Goal.Ge

უქმეების 6 მატჩი, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება



"ბარსელონა" - "ესპანიოლი" (პარასკევი; 23:55) "ბარსელონას" "კლასიკოს" შემდეგ კატალონიური დერბი უწევს. "ბლაუგრანამ" ბოლო მატჩი "სელტასთან" ჩაატარა და 0-3 გაიმარჯვა, ამიტომ ამ მატჩს ხალისით ხვდება. "ესპანიოლმა" კი უკანასკნელ 2 მატჩში 1 ქულის დაგროვება მოახერხა, ჯერ "ლევანტესთან" დამარცხდა 1-0, ხოლო შემდეგ "მალაგას" ვერ მოუგო საკუთარ კედლებში. "ბარსელონამ" უკანასკნელ სამ თამაშში "ესპანიოლის" დამარცხება მოახერხა ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია და მეტოქეს კარი 10-ჯერ აიღო. უკანასკნელად "ესპანიოლმა" 2009 წლის 21 თებერვალს დაამარცხა კამპ-ნოუზე "ბლაუგრანა", ანგარიშით 1-2. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მასპინძლები ლა ლიგის პირველ ადგილს იკავებენ, ხოლო სტუმრები 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-8 ადგილზე არიან. სავარაუდო შემადგენლობები: "ბარსელონა" - ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, მონტოია, ხავი, ბუსკეცი, ფაბრეგასი, სანჩესი, მესი, ნეიმარი. "ესპანიოლი" - კასილა, ფუენტესი, მორენო, სიდნეი, როდრიგესი, ლოპესი, სანჩესი, ლანძაროტე, კორდობა, ტიევი, გარსია.   "ატლეტიკო" - "ატლეტიკი" (კვირა; 20:00) ეს მატჩი მართლაც საინტერესოა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება ამ დაპირისპირებას. მადრიდელებმა ბოლო 3 მატჩში 9 ქულა აიღეს, გაიტანეს 10 გოლი და მხოლოდ 1 გაუშვეს. უკანასკნელად "ატლეტიკო" "ესპანიოლთან" 1-0 დამარცხდა. ამის შემდეგ დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ჯერ "ბეტისს" (5-0), ხოლო უკანასკნელ ტურში უკვე "გრანადას" სძლიეს (1-2). ბასკებიც დამაჯერებლად გამოიყურებიან, თუმცა მიუხედავად ამისა სატურნირო ცხრილში ისინი მადრიდელებს 10 ქულით ჩამორჩებიან. ამ გუნდებს შორის უკანასკნელ მატჩში, "ატლეტიკმა" "ატლეტიკო" 3-0 დაამარცხა, თუმცა ეს მონაცემი ნამდვილად არ გვაძლევს წინასწარი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ის ნამდვილად ნათელია, რომ შეხვედრა ნამდვილად სანახაობრივი იქნება. სავარაუდო შემადგენლობები: "ატლეტიკო" - კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გაბი, სუარესი, ადრიანი, კოკე, კოსტა, ვილია. "ატლეტიკი" - ჰერერინი, ბალენსიაგა, ლაპორტე, გურპეგი, ირაოლა, იტურასპე, რიკო, მუნიაინი, ანდერი, სუსაიეტა, ტოკერო.   "ლილი" - "მონაკო" (კვირა; 23:55) "ლილი" - "მონაკო" - აბსოლიტური ბლოკბასტერი ჩრდილოეთ საფრანგეთში. შეხვედრა დიდ ინტერესებს იწვევს. უკანასკნელი მატჩი გუნდებმა საფრანგეთის თასზე ჩაატარეს და ორივე დაემშვიდობა გათამაშებას. "ლილი" საკუთარ მოედანზე "ოსერთან" 0-1 დამარცხდა, ხოლო "მონაკოს" გასვლაზე "რემსმა" სძლია იმავე ანგარიშით. მასპინძლებს ბოლო 6 ტურში გოლი არ გაუშვიათ, აქედან 5 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს. "მონაკოს" წარმატება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია რადამელ ფალკაოზე, რომელიც კლუბში ზაფხულში მივიდა. კოლუმბიელს 3 თამაში არ ჰქონდა გოლი გატანილი, აქედან 2-ში "მონაკომ" ქულები დაკარგა, თუმცა "ლიონთან" მოახერხა და მშრალი სერია შეწყვიტა. მასპინძელი გუნდი ლიგა 1-ის მე-3 ადგილს იკავებს, 11 ტურში "ლილმა" 23 ქულის დაგროვება მოახერხა. ხოლო რაც შეეხება "მონაკოს", ის სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსანი "პსჟ" მხოლოდ ბურთების შეფარდებით სჯობნის.   "ჰოფენჰაიმი" - "ბაიერნი" (შაბათი; 18:30) თუ ადრე ადვილი იყო იმის გამოცნობა, თუ ვინ გახდებოდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, ახლა სიტუაცია სულ სხვანაირადაა. მიმდინარე სეზონში "ბაიერნს" "ბორუსია" და "ლევერკუზენი" უწევს კონკურენციას, რომლებიც მიუნხენლებს თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან. მიუხედავად "ბაიერნის" მცირე პრობლემებისა, გუნდი საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. დღესდღეობით "ჰოფენჰაიმი" ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კლუბია. იგი ყველაზე მეტს იტანს და ასევე ყველაზე მეტსაც უშვებს. "ჰოფენჰაიმი" ყოველ მატჩში საშუალოდ 13-14-ჯერ ურტყავს მეტოქის კარში. "ბაიერნმა" ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მოიპოვა გამარჯვება, მხოლოდ "ლევერკუზენთან" დაკარგა 2 ქულა. რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს", მიუხედავად ზემოთაღნიშნული სტატისტიკისა, ის მე-9 ადგილზე იმყოფება 13 ქულით.   "მილანი" - "ფიორენტინა" (შაბათი; 23:45) კაკას გოლი არ აღმოჩნდა საკმარისი "ლაციოს" დასამარცხებლად. სერია ა-ში "როსონერი" საშინლად გამოიყურება. მილანელები გათამაშების მე-10 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "რომას" 30 ქულით, ხოლო მესამეადგილოსან "იუვენტუსს" 13 ქულით ჩამორჩებიან. თუ ისინი თამაშს არ გააუმჯობესებენ, რთული იქნება სამეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. "ფიორენტინასთან" მატჩი კი უმნიშვნელოვანესია "მილანისთვის", რადგან "იისფრებთან" გამარჯვება მათ უდიდესს სტიმულს შემატებს. "ფიორენტინა" საპირისპირო მდგომარეობაშია, ისინი ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს. თუმცა უკანასკნელ ტურში "ფიორე" საკუთარ მოედანზე "ნაპოლისთან" დამარცხდა 1-2. მონტელას შეგირდები საკმაოდ სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ. უნდა გამოვყოთ მატჩი "იუვენტუსთან", სადაც მათ მოახერხეს და პირველ ტაიმში 0-2 დამარცხების შემდეგ ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4-2 გაიმარჯვეს. "ფიორენტინა" მე-6 ადგილზეა და "ვერონას" და "ინტერს" თითო-თითო ქულით, ხოლო ლიდერ "რომას" 12 ქულით ჩამორჩება. სავარაუდო შემადგენლობები: "მილანი" - გაბრიელი, აბატე, ზაკარდო, ზაპატა, დე შილიო, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი, კაკა, ბალოტელი, რობინიო. "ფიორენტინა" - ნეტო, ტომოვიჩი, გონსალო როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი, პიზარო, ამბროზინი, ბორხა ვალერო, ხუაკინი, როსი.   "არსენალი" - "ლივერპული" (შაბათი; 21:30) ვინ იფიქრებდა, რომ ეს გუნდები შემოდგომის მიწურულს ცხრილის წამყვან პოზიციებზე იქნებოდნენ. თუმცა მათი თამაშის შემხედვარე ისინი მართლაც დამსახურებლად ლიდერობენ. მატჩი "ემირატესზე" - ორივე გუნდის შანსი, გაიმყაროს პოზიციები სატურნირო ცხრილში. "ლივერპული" საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შეტევის ხაზი, რომელსაც სუარესი-სტარიჯის ტანდემი წარმოადგენს. ურუგვაელმა ფორვარდმა 4 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო სტარიჯი პრემიერ ლიგის ბომბარდირია, რომლის ანგარიშზე 8 გოლია. რაც შეეხება "არსენალს", "მეთოფეები" ამ მატჩს არც ისე კარგ განწყობაზე ხვდებიან, რადგან ისინი თასიდან 'ჩელსიმ" გამოაგდო. "არისტოკრატებმა" "არსენალი" სტუმრად, 0-2 დაამარცხა. უნდა ავღნიშნოთ "მეთოფეთა" ტრიო იოზილი-რემსი-ჟირუს სახით, რომელთა ანგარიშზე 12+12 ქულაა "გოლი + პასის" სისტემით. სავარაუდო შემადგენლობები: "არსენალი" - შენსი, სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, არტეტა, რემსი, უილშირი, იოზილი, კაზორლა, ჟირუ. "ლივერპული" - მიგნოლეტი, სახო, შკრტელი, ტურე, სისოხო, ლუკასი, ჰენდერსონი, ჟერარდი, ჯონსონი, სუარესი, სტარიჯი.   მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე: LIVE.GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა - ქართველი ლეგიონერების ბრწყინვალე გამოსვლა ევროპაში

ეს უიქენდი ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული და შედეგიანი გამოდგა.

დღეს, 03:18

როგორც იქნა - მესიმ ვარჯიში განაახლა

"ბარსელონას" არგენტინელ ფეხბურთელს ლეო მესის ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

დღეს, 02:54

პერესი: "ხამესი დიდი ტალანტია"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ხამეს როდრიგესი შეაქო.

დღეს, 02:42

არსენალის უცნაური სტატისტიკა უოტფორდთან მატჩში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "უოტფორდს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:31

გვარდიოლა: "ინგლისში რომ პრესტიჟი მაქვს, მათი დამსახურებაა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:22

მარადონას გუნდმა პირველივე მატჩი წააგო

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, დიეგო მარადონა არგენტინული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, 02:16

ემერი: "ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "უოტფორდს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:05

მესი ბექჰემის გუნდში არ გადავა

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგ წელს ლეო მესი "ბარსელონას" დატოვებს.

დღეს, 01:59

პიონტეკმა მილანს მოაგებინა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს "ვერონა" და "მილანი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:49

ნინუას მორიგი საოცრება - დინამოელმა ამჯერად მაკრატელა გაიტანა [VIDEO]

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში "დინამო თბილისი" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა და 0:3 დაამარცხა.

დღეს, 01:10

ოთარ კაკაბაძის პირველი გოლი ლიუცერნში და 0:4 [VIDEO]

შვეიცარიის თასის 1/16 ფინალში "ლიუცერნი" "უოჰლენს" დაუპირისპირდა და 0:4 დასრულდა.

დღეს, 00:50

რამოსი ტრავმირებულია - რეალი პსჟ-სთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება?

ლა ლიგის მე-4 ტურის ეგიდით, "რეალმა" "ლევანტე" ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

გუშინ, 22:27

ვარანმა ახსნა, თუ რატომ ვერ შეძლო გასულ სეზონში რეალმა ტიტულის მოგება

"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:40

არსენალმა სტუმრად უოტფორდს ვერ მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ეგიდით, "უოტფორდსა" და "არსენალს" შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გუშინ, 21:35

ხარაიშვილის დუბლი შვედეთის ჩემპიონატში [VIDEO]

შვედეთის ჩემპიონატში "გიოტებორგი" "ჰამარბის" დაუპირისპირდა და 6:2 დამარცხდა.

გუშინ, 20:48

კონკრეტული თანხა მზადაა - მანჩესტერ იუნაიტედი კროოსს უმიზნებს

"რეალის" ნახევარმცველი, ტონი კროოსი შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

გუშინ, 20:28

"კარგი ბიჭია", - ლანგლემ ფატის რჩევა მისცა

"ბარსელონას" მცველმა, კლემან ლანგლემ თავდამსხმელ ანსუ ფატის რჩევა მისცა.

გუშინ, 20:24

გიორგი აბურჯანიამ ტვენტეში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

გიორგი აბურჯანიამ ტვენტეშიჰოლანდიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ტვენტე" აუტსაიდერ "სიტარდს" დაუპირისპირდა.

გუშინ, 20:18

"მისი სიტყვები ნაკრებისთვის კარგი არ არის", - ნოიერმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების ძირითადმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა მის შემცვლელ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს უპასუხა.

გუშინ, 20:15

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩი ახალ კლუბში გადადის

"იუვენტუსში" დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:07

ყველაფერი დასრულდა - დე ხეას მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მოგეხსენებათ, აქამდე, გოლკიპერ დავიდ დე ხეას "იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლაზე არაერთხელ დაიწერა.

გუშინ, 19:33

მეორე ოქრო! - მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძეც გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტრიუმფალურ გამოსვლას აგრძელებს.

გუშინ, 19:27

12-წლიანი პაუზის შემდეგ - ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია!

ყაზახეთში ჭიდაობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

გუშინ, 19:08

ნაპოლის პრეზიდენტმა სარის წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ექს-მწვრთნელ მაურისიო სარისთან კონფლიქტზე ისაუბრა.

გუშინ, 19:01

ესპანეთი კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონია!

პეკინში კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

გუშინ, 18:54

კაპელოს აზრით, სერია ა-ს მოგებისთვის 3 კლუბი იბრძოლებს

ცნობილმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ სერია ა-ს 2019/20 წლების სეზონის გათამაშებაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:39

იგუაინი: "იუვენტუსიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 17:31

მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Calciomercato-ს ცნობით, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

გუშინ, 17:23

უმტიტის დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია

ლაზარეთში მყოფი სამუელ უმტიტის დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი გახდა.

გუშინ, 17:13

კოსტამ დაბადების დღე ტრავმით "აღნიშნა"

"ფიორენტინა" - "იუვენტუსის" შეხვედრაში ტრავმა მიიღო სტუმართა შემტევმა - დუგლას კოსტამ.

გუშინ, 17:02

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10