ, რომ ოქროს ბურთი არ თამაშდება მხოლოდ გუნდური წარმატების გამო. პირველ რიგში, ეს ტიტული ინდივიდუალური დამსახურებისთვისაა. ფრენკ რიბერი 2012-2013 სეზონი (ყველა ტურნირი) - 13 გოლი, 21 ასისტი 467827-01-02[1] საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლის პრეტენდენტების სია ოქტომბრის ბოლოს იქნება ცნობილი (ცერემონია იანვარში გაიმართება), თუმცა რიბერიმ უკვე მოიპოვა ძალიან დიდი მხარდაჭერა. "ვინ უნდა მიიღოს ოქროს ბურთი თუ არა რიბერიმ?" - აცხადებს "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი. კარლ-ჰაინც რუმენიგეც დარწმუნებულია, რომ მესის ჰეგემონია დასრულდება: "ჩვენ ბევრი გამარჯვება და ჯილდო მოვიპოვეთ. ამ მხრივ ეს ბრწყინვალე წელი იყო, დაე წვეულება გაგრძელდეს. ვფიქრობ, რიბერი ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ტიტულს." "ფრენკმა "ბაიერნთან" ერთად ოთხი ტიტული მოიგო, გესმით?!" - ხელებს ცისკენ იშვერს დიდიე დეშამი. "ძალიან იშვიათობაა, როდესაც ფეხბურთელი წელიწადში ამდენ ტიტულს იგებს." მადრიდის "რეალში" მომუშავე ზინედინ ზიდანმაც შეაქო თანამემამულე: "კრიშტიანუ რონალდუ და რიბერი ოქროს ბურთს იმსახურებენ. თუმცა, მაინც რიბერის გავამარჯვებინებდი, პირველ რიგში მოგებული ტიტულების გამო. პრობლემა ისაა, რომ არსებობს მესიც, რომელსაც 69 გოლი აქვს გატანილი." ფრანგ ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს ერიკ კანტონამ და მიშელ პლატინიმაც. აგვისტოს ბოლოს რიბერი 2013 წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი გახდა უეფას ვერსიით. გამოკითხვის მიხედვით "ბაიერნელმა" 36 ხმა მიიღო, მესიმ 13, რონალდუმ 3. სწორედ ამ ფეხბურთელებს შორის გაიმართება ბრძოლა იანვარშიც. კრიშტიანუ რონალდუ 2012-2013 სეზონი (ყველა ტურნირი) - 59 გოლი, 12 ასისტი 904775-15093131-640-360[1] ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, თავისი მოსაზრება გამოთქვა ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ. "ფეხბურთის თვალსაზრისით მესის გამოვყოფდი, მაგრამ წარმატების თვალსაზრისით რონალდუმ დაიმსახურა ოქროს ბურთი." "ახლა პორტუგალიაში სრულიად სხვა შეკითხვა აწუხებთ." - ამბობს O Jogo-ს ჟურნალისტი კარლუშ გუვეია. "რონალდუმ ახლახანს ეუსებიოს გადაასწრო ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში. ახლა ყველა იმას განიხილავს, თუ ვინ არის პორტუგალიის ყველაზე დიდი ფეხბურთელი - რონალდუ თუ ეუსებიო." ლიონელ მესი 2012-2013 სეზონი (ყველა ტურნირი) - 69 გოლი, 15 ასისტი 630lionelmessi[1] გერმანიის და საფრანგეთის გარეთ რიბერის ვარიანტს სერიოზულად არ განიხილავენ. eurosport.de-ს გერმანელი რედაქტორის განცხადებით, კრიშტიანუს და მესის თავიდან ამოგდება შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც თუ კი ისინი სეზონს ჩააგდებენ, მათ ხმას მაინც მისცემენ. "ჟურნალისტებს შორის დამოუკიდებელი კვლევა ჩავატარეთ" - ამბობს რაიხარდტი. "გამოკითხვის მიზანი - გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. 10-დან 8 ქვეყანაში მესიმ გაიმარჯვა. შემდეგ მოდიოდნენ რონალდუ, ინიესტა და ბეილი. "ბაიერნის" საუკეთესო ფეხბურთელად შვაინშტაიგერი აირჩიეს - მან მე-8 ადგილი დაიკავა. რიბერი კი მე-9 აღმოჩნდა. ესპანეთში მცხოვრები ალექსანდრ მოსტოვოი მესი-რიბერის შედარებისას მხოლოდ იღიმის. "რიბერიმ მიიღო პრიზი უეფასგან, რაც სრულიად საკმარისია. ფრანგის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ის მაინც ვერ აღწევს არგენტინელის დონეს." - ამბობს მოსტოვოი. "აქამდე დიდი როლს თამაშობდა ტიტულები, თუმცა მესის გამოჩენის შემდეგ ხალხმა ხმის მიცემის პრინციპი შეცვალა." - აცხადებს AS-ის ჟურნალისტი. სტატიის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ სტატისტიკური მონაცემები. titul სტატია მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10