ავტორიზაცია

6 წლიანი ისტორია დასრულდა — ტეო ერნანდესმა მილანი დატოვა

6 წლიანი ისტორია დასრულდა — ტეო ერნანდესმა მილანი დატოვა
თარიღი 07 Jul 2025, 14:13
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, ტეო ერნანდესი მილანს ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელს ალ ჰილალში უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. მილანი აღნიშნული ტრანსფერიდან 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი როსონერიში 2019 წლიდან ასპარეზობს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 262 შეხვედრაში 34 გოლთან ერთად 45 ასისტი გაიფორმა.