მოურინიო: "მანჩესტერს ევროპა ლიგის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "მანჩესტერს ევროპა ლიგის მოგება შეუძლია"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ანდერლეხტთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ თავის გუნდს უეფას ევროპა ლიგის მოგება შეუძლია.

"ანდერლეხტი - ძალიან კარგი გუნდია, რომელიც საინტერესო სათამაშო სტილითაა გამორჩეული. ამ გუნდს საკმარისად კარგი მოთამაშეები ჰყავს იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას.

მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ევროპა ლიგის მოგება შეუძლია. გუნდი უკვე ისეთ სტადიაზეა, რომ შეუძლია ამ ტურნირის მოგებაზე აბსოლუტურად რეალურად იფიქროს", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მანჩესტერს" უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე სწორედ "ანდერლეხტი" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ბელგიაში ჩატარდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ იუნაიტედი მოურინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები