ეროვნული ჩემპიონატი: IX ტურის შეჯამება



საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის ყველა მატჩი კვირას, 20 ოქტომბერს გაიმართა. უხვგოლიანი შეხვედრები ვიხილეთ თბილისსა და რუსთავში, 3 მატჩში კი ერთნაირი ანგარიში, 1:1 დაფიქსირდა. თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. დედაქალაქელების მიერ გატანილ 6 გოლს საჩხერელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და რომ არა კვარაცხელიას ავტო გოლი, შეიძლებოდა სტუმრებს გოლი ვერც გაეტანათ. აღსანიშნავია, რომ, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ კვლავ გაიფორმა ჰეთ-თრიკი. რუსთავქალაქობაზე თავიანთ ქალაქს კარგი საჩუქარი გაუკეთეს "მეტალურგის" ფეხბურთელებმა. "ფოლადზე" მასპინძლებმა "მერანის" კარი 6-ჯერ აიღეს. მარტვილელებმა ერთადერთი გოლის გატანა 25-ე წუთზე მოახერხეს. თავი შოთა ბაბუნაშვილმა გამოიჩინა. წინა ტურში მცხეთაში წაგებული მატჩის შემდეგ, რუსთაველებმა კარგი რეაბილიტაცია მოახდინეს. "ზესტაფონმა" ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ შინ ქულა აიღო. მასპინძLებმა მე-16 წუთზე საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გოლად აქციეს - სანდრო გურულის ჩაწოდების შემდეგ საბა ლომიამ "ვიტელთა" კიპერს თავით გაუტანა. თუმცა ტაიმის მიწურულს წონასწორობა ისევ სტანდარტული მდგომარეობიდან აღდგა. 39-ე წუთზე მიზანს ლაშა კასრაძის ზუსტმა თავურმა მიაღწია. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. გორის "დილამ" შინ ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერის "ზუგდიდის" დამარცხება ვერ შეძლო. ანგარიში 33-ე წუთზე მოდებაძემ გახსნა, მაგრამ 77-ეზე სიხარულიამ წონასწორობა აღადგინა. გორელთა ბანაკში დიდი არეულობაა. კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გიორგი დევდარიანი გაათავისუფლეს. როდის შეძლებს "დილა" ფეხზე წამოდგომას, უცნობია. "დილას" ძლევის შემდეგ, მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში ლანჩხუთის "გურიამ". გურულებმა ამჯერად ცხინვალის "სპარტაკი" დაჯაბნეს. გამარჯვების მომტანი გოლი ვილი ისიანმა 61-ე წუთზე შეაგდოო. დაუგეგმავი ფრე ითამაშა "ტორპედომ" "სიონთან". ქუთაისელები მატჩის აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ფაქტობრივად წაგებული თამაშის მობრუნება მოუხდათ. საბოლოო შედეგი, 1:1. მეტალურგი 6:1 მერანი გოლები: კაკუბავა 4, გეწაძე 9, ფიფია 15, რაზმაძე 28, კირკიტაძე 89, საჯაია 90 - ბაბუნაშვილი 25 დილა 1:1 ზუგდიდი გოლები: მოდებაძე 33 - სიხარულია 77 სპარტაკი 0:1 გურია გოლი: ისიანი 61 ტორპედო 1:1 სიონი გოლები: სამხარაძე, 25 - საბანაძე, 40 ზესტაფონი 1:1 ვიტ ჯორჯია გოლები: ლომია 16 - კასრაძე 38 დინამო 6:1 ჩიხურა გოლები: ჩისკო 1, 35, 60, დვალი 56, 76, ძარია 61 - კვარაცხელია 14 (ავტო გოლი) cxrili ბომბარდირები: დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა)- 7, დორინ გოგა(დინამო)- 6, მოდებაძე (დილა) - 6, ჩისკო და ჯაბა დვალი (ორივე დინამო) - 4, ირაკლი ქობალია (ზესტაფონი) -4, გიორგი კორიფაძე და ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე ვიტ ჯორჯია) - 4. ფოტო: fcdila.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გია ცეცაძე: "ჩემს ფეხბურთელს ხელით შეეხონ? - ამას არავის ვაპატიებ და ხვალაც ასეთი რეაქცია მექნებოდა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გადაცემაში "ბურთი და მოედანი" კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:42

დორტმუნდის მწვრთნელი: "წარმოუდგენელი რამ მოხდა"

"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიან ფავრემ "პადებორნთან" ნათამაშები 3:3 მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:32

იაშვილი: " ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთა ლიგის ფინალს, გასვლის შემთხვევაში საქართველო უმასპინძლებს.

დღეს, 03:08

გვარდიოლა: "რატომ ფიქრობთ, რომ აქ ბედნიერი არ ვარ?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მის წასვლაზე თქმულ ჭორებს გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

ლამპარდმა მოურინიო გააკრიტიკა: "მან ტყუილი თქვა"

მოურინიოს "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ, სკანდალები დაიწყო, ამჯერად, ფრენკ ლამპარდთან.

დღეს, 03:01

კლოპი შაქირიზე: "რატომ უნდა ვისაუბრო ისეთ თემებზე, რაც არ მაინტერესებს?"

არის საუბრები, რომ უთამაშებლობის გამო, შვეიცარიელი შემტევი ხერდან შაქირი "ლივერპულს" დატოვებს.

დღეს, 02:56

როდის დაუბრუნდება კრიშტიანო რონალდუ მოედანს?

მაურისიო სარიმ დადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდუ "ატალანტასთან" მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 02:52

სილვა: "ფაბინიოს მსგავსად, გუნდში მასაც ადაპტაცია სჭირდება"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოისე კინმა "იუვენტუსი" დატოვა და "ევერტონს" მიაშურა.

დღეს, 02:49

სიტისთან მატჩში ჩელსის ლიდერი უბრუნდება

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:44

პსჟ-მ იკარდის და დი მარიას გოლებით მოიგო - ნეიმარი დაბრუნდა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "პსჟ"-სა და "ლილს" შორს, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

დღეს, 02:13

როისმა დორტმუნდი სირცხვილს გადაარჩინა [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგაში გაიმართა უხვგოლიანი და დრამატული მატჩი "დორტმუნდსა" და "პადერბორნს" შორის.

დღეს, 02:00

"მან რეალი კიდევ უფრო დიდ კრახს გადაარჩინა", - რონალდომ მადრიდში ფავორიტი მოთამაშე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდომ, მადრიდის "რეალში" ფავორიტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 00:13

ლამპარდმა დაასახელა გუნდი, რომელსაც არასდროს გაწვრთნის

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა დაასახელა გუნდი, რომელსაც ის არასდროს ჩაუდგება სათავეში:

გუშინ, 23:56

მოურინიომ ტოტენჰემში პირველი ფეხბურთელი აითვალწუნა

Daily Mail-ის თანახმად, ცნობილია პირველი ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც "ტოტენჰემს" იანვარში დატოვებს.

გუშინ, 23:41

"იქაურობა ძალიან მიზიდავს", - სუარესმა მომავალი გუნდი უკვე შეარჩია?

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:33

კვირას ჩემპიონთა თასზე სამ ბორჯღალოსანს ვიხილავთ

კვირას ჩემპიონთა თასის მეორე ტურის უკანასკნელ მატჩში ფრანგული "მონპელიე" ინგლისურ "გლოსტერს" უმასპინძლებს.

გუშინ, 23:20

რივალდო აჭარაბეთის ფილმში ლევან მჭედლიძესთან ერთად გამოჩნდება

როგორც გახსოვთ, ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რივალდო, თბილისში ჩამოვიდა და როგორც გაირკვა,

გუშინ, 23:03

დიდი 10: ვიცე-ჩემპიონმა რუსთავში ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10-ის პირველი წრის ბოლო ტური შარშანდელი ფინალისტების მატჩით გაიხსნა.

გუშინ, 22:36

ბარსელონამ ზაფხულისთვის სატრანსფერო პრიორიტეტები შეარჩია

"ბარსელონაში" იმ პოზიციებში გაერკვნენ, რომელთა გაძლიერებასაც ზაფხულში გეგმავენ.

გუშინ, 22:11

ბონუსი, რომელსაც მოურინიო ტოტენჰემის ჩლ-ზე გაყვანის შემთხვევაში მიიღებს

შეგახსენებთ, მოურინიო "ტოტენჰემის" თავკაცად 20 ნოემბერს ოფიციალურად დაინიშნა.

გუშინ, 22:06

გვარდიოლამ მოურინიოს ტოტენჰემში დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

"სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:03

კონტემ სექსთან დაკავშირებით ფეხბურთელებს რამდენიმე რჩევა მისცა

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:46

კლოპი მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ეხმაურება

მოგეხსენებათ, მოურინიო "ტოტენჰემის" მწვრთნელი ოფიციალურად 20 ნოემბერს გახდა.

გუშინ, 21:37

სოლსკიაერი: "საერთოდ არ მანაღვლებს, რომ პოჩეტინო თავისუფალია"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა "ტოტენჰემიდან" მაურისიო პოჩეტინოს წასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:33

აბრამოვიჩმა ჩელსის პოტენციურ მყიდველებს პასუხი შეუთვალა

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

გუშინ, 21:25

პრესამ რონალდუს და ჯორჯინას ქორწილის დეტალები გაასაჯაროვა

პრესამ კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწინების დეტალები გაარკვია.

გუშინ, 21:22

ტერიმ ისაუბრა, თუ რატომ ვერ ათამაშდნენ სალაჰი და დე ბრუინი ჩელსიში

"ჩელსის" ექს-მცველმა, ჯონ ტერიმ მოჰამედ სალაჰსა და კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.

გუშინ, 20:41

დიდი ტრავმიანობა - სიმეონეს მწყობრში მხოლოდ 16 ფეხბურთელი ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:33

კონტე: "ლუკაკუ და ლაუტარო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან"

"ინტერის" მწვრთნელმა რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის როლზე ისაუბრა.

გუშინ, 20:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10