დინამომ ვოლინი გაანადგურა


დინამომ ვოლინი გაანადგურა

დინამო თბილისმა ზამთრის მეორე შეკრებაზე პირველი სპარინგ მატჩი ჩაატარა, გუნდს კი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა- კახა კაჭარავამ უხელმძღვანელა.

თბილისელებს მეტოქეობა უკრაინულმა ვოლინმა გაუწია, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ მეათე ადგილზე იმყოფება. შეხვედრა დინამოელებმა საწყისი წუთებიდან აქტიურად დაიწყეს და უკვე მეცხრე წუთზე მატჩის პირველი გოლიც გაიტანეს. ლამაზი კომბინაცია გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა. საგოლე გადაცემა კი ბაჩანა არაბულმა ჩაიწერა თავის ანგარიშზე. 5 წუთში თბილისელებს მეორე გოლის გატანა მართებდათ, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა. ცოტახანში საბა ლობჟანიძემ იაქტიურა, მის დარტყმულს კი სიძლიერე დააკლდა და ბურთი მეტოქე მეკარის ნადავლი გახდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ასევე ბაჩანა არაბულს შეეძლო ორჯერ თავის გამოჩენა. მატჩის მეორე ნახევარი დინამოელებმა შეცვლებით განაახლეს.

მოედანზე გიორგი ზარია, ოთარ კვერნაძე, საბა თავაძე, დავით კობოური, გია ჩადუნელი, ლაშა სალუქვაძე და ნიკა ნინუა შემოვიდნენ. ტაიმი განახლდა თუ არა ვოლინის ფეხბურთელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, საბოლოოდ დიდეიკოს დარტყმული ბურთი ჩვენი კარის ძელმა მოიგერია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ოპონენტის მიერ შესრულებული ყველაზე სახიფათო მომენტი ჩვენს კართან. ხუთიოდე წუთში უკვე ბექა მიქელთაძის და გიორგი ზარიას აქტიურობა აღინიშნა. ორივე შემთხვევაში ბურთი მცირედით აცდა კიჩაკის კარს. საპასუხოდ დურიკმა იაქტიურა, მომენტი კი ლიტოვჩენკომ განმუხტა. 65- და 66- ე წუთებზე დინამოელებმა ორი გოლი გაიტანეს ვოლინის კარში და ფაქტიურად მატჩში გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვიეს. ორივე შემთხვევაში გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა, ასისტენტობა კი ოთარ კიტეიშვილმა და ბექა მიქელთაძემ გაუწიეს. ამ უკანასკნელმა 73- ე წუთზე ტექნიკური და ძლიერი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. მომდევნო სპარინგს თბილისელები 17 თებერვალს ასევე უკრაინულ გუნდთან, დონეცკის ოლიმპიკთან გამართავენ.

დინამო 4:0 ვოლინი
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი 9’ 2:0 კვერნაძე 65’ 3:0 კვერნაძე 66’ 4:0 მიქელთაძე 73’

დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, თოთაძე, გველესიანი, ლუკიჩი, ქარდავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, არაბული
ვოლინი: კიჩაკი, რომანიუკი, გოროპევშეკი, ნიკიტიუკი, ზადერედკი, ჩეპელიუკი, ლოშიუკი, დურიკი, მემეშევი, დიდეიკო, პეტროვი
ასევე იხილეთ თემაზე:
თბილისის დინამო ვოლინი შეკრება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პელე: "იმედია, რონალდუს ძალ-ღონე ეყოფა და ჩემ 1283-გოლიან ნიშნულს მიაღწევს"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, გამოთქვა იმედი, რომ „იუვენტუსის“ შემტევი მის 1283-გოლიან ნიშნულს გააუმჯობესებს.

დღეს, 11:40

რამოსი: "ყველაფერი, რასაც ბეილზე ვიტყვი, ნეგატივს გამოიწვევს"

მადრიდის „რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, უელსელ თანაგუნდელზე საუბარი არ ისურვა.

დღეს, 11:35

ვერნერი: "ლევანდოვსკის დონეზე ახლა მხოლოდ ერთი ან ორი ფეხბურთელი თუ თამაშობს"

გერმანული „ლაიპციგის“ შემტევმა, ტიმო ვერნერმა, რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 11:30

პოგბა ისევ ყოფილ გუნდში დაბრუნდება? იუვენტუსის სპორტული დირექტორი მანჩესტერში შენიშნეს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, მანჩესტერში შენიშნეს.

დღეს, 11:26

რაკიტიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა და 45 მილიონი ევრო გაამზადა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, შესაძლოა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 11:22

რონალდუ VS მესი: ჰეთ-ტრიკების ბრძოლაში პორტუგალიელმა ლიდერობა გაზარდა

პორტუგალიამ ლიეტუვა გაანადგურა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მეცხრე სანაკრებო ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 11:12

"მინდა, მთელ ქვეყანაზე მქონდეს გავლენა", - რატომ იუარა დროგბამ ჩელსის მწვრთნელობა?

„ჩელსის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა, დიდიე დროგბამ, ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ დაბრუნდა გუნდში მწვრთნელის რანგში.

დღეს, 11:05

გალაქსის მწვრთნელი: "შესაძლოა, ზლატანმა კარიერა იტალიაში დაასრულოს"

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გილიერმო ბაროს სკელოტომ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:59

შემადგენლობები, კომენტარები - დღეს საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას დღ​ეს, შვეიცარიის წინააღ​მდეგ გამართავს.

დღეს, 03:13

რამდენი ბილეთია გაყიდული შვეიცარია - საქართველოს მატჩზე?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

დღეს, 02:50

ოთარ კაკაბაძე: "საქართველოს დიდ ნაკრებებთან არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია"

შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარს საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე აკეთებს.

დღეს, 02:35

ვაისი: " საქართველოს სიურპრიზების გაკეთება შეუძლია"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს შვეიცარიასთან გამართავს.

დღეს, 02:32

გურამ კაშია: "აქედან ევრო2020-ზე ვერ გავედით, თუმცა მიზანს ერთა ლიგიდან უნდა მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვეიცარიასთან შანსები შეაფასა.

დღეს, 02:27

დღევანდელი მატჩის წინ, შვეიცარიის მწვრთნელმა საქართველო შეაქო

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების წინ კომენტარი მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა გააკეთა.

დღეს, 02:24

რამდენი ჰეთ–თრიკი აქვს რონალდუს თავის კარიერაში შესრულებული?

ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ლიტვა 6:0 გაანადგურა და ჯგუფიდან თითქმის გავიდა.

დღეს, 02:15

კლასი უბერებელია: ფედერერმა ჯოკოვიჩი ხახამშრალი დატოვა

ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე გაიმართა საინტერესო მატჩი როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის.

დღეს, 02:12

კეინმა კრაუჩის შედეგი გაიმეორა

ინგლისის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონტენეგრო არ დაინდო და მეტოქე 7:0 გაანადგურა.

დღეს, 02:07

ისტორიულ რეკორდამდე რონალდუს კიდევ უფრო ცოტა დარჩა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სანაკრებო დონეზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 02:03

საფრანგეთის ნაკრები სირცხვილს ბეწვზე გადაურჩა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები შინ მოლდოვას დაუპირისპირდა.

დღეს, 01:52

ინგლისელთა მორიგი შოუ და 7:0 განადგურებული მეტოქე [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დღეს, 01:48

რონალდუს ჰეთ-თრიკი, პორტუგალიამ 6:0 მოიგო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ლიტვის ნაკრებები შეხვდნენ.

დღეს, 01:41

ინგლისელი მორაგბე კუნგ-ფუს ილეთის გამოყენებისთვის მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

პარასკევს პრემიერშიპის მეოთხე ტურში "სეილ შარქსმა" "უოსპსს" უმასპინძლა და 28:18 სძლია.

გუშინ, 23:54

ჰენდერსონი: "2011 წელს, ერთ-ერთ ვარჯიშზე მზად ვიყავი სუარესი მომეკლა"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 23:20

პიკე საკუთარ შემოსავლებზე: "ამ წელს ესპანეთის ბიუჯეტზე მეტი"

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ საკუთარ შემოსავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:15

იბრაჰიმოვიჩის შემდეგ კავანი - ლოს ანჯელეს გელექსის დიდი გეგმები

"ლოს ანჯელეს გელექსის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ფორვარდის დამატებას გეგმავს.

გუშინ, 23:10

კლოპმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ლივერპული იბრაჰიმოვიჩს არ დაიმატებს

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

გუშინ, 23:05

სანჩოს დორტმუნდიდან წასვლა უნდა - საქმეში 5 გრანდია ჩართული

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო კლუბიდან წასვლას აპირებს.

გუშინ, 23:00

სუთიაშვილის კაპიტნობა, ცუცქირიძის ძირითადი და სხვა ქართული ამბები საფრანგეთიდან

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-11 ტური აიღებს სტარტს.

გუშინ, 22:32

მესი: "სხვა ფეხბურთელებს მაისურს არ ვთხოვ, მაგრამ ერთხელ ზიდანს ვთხოვე"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:20

სოლსკიაერმა მანჩესტერის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ბოსებს მიმართა.

გუშინ, 22:15

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10