Goal.Ge

ბლოგი: მადრიდის "რეალის" 8 პრობლემა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ უნდა გადაჭრას



რა არის დღევანდელი მადრიდის "რეალის" მთავარი პრობლემა? მეკარე? გარეტ ბეილის სათამაშო ფორმა, თუ სხვა რამ? "ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ "რეალმა" 2 მატჩი მოიგო, თუმცა არა დამაჯერებლად. "სევილიასგან" მიღებულმა 3-მა გოლმა დაცვის ხაზის სიძლიერეს ხაზი გაუსვა/გადაუსვა. "რაიო ვალეკანოსთან" თითქოს უპრობლემოდ უნდა მორჩენილიყო ყველაფერი, თუმცა 2 წუთში 2 პენალტი და შედეგად 3:2. ახლა კი ტურინის "იუვენტუსი"... თავად ანჩელოტიმ არაერთხელ განაცხადა, "რეალი" ძალიან ბევრს უშვებსო და ძნელია არ დაეთანხმო. პრინციპში, იტალიელი სპეციალისტის ხელში "ბლანკოსის" დაცვა უნდა ბრწყინავდეს, მაგრამ... 1. გაშვებული გოლების რაოდენობა ბოლო წლებში "რეალი" პირველ 12 ტურში, როგორც წესი, დაახლოებით 9 გოლს უშვებდა. 2010/11 წლების სეზონში საერთოდ 6-ჯერ დალაშქრეს იკერის კარი. ახლა გუნდს გაშვებული გოლების გრაფაში 16 უწერია, რაც "მალაგას", "სელტას" და "ელჩეს" დარი შედეგია. რამ გამოიწვია ეს? პასუხი მარტივია - დაცვის ხაზში არსებულმა მუდმივმა როტაციებმა. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 15 მატჩში დაცვის ხაზის ოთხეულში 12-ჯერ მოხდა ცვლილება!!! მარსელო– რამოსი - პეპე -არბელოა: 3-ჯერ კოენტრაუ – რამოსი - პეპე -არბელოა: 2-ჯერ კოენტრაუ – რამოსი - პეპე- კარვახალი : ერთხელ მარსელო, რამოსი, ვარანი - არბელოა: ერთხელ მარსელო - პეპე - ვარანი - კარვახალი: ერთხელ მარსელო - რამოსი - პეპე - კარვახალი: ერთხელ კოენტრაუ, რამოსი - ვარანი - არბელოა: ერთხელ მარსელო - ვარანი - პეპე - კარვახალი: ერთხელ არბელოა- ნაჩო - პეპე - კარვახალი: ერთხელ არბელოა - რამოსი - პეპე - კარვახალი: ერთხელ ნაჩლო - რამოსი - პეპე - კარვახალი: ერთხელ მარსელო - პეპე - ვარანი - რამოსი: ერთხელ 2. გარეტ ბეილის პოზიცია და სათამაშო ფორმა ეს თემა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა. მომდევნო 255 წუთის მანძილზე მან 3 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც გააკეთა. სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობაში თავის ადგილს კარგავს ანხელ დი მარია, არადა არგენტინელზე ვერავინ იტყვის ცუდი მოთამაშეა და "რეალს" არ გამოადგაო. ანხელმა დაამტკიცა, რომ ამ შემოდგომაზე "რეალის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მეტიც, ის ძირითადში დასამკივდრებლად ყველაფრისთვის მზდაა. და საერთოდ, სჭირდება კი "რეალს" გარეტ ბეილი? ჯერჯერობით ამ კითვაზე პასუხი არ არის, მითუმეტეს, თუ მასში გადახდილ ასტრონომიულ თანხას გავიხსენებთ. ჯერჯერობით დიდი თანხის გაღები მხოლოდ "არსენალმა" იხეირა, არა? 3. ფლორენტინო პერესის პოლიტიკა ჟოზე მოურინიო პირველი მწვრთნელი იყო "რეალში" , რომელიც თავად განაგებდა, ვინ ითამაშებდა და ვინ არა კონკრეტულ მატჩში. პორტუგალიელის ავტორიტეტი იმხელა იყო, რომ მას თავად კლუბის პრეზიდენტიც კი უსმენდა და უჯერებდა. ანჩელოტი ჯერჯერობით იმ სიტუაციით უნდა იყოს კმაყოფილი, რაც შექმნილია. გარეტ ბეილთან "რეალმა" მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ კარლო ჩაუდგებოდა კლუბს სათავეში. არც მესუთ იოზილის გაშვება-არგაშვებაზე უკითხავს ვინმეს იტალიელისთვის. 4. "ბარსელონა" და "ატლეტიკო" სინიორ კარლომ უკვე იცის, რომ კატალონიურ გრანდთან მომავალი თამაშისთვის განსაკუთრებულად მომზადებაა საჭირო. სერხიო რამოსის ნახევარდაცვაში გადაყვანა უფრო შეშლილი კაცის იდეა იყო, ვიდრე ინოვაცია. პრინციპში, სეუ ჟოზემ თავისი პირველი "კლასიკო" უფრო გახმაურებულად წაადო, მაგრამ შემდეგ ისეთი ტაქტიკა მოიფიქრა, ისეთი, რომ... ანჩელოტის შანსი კვლავ აქვს, "რეალი" "ბარსას" ამ სეზონში კიდევ დაუპირისპირდება. ახლა "ატლეტიკო" "რეალისთვის" გაცილებით სახიფათო მეტოქეა, ვიდრე ადრე იყო და ეს დიეგო სიმეონეს გუნდმა უკვე დაამტიკცა დერბიში. "თეთრების" ორი მთავარი კონკურენტი დღემდე ძალიან სტაბილურად მიუყვებიან ესპანეთის ჩემპიონატს და, როგორც იტყვიან, ქულებს პრაქტიკულად არ კარგავენ. 5. დიეგო ლოპესი თუ იკერ კასილასი? დიეგო ლოპესის ჩემპიონატში გამოსვლა, ხოლო კასილასის -ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემი აზრით, არასწორია. ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის კალენდრის გათვალისწინებით, ესპანეთის ნაკრების მეკარეს ძალიან ცოტა პრაქტიკა აქვს. ის რეგულარულად ვერ ახერხებს თამაშს და საინტერესოა, ბოლომდე შეძლებს ლიგაზე უშეცდომოდ ასპარეზობას? მიუხედავად კასილასის მიმართ უდიდესი პატივისცემისა, სათამაშო დრო უმნიშვნელოვანესია ფეხბურთელის ცხოვრებაში და წარმატებისთვის მხოლოდ უზარმაზარი გამოცდილება არ კმარა. ანჩელოტიმ სწორედ ეს მიზეზი მოიყვანა სეზონის წინ - იკერს უდიდესი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის და ამიტომ იქ გამოვიდესო. "კლასიკოს" მერე დიეგო ლოპესის მიმართ დიდი კრიტიკა დაიწყო. იკერი, თავის მხრივ, პატარა სასწაულებს ძველებურად გვთავაზობს. ცხადია, ლოპესი კარგი მეკარეა და მისი ერთბაშად მოცილება გუნდიდან არ იქნებოდა სწორი საქციელი არავისგან. თანაც ,მცირე შეცდომებს თუ არ ჩავთვლით, ის საკმაოდ დამაჯერებლად დგას "სამეფო გუნდის" კარში. ისიც ადვილი გასაგებია, რომ კასილასის ავტორიტეტს ვერ გადაახტა დონ კარლიტო. მოკლედ, იტალიელი ორ ცეცხლს შუა დგას და სადამდე გაძლებს, კაცმა არ იცის. 6. ისკო ესპანელმა ტალანტმა მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო. სხვა სიტყვის მოფიქრება ძალიან ძნელია. უკვე ბევრმა იფიქრა, რომ "რეალმა" არა მხოლოდ იოზილის შემცვლელი, არამედ ახალი იმპულსი იშოვნა. ექს-"მალაგელმა" ცოტა ხანში მოასწრო "თეთრი პუბლიკისადმი" თავის შეყვარება, მაგრამ... ისკო კარგია თავდამსხმელების უკან ან ინსაიდის როლში. ამჟამინდელი სქემის თანახმად, ის ნახევარდაცვის სიღრმეშია გადაწეული. ხშირად უწევს შავი სამუშაოს შესრულება ან ვინგერად ყოფნა, რასაც მიჩვეული არაა. ამ პოზიციაზე კი საერთოდაც რონალდუს და ბეილს უნდა გაუწიოს კონკურენცია და... 7. სად არის კარგი ცენტრალური თავდამსხმელი? ქარიმ ბენზემამ "სევილიასთან" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ტურინში კვლავ ვერ გაიტანა. ცხადია, ის არასაიმედო თავდამსხმელია, რაც "რეალს", მარტივად რომ ვთქვათ, არ ეკადრება. ფრანგი ხან იტანს, ხან ვერა, ხან კი სხვას უშლის გატანაში ხელს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ "რეალი" კარგი ცენტრფორვარდის გარეშე მიაღწევს წარმატებას რონალდუსა და ბეილის ზეშესაძლებლობების გამო, ძალიან ცდება. ეს მადრიდია და გუნდს ექსტრა-კლასის ცენტრფორვარდი სჭირდება. ანჩელოტიმ ზამთრის სატრანსფრო ფანჯრის დროს უნდა იფიქროს ამაზე! 8. ახალგაზრდები აქ საუბარი ისკოსა და ილიარამენდიზე არ არის. მათ სანაცვლოდ კლუბმა ათეულობით მილიონი დახარჯა და ასეთი ხალხის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უნამუსობაა. "რეალს" ისეთი ახალგაზრდები ჰყავს, რომლებიც სხვა კლუბში წამყვანი ფეხბურთელები იქნებოდნენ. მაგალითად, ვარანი და კარვახალი ახლავე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ძირითადის მოთამაშეები. არც მორატა, ხესე და ნაჩო დაგვავიწყდეს. სამივე ღირსეულად გამოიყურება და თითოეულ მათგანმა დაიმსახურა მეტი სათამაშო დრო, ვიდრე მატჩის ბოლო 5 წუთი. ბოლოს და ბოლოს, ხოსე კალეხონი, რომელიც "რეალში" დაიწუნეს, ახლა "ნაპოლის" ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. გაგავაცნით თქვენიც! დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რა არის დღევანდელი "რეალის" მთავარი პრობლემა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე