Goal.Ge

ეროვნული ლიგა 2-ს მესამე ტურის შემდეგ სიონი ლიდერობს


ეროვნული ლიგა 2-ს მესამე ტურის შემდეგ სიონი ლიდერობს

19 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

„ვიტ-ჯორჯიამ“ საკუთარ „მცხეთა პარკზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და 4:0 დამარცხდა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, სტუმართა ნახევარმცველმა, გიორგი ქურდაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ერთი შეხებით აუღებელი დაურტყა ჯონი შეროზიას. გაგრელებმა უპირატესობის განმტკიცება მალევე მოახერხეს, მე-15 წუთზე ზვიად ქანთარიამ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ვეტერინართა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი ფაქტიურად დაუცველ კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში მასპინძლებმა ანგარიშის შემცირების მშვენიერი შანსი მიიღეს მაგრამ, მათმა ბომბარდირმა, ზურაბ ღირდალაძემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. „გაგრამ“ მესამე გოლი 62-ე წუთზე გაიტანა, გიორგი ქურდაძემ ბურთი საკუთარი მოედნიდან წაიღო, გზად რამდენიმე მეტოქე მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დარტყმით დუბლი გაიფორმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დაფიქსირდა, „ვიტ-ჯორჯიას“ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ნიკოლოზ ჯიშკარიანმა გაუტანა.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ბოლნისის „სიონმა“. ბოლნისელებმა დრამატულ შეხვედრაში „ცხინვალი“ დაამარცხეს. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა ივანე ხაბელაშვილმა თანაგუნდელის გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი თითქმის მთელი მატჩი იგებდა, მაგრამ 89-ე წუთზე ცხინვალელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება, თამაზ მაქაცარიამ ერეკლე სულთანიშვილთან კედელი გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, სტუმრებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. გაშვებული გოლიდან ზუსტად ერთ წუთში „სიონის“ ვეტერანმა ფორვარდმა და გუნდის ბომბარდირმა, ჯაბა დვალმა მეტოქეს გამარჯვების გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

მორიგი უხვგოლიანი შეხვედრა გამართა მარტვილის „მერანმა“. მარტვილელებმა საკუთარ მოედანზე ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-17 წუთზე თავური დარტყმით, „მერანის“ უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ტრეტიაკმა გახსნა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, 28-ე წუთზე რევაზ ბარაბაძემ მარტვილელთა რიგებში თავისი სადებიუტო ბურთი შეაგდო. მატჩის მიწურულს, 70-ე და 82-ე წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა, ირაკლი რუხაძემ დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. შეხვედრაში წერტილი რევაზ ბარაბაძემ დასვა, გამოცდილმა ფორვარდმა დუბლის შესრულება 89-ე წუთზე შეძლო.

კვლავ ვერ მოიგო „რუსთავმა“, რუსთავის „ფოლადზე“ „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი 83-ე წუთზე გავიდა, თავი რუსთაველმა გურამ მინდორაშვილმა გამოიჩინა. ზუგდიდელებმა წონასწორობის აღდგენა და ქულის მოპოვება მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოახერხეს, გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა.

მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, გურულებმა საკუთარ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე სოსო მალანიამ გაიტანა. ეს გია ჩხაიძის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იყო.

ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის შეხვედრები 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

ეროვნული ლიგა 2-ს მესამე ტურის შემდეგ სიონი ლიდერობს




ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შეუჩერებელი ჩაკვეტაძე: ქართველი ტალანტის გოლი, საგოლე გადაცემა და მორიგი გამარჯვება

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი "დინამო არენაზე" საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის შედგა.

დღეს, 22:51

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ყაზახეთთან მატჩში

სულ ცოტა ხანში დაიწყება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის.

დღეს, 19:34

რეალმა მოდრიჩის შემცვლელი იპოვნა - Sport

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport.es საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 18:02

პულიშიჩს 3 ინგლისური გრანდი უმიზნებს, დორტმუნდში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

20 წლის ამერიკელს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

დღეს, 17:41

გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი დაასახელა

ამ ეტაპზე, "მამლებს" სათავეში დიდიე დეშამი უდგას, რომლის ხელმძღვანელობითაც მათ 2018 წლის მუნდიალი მოიგეს.

დღეს, 17:29

რაკიტიჩის ტრავმაზე უახლესი ცნობებია

"ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრავმა იმაზე ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

დღეს, 17:00

რამდენი ხნით გამოაკლდა რეალს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა? - ექიმების დიაგნოზი

"რეალის" ნახევარმცველი, კაზემირო გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

დღეს, 16:54

"ამ წელს ბევრი კარგი კანდიდატია", - მბაპემ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა

"პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს თქმით, "ოქროს ბურთის" გამოკითხვის შედეგები გამჭირვალე იქნება.

დღეს, 16:48

იუვენტუსი მორიგ მეგა ტრანსფერს გეგმავს?!

იტალიური გამოცემა Calciomercato საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 16:37

კავანის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 16:30

საქართველო - ყაზახეთი - მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია!

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო - ყაზახეთის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

დღეს, 16:06

10 მიზეზი, რითაც დაგვამახსოვრდა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა, წინ პლეი-ოფია. სანამ ეს მოხდება, გავიხსენოთ ყველაფერი ის,

დღეს, 15:25

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა - Sport

კატალონიური გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, უსმან დემბელეს სერიოზული სანქციები ელის, თუ საქციელებს არ გამაოსწორებს.

დღეს, 14:55

ვენგერი: "ძალიან თავისუფლად წარმომიდგენია, რომ 20 წელიწადში, მწვრთნელების ნაცვლად, რობოტები იქნებიან"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ფეხბურთი უახლოეს წლებში.

დღეს, 14:15

მოდრიჩი: "რა შეიცვლება, თუ ოქროს ბურთს ვერ მოვიგებ?"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ოქროს ბურთის შესაძლო მოგებაზე ისაუბრა.

დღეს, 14:01

კუმანი: "როგორც გუნდი, გერმანია საფრანგეთს აღემატება. რატომ არის მათთან თამაში უფრო რთული?"

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 13:44

მბაპე: "ნაკრებში ყველა ერთ დონეზეა, პსჟ-ში კი გვყავს ერთი ფეხბურთელი, რომელიც ყველას აღემატება"

საფრანგეთის ნაკრების და "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდმა, კილიან მბაპემ, ეროვნული გუნდის და პარიზული კლუბის სათამაშო დონე შეადარა.

დღეს, 13:35

"ალბათ, შინაგანად არ მსურდა, რომ მესის ლეიტენანტი ვყოფილიყავი", - გრიზმანის აღიარება

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გასულ ზაფხულს, "ბარსელონასთვის" უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 13:26

მესუთ იოზილმა არსენალში გატარებული პირველი დღე გაიხსენა

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, გაიხსენა, თუ როგორ ჩაიარა მისმა პირველმა დღემ ლონდონურ კლუბში.

დღეს, 13:16

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, გურამ კაშია ვიდეო მიმართვას ავრცელებს [VIDEO]

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები შეხვდებიან. შეხვედრა 9 საათზე დაიწყება.

დღეს, 12:36

NBA. ლებრონის 51 ქულა, გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მარცხი, პორტლენდმა ვაშინგტონს მოუგო [VIDEO]

ღამით NBA-ს 2018/19 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში საინტერესო შეხვედრები გაიმართა.

დღეს, 12:09

"წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იქნებოდა ჩემი თანაგუნდელი და FIFA დავიხმარე", - ჯენოას ფორვარდის აღიარება

"ჯენოას" ფორვარდმა, კრისტოფ პიონტეკმა, აღიარა, რომ იტალიურ კლუბში გადმოსვლისას, თავისი თანაგუნდელების შესახებ არაფერი იცოდა.

დღეს, 11:18

ახალი თაობის ფავორიტი! ზვერევმა ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა და ისტორია გადაწერა

წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც ლონდონში გაიმართა, ცოტა არ იყოს მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

დღეს, 10:58

ისტორიული ფაქტი: თავისუფალ ჭიდაობაში, ქართველი ძმები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მიმდინარეობს თავისუფალი სტილის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის.

დღეს, 04:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები