დინამო VS ტორპედო – მატჩამდე



საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირება დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს. დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ტორპედო ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისურ კლუბში მომხდარი რებრენდინგის შემდეგ, გუნდის სიმბოლიკა ძირითადად ყვითელ და მწვანე ფერებში არის გადაწყვეტილი. ქუთაისის ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. დინამოს მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდნენ. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია, ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა, გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ–ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.   მწვრთნელი და ტორპედო მიმდინარე წლის ივნისში, ახალი სეზონის სტარტზე ქუთაისურ კლუბის მთავარი მწვთნელი ხერარდ მულეტ სარაგოსა დაინიშნა, რომელიც ქუთაისურ კლუბში მისვლამდე თბილისის ლოკომოტივში მუშაობდა. მოსამზადებელი პერიოდის დასრულების შემდეგ ხერარდ მულეტ სარაგოსას თაოსნობით ქუთაისის ტორპედო უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაერთო, სადაც გუნდმა სლოვაკური ჟილინას ბარიერის დაძლევა ვერ შეძლოდა ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სარაგოსას გაწვთნილი ტორპედო ამჟამად მოეორე პოზიციას იკავებს. 9 ჩატარებული შეხვედრიდან ტორპედომ 5 მატჩი მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა. უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტორპედო ერთადერთი გუნდია, რომელიც სეზონის სტარტიდან 9 ტურის შემდეგ წაუგებელად აგრძელებს ასპარეზობას.   დინამომდე მიმდინარე სეზონში ტორპედომ ეროვნულ სარბიელზე 10 ოფიციალური მატჩი (9 უმაღლეს ლიგაში, 1 საქართველოს თასზე) გამართა, საიდანაც გუნდმა 5 მატჩი (ზესტაფონი 2:3 ტორპედო, სპარტაკი 0:1ტორპედო, ტორპედო 1:0 გურია, ტორპედო 4:1 ვიტ ჯორჯია და მერანი 0:3 ტორპედო) გამარჯვებით დაასრულა, 5 შეხვედრა კი – (ტორპედო 1:1 მეტალურგი, ტორპედო 0:0 დილა, ზუგდიდი 0:0 ტორპედო, ტორპედო 2:2 სპარტაკი და ტორპედო 1:1 სიონი) ფრედ.   დინამო VS ტორპედო – ურთიერთშხვედრები საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 55 მატჩიდან,  26-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 90:54 თბილისელთა სასარგებლოდ არის. ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 4 მაისს გაიმართა, დინამოს გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გაიტანა ჯაბა დვალმა, თითო ბურთი კი მიკელ ალვარომ და პეტერ გრაიციარმა გაიტანეს. ტორპედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ დინამომ 2012/2013 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.   დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში დინამოს მსგავსად, არც ქუთაისური ტორპედო მოისაკლისებს ფეხბურთელებს. გუნდები რიგით 56–ე კლასიკოს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან. დინამო VS ტორპედო – მსაჯი დინამო თბილისისა და ტორპედო ქუთაისის დაპირისპირებას ექვსკაციანი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები კი ჯენერი ხორავა და გიორგი ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი არსენ ნონიკაშვილი შეასრულებს. წყარო: WWW.FCDINAMO.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პელე: "იმედია, რონალდუს ძალ-ღონე ეყოფა და ჩემ 1283-გოლიან ნიშნულს მიაღწევს"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, გამოთქვა იმედი, რომ „იუვენტუსის“ შემტევი მის 1283-გოლიან ნიშნულს გააუმჯობესებს.

დღეს, 11:40

რამოსი: "ყველაფერი, რასაც ბეილზე ვიტყვი, ნეგატივს გამოიწვევს"

მადრიდის „რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, უელსელ თანაგუნდელზე საუბარი არ ისურვა.

დღეს, 11:35

ვერნერი: "ლევანდოვსკის დონეზე ახლა მხოლოდ ერთი ან ორი ფეხბურთელი თუ თამაშობს"

გერმანული „ლაიპციგის“ შემტევმა, ტიმო ვერნერმა, რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 11:30

პოგბა ისევ ყოფილ გუნდში დაბრუნდება? იუვენტუსის სპორტული დირექტორი მანჩესტერში შენიშნეს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, მანჩესტერში შენიშნეს.

დღეს, 11:26

რაკიტიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა და 45 მილიონი ევრო გაამზადა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, შესაძლოა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 11:22

რონალდუ VS მესი: ჰეთ-ტრიკების ბრძოლაში პორტუგალიელმა ლიდერობა გაზარდა

პორტუგალიამ ლიეტუვა გაანადგურა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მეცხრე სანაკრებო ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 11:12

"მინდა, მთელ ქვეყანაზე მქონდეს გავლენა", - რატომ იუარა დროგბამ ჩელსის მწვრთნელობა?

„ჩელსის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა, დიდიე დროგბამ, ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ დაბრუნდა გუნდში მწვრთნელის რანგში.

დღეს, 11:05

გალაქსის მწვრთნელი: "შესაძლოა, ზლატანმა კარიერა იტალიაში დაასრულოს"

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გილიერმო ბაროს სკელოტომ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:59

შემადგენლობები, კომენტარები - დღეს საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას დღ​ეს, შვეიცარიის წინააღ​მდეგ გამართავს.

დღეს, 03:13

რამდენი ბილეთია გაყიდული შვეიცარია - საქართველოს მატჩზე?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

დღეს, 02:50

ოთარ კაკაბაძე: "საქართველოს დიდ ნაკრებებთან არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია"

შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარს საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე აკეთებს.

დღეს, 02:35

ვაისი: " საქართველოს სიურპრიზების გაკეთება შეუძლია"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს შვეიცარიასთან გამართავს.

დღეს, 02:32

გურამ კაშია: "აქედან ევრო2020-ზე ვერ გავედით, თუმცა მიზანს ერთა ლიგიდან უნდა მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვეიცარიასთან შანსები შეაფასა.

დღეს, 02:27

დღევანდელი მატჩის წინ, შვეიცარიის მწვრთნელმა საქართველო შეაქო

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების წინ კომენტარი მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა გააკეთა.

დღეს, 02:24

რამდენი ჰეთ–თრიკი აქვს რონალდუს თავის კარიერაში შესრულებული?

ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ლიტვა 6:0 გაანადგურა და ჯგუფიდან თითქმის გავიდა.

დღეს, 02:15

კლასი უბერებელია: ფედერერმა ჯოკოვიჩი ხახამშრალი დატოვა

ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე გაიმართა საინტერესო მატჩი როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის.

დღეს, 02:12

კეინმა კრაუჩის შედეგი გაიმეორა

ინგლისის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონტენეგრო არ დაინდო და მეტოქე 7:0 გაანადგურა.

დღეს, 02:07

ისტორიულ რეკორდამდე რონალდუს კიდევ უფრო ცოტა დარჩა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სანაკრებო დონეზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 02:03

საფრანგეთის ნაკრები სირცხვილს ბეწვზე გადაურჩა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები შინ მოლდოვას დაუპირისპირდა.

დღეს, 01:52

ინგლისელთა მორიგი შოუ და 7:0 განადგურებული მეტოქე [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დღეს, 01:48

რონალდუს ჰეთ-თრიკი, პორტუგალიამ 6:0 მოიგო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ლიტვის ნაკრებები შეხვდნენ.

დღეს, 01:41

ინგლისელი მორაგბე კუნგ-ფუს ილეთის გამოყენებისთვის მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

პარასკევს პრემიერშიპის მეოთხე ტურში "სეილ შარქსმა" "უოსპსს" უმასპინძლა და 28:18 სძლია.

გუშინ, 23:54

ჰენდერსონი: "2011 წელს, ერთ-ერთ ვარჯიშზე მზად ვიყავი სუარესი მომეკლა"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 23:20

პიკე საკუთარ შემოსავლებზე: "ამ წელს ესპანეთის ბიუჯეტზე მეტი"

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ საკუთარ შემოსავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:15

იბრაჰიმოვიჩის შემდეგ კავანი - ლოს ანჯელეს გელექსის დიდი გეგმები

"ლოს ანჯელეს გელექსის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ფორვარდის დამატებას გეგმავს.

გუშინ, 23:10

კლოპმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ლივერპული იბრაჰიმოვიჩს არ დაიმატებს

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

გუშინ, 23:05

სანჩოს დორტმუნდიდან წასვლა უნდა - საქმეში 5 გრანდია ჩართული

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო კლუბიდან წასვლას აპირებს.

გუშინ, 23:00

სუთიაშვილის კაპიტნობა, ცუცქირიძის ძირითადი და სხვა ქართული ამბები საფრანგეთიდან

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-11 ტური აიღებს სტარტს.

გუშინ, 22:32

მესი: "სხვა ფეხბურთელებს მაისურს არ ვთხოვ, მაგრამ ერთხელ ზიდანს ვთხოვე"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:20

სოლსკიაერმა მანჩესტერის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ბოსებს მიმართა.

გუშინ, 22:15

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10