კონტე: "კოსტა მაშინაც კი კარგ სამუშაოს ასრულებს, როცა გოლი ვერ გააქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "კოსტა მაშინაც კი კარგ სამუშაოს ასრულებს, როცა გოლი ვერ გააქვს"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის ბრაზილიელი თავდამსხმელი, დიეგო კოსტა შეაქო და განაცხადა, რომ ის მაშინაც კი სასარგებლოა გუნდისთვის, როცა თავის გამოჩენას გოლის გატანით ვერ ახერხებს.

"უგოლო სერიას შესაძლოა ნებისმიერ მოთამაშესთან ჰქონდეს ადგილი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კოსტა გუნდისთვის სარგებლის მოტანას აგრძელებს.

დიახ, გოლები თავდამსხმელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიეგო "ჩელსისთვის" ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე გოლების გატანას კვლავ დაიწყებს", - განაცხადა ანტონიო კონტემ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსი კონტე კოსტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები