ზუგდიდელთა მზადების მეორე ეტაპი დასრულდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზუგდიდელთა მზადების მეორე ეტაპი დასრულდა


ზუგდიდელთა მზადების მეორე ეტაპი დასრულდა

ზუგდიდელთა მზადების მეორე ეტაპიც დასრულდა. ისინი პირველ საკონტროლო შეხვედრას, ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული მატჩი "ბაიას" ბაზაზე გაიმართება.

ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ორჯერადი ვარჯიშებით საკუთარ ფეხბურთელებთან ადგილზე საწვრთნელი პროცესი დაასრულა. გუნდი ახალი ფორმაციით აგრძელებდა მზადებას და მიმართულება იგივე რჩება, თუმცა, შესაძლოა, ზუგდიდელთა რიგებში გამოცდილი ფეხბურთელებიც ვიხილოთ. შეროზიას განკარგულებაში უკვე უკრაინელი ლეგიონერებიც გამოჩნდნენ.

საუბარია აგრეთვე, გუნდში გამოცდილი გოლკიპერის მოწვევაზე, რომელიც სავარაუდოდ, ზუგდიდელთა რიგებს, ურეკში დაგეგმილ 12-დღიან შეკრებაზე შეურთდება.

ზუგდიდელები შეკრებას ურეკში, კვირის ბოლოსთვის იწყებენ და ისინი 12 დღის განმავლობაში, სასტუმრო "კოლხიდაში" დაბინავდებიან. ხვალინდელ შეხვედრას მცირე ტრავმების გამო, ბექა გაბედავა, საბა ფიფია და ნიკა ლაშხია გამოაკლდებიან.

ზუგდიდი - შუქურას საკონტროლო მატჩი, ხვალ ოთხშაბათს, 8 თებერვალს, "ბაიას" ბაზაზე 13:30 საათზე დაიწყება.

ფოტო / წყარო: ს.კ "ზუგდიდის" პრესსამსახური
ასევე იხილეთ თემაზე:
ზუგდიდი შუქურა ზუგდიდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები