ავტორიზაცია

დავით ოდიკაძე - ფეხბურთელი, რომელმაც 56 პენალტიდან 55 გაიტანა!

დავით ოდიკაძე - ფეხბურთელი, რომელმაც 56 პენალტიდან 55 გაიტანა!
თარიღი 05 Apr 2017, 00:06
შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ახლა ჩვენი ქვეყნის მეორე ლიგის გუნდ, "შევარდენ 1906"-ში თამაშობს.

"შევარდენის" 35 წლის მარჯვენა მცველი, დავით ოდიკაძე პენალტების შესრულების უნიკალური სიზუსტით გამოირჩევა. ოფიციალურ შეხვედრებში შესრულებული 56 პენალტიდან გამოცდილი უკანახაზელის 55 დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა, რაც დაახლოებით 98,2%-ის სიზუსტისაა.

35 წლის ფეხბურთელი "შევარდენამდე" "საპოვნელაში", ქუთაისის "ტორპედოში", საჩხერის"ჩიხურაში", ბაქოს "ინტერში", ფოთის "კოლხეთში", ლანჩხუთის "გურიაში", "ზესტაფონში", "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა.