ნავასი: "გოლის მომენტში იღბალმა ზურგი მაქცია"

"ბეტისთან" გამართული თამაშის შემდეგ, მადრიდის "რეალის" კარის დარაჯმა, კეილორ ნავასმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და ისევ ცხრილის სათავეში მოვექეცით. მეტოქემ გოლი უწყინარ სიტუაციაში გაიტანა. შეცდომა დავუშვი. იმ მომენტში იღბალმა ზურგი მაქცია.
"რეალი" ერთიანი კლუბია. აქ ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის ამხნევებენ. ბოლო წუთს ურთულესი დარტყმის მოგერიება მოვახერხე. კარგია, რომ გამარჯვება საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა", - განაცხადა ნავასმა.
შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" შინ "ბეტისი" მიიღო და ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
წყარო: MARCA