Goal.Ge

კატალონიური დერბი და კიდევ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის 6 მთავარი მოვლენა



1. "ატლეტიკო" შეუჩერებელია მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში გაიმართა კატალონიური დერბი, "ატლეტიკო მადრიდის" და "ატლეტიკ ბილბაოს" დაპირისპირება ალბათ მაინც უფრო ცენტრალურ შეხვედრად უნდა ჩავთვალოთ. საინტერესო იყო სტადიონზე შეკრებილი მადრიდელი გულშემატკივრების შეძახილები, რომლის ქვეტექსტიც ნაციონალური იყო. "Los Vascos sois Espanoles" (ბასკები ესპანელები არიან) - ისმოდა ტრიბუნებზე. ასევე, თუ "სანტიაგო ბერნაბეუ" სკანდირებს, რომ დიეგო კოშტა ბრაზილიელია, "ატლეტიკოს" გულშემატკივრები მას ესპანელად მიიჩნევენ. მატჩი მასპინძელთა კარნახით მიმდინარეობდა. დავიდ ვილიამ და დიეგო კოშტამ შედეგიანი სერია გააგრძელეს, მეორე ტაიმში კი სიმეონემ გუნდს თამაშის დაწყნარების საშუალება მისცა. ერთი სიტყვით, ბასკები უშანსოდ დამარცხდნენ. 2. "რეალმა" მოგებული თამაში ხელიდან კინაღამ გაუშვა ჩაბი ალონსოს პირველი გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში და რონალდუს უსწრაფესი გოლი - ძნელია ამაზე უკეთესი დასაწყისი ენატრათ "რეალის" ქომაგებს. მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ, თუმცა ამან მხოლოდ "რაიო ვალეკანო" გააქტიურა. სულ რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ორი თერთმეტმეტრიანის რეალიზება მოახერხეს და მატჩს ინტრიგა დაუბრუნეს. "ანჩელოტიმ მკითხა, წინააღმდეგი ხომ არ ვარ, რომ ის ჩვენს ვარჯიშს დაესწროს" - განაცხადა მატჩის შემდგომ "რაიოს" თავკაცმა პაკო ხემესმა. იტალიელმა სპეციალისტმა ვერა და ვერ დაალაგა დაცვის თამაში. თუ მოურინიოს დროს გუნდს 12 ტურში 9 გოლი ჰქონდა გაშვებული, ახლა ეს მაჩვენებელი 16-მდეა გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამომცემლობა Marca თავის მოხსენებაში "რაიო"-ს ფეხბურთელებს დაეთანხმა იმაში, რომ მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი არ დანიშნა. 3. მესის ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 300 წუთია გოლი ვერ გააქვს კატალონიური დერბი ძალიან არასანახაობრივი გამოდგა, ამიტომ ყურადღებას ინდივიდუალურ მიღწევებზე გავამახვილებთ. გახსოვთ, აქამდე მოდაში იყო ლეო მესის გოლების შედარება მთლიანად გუნდების გოლების მაჩვენებელთან? ახლა, მესი იმდენს იტანს, რამდესაც "ესპანიოლი". არგენტინელმა ლა ლიგაში ბოლოს თავი გამოიჩინა 28 სექტემბერს, "ალმერიასთან" მატჩში. თუმცაღა, "ბარსელონას" შეუძლია არ ინერვიულოს თავისი ლიდერის შედეგიანობით, ვინაიდან ნეიმარი და ალექსის სანჩესი ბრწყინვალედ ასრულებენ მის სამუშაოს. 4. მიროსლავ ჯუკიჩის ჩამოხრჩობა გადაიდო "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით რჩება თავის პოსტზე. მას შემდეგ, რაც გუნდმა გასვლითი გამარჯვება მოიპოვა "ხეტაფესთან", ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სპეციალისტი არ გაეთავისუფლებინა. 5. "სელტამ" "სანჩეს პისხუანიდან" სამი ქულა წამოიღო მიმდინარე სეზონში აქტუალურია - პრიმერას დებიუტანტები და აუთსაიდერები თავდაჯერებულობას გრანდებთან შეხვედრის შემდეგ იძენენ. "ელჩემ" ქულების დაგროვება "რეალთან" მატჩის მერე დაიწყო, "სელტამ" კი "ბარსელონასთან" ღირსეული თამაშის შემდეგ გასვლაზე "სევილია" დაამარცხა. ლუის ენრიკეს შეგირდები 90 წუთის განმავლობაში გეგმის მიხედვით მიდიოდნენ, როცა "სევილია" ხიფათს მხოლოდ სტანდარტებიდან ქმნიდა. 6. მუნიეს ფერნანდეს, გთხოვთ, გაჩერდით თუ გსურთ ამ სეზონში დაითვალოთ მუნიეს ფერნანდესის შეცდომები, მალე კალკულატორი დაგჭირდებათ - თითებზე ჩამოთვლა გაგიჭირდებათ. ამ ტურამდე მსაჯის რეზიუმეში სამარცხვინოდ ჩაიწერა "ბარსელონა" - სევილია", "ელჩე" - "რეალი" და "ლევანტე" - "ესპანიოლი". ახლა ამ სიას "ალმერია" - "ვალიადოლიდის" მატჩიც შეემატა. "ალმერიას" თავდამსხმელმა როდრიმ შეხვედრაში ერთადერთი ბურთი ხელით გაიტანა. რა თქმა უნდა, ფერნანდესმა გოლი ჩათვალა, მოგვიანებით კი სრულიად არაფრის გამო მოედნიდან გააძევა "ვალიადოლიდელი" პატრიკ ებერტი. გიფები რონალდუს სწრაფი გოლი ნეიმარის გენიალური საგოლე გადაცემა პაბონის გამარჯვების გოლი პიტის გოლი 91-ე წუთზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხამესის ახალ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყდა?

იტალიური პრესის ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის ახალ გუნდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

დღეს, 03:41

პერესი: "ფეხბურთელი იმ ქვეყნიდან დავიმატეთ, სადაც ეს სპორტი ყველაზე მეტად უყვართ"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი როდრიგოს ტრანსფერს გამოეხმაურა.

დღეს, 03:38

გულიტი: "ვან დეიკი უკეთესი უნდა იყოს"

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა თავის თანამემამულეზე, ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

დღეს, 03:35

როდრიგო: "მამას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ რეალში თამაში მინდოდა"

გუშინ, მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი წარადგინა. ბრაზილიელი როდრიგო სამეფო კლუბში 45 მილიონად გადავიდა.

დღეს, 03:31

ზე რობერტომ რეალს ტრანსფერი მოუწონა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ზე რობერტო როდრიგოს მადრიდის "რეალში" გადასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 03:28

ბრაზილიელი მართა, რომელმაც კლოზეს ისტორიული რეკორდი მოხსნა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:26

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 03:24

დაუფასებელი ტალანტი? - რეალი პირველ ფეხბურთელს უშვებს

ფეხბურთელების ყიდვასთან ერთად, მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს მოთამაშეების გაშვებასაც იწყებს.

დღეს, 03:22

დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიშის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელი ტალანტი ჟოაო ფელიში კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

დღეს, 03:18

ონანა: "ამ მეკრეებისგან ბევრი უნდა ვისწავლო"

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარემ, ანდრე ონანამ თანამედროვეობის გამორჩეული მეკარეები დაასახელა.

დღეს, 03:14

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

დღეს, 03:12

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ყველა სიახლე