ავტორიზაცია

ჰუმელსმა შეიძლება "შახტართან" ვერ ითამაშოს

ჰუმელსმა შეიძლება "შახტართან" ვერ ითამაშოს
თარიღი 01 მარ 2013, 12:44
შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის წინ მატს ჰუმელსს გრიპი შეეყარა. ჯერჯერობით უცნობია მისი გამოჯანმრთელების ვადები, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფეხბურთელი დორტმუნდელებს ბუნდესლიგის უახლოეს ტურში ვერ დაეხმარება. "ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს, მაგრამ ყველაფერი სწრაფად არ ხდება" , -ასეთი კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა. შანსი იმისა, რომ ჰუმელსი "შახტართან" მოედანზე იქნება იმაზე დიდია, ვიდრე გერმანიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში მისი მონაწილეობა, თუმცა ბევრად არა. მოსალოდნელია, რომ გერმანელს სასტარტოში ფელიპე სანტანა შეცვლის. ეს უკანასკნელი ბოლო დროს არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. წყარო: Kicker