» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

[ექსკლუზივი] "მწვრთნელმა უნდა წახვიდეო! მადლობა ღმერთს, ეს კოშმარი დასრულდა!"


[ექსკლუზივი]

საქართველოს ნაკრების მცველმა, ზურაბ ცისკარიძემ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალა. 30 წლის უკანახაზელი ჩეხური "ტეპლიცედან" შვედური "ესკილსტუნას" ფეხბურთელი გახდა.

ბოლო 2 სანაკრებო პაუზის დროს ქართველ მცველს ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში არ უხმო და დიდი ალბათობით, მიზეზიც მოთამაშის არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა იყო. ახლა ცისკარიძემ კლუბი შეიცვალა და გუნდშიც ენდობიან.

GOAL.GE ფეხბურთელს შვედეთში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებზე გკითხავთ. ალბათ, უყურებდით ჩვენი ბიჭების შეხვედრებს სერბეთისა და ლატვიის წინააღმდეგ და როგორ შეაფასებდი უკანასკნელ შეხვედრებს...
- ვფიქრობ, რომ სერბეთის წინააღმდეგ პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი და კარგი შანსი გვქონდა. თავდაჯერებულები ვიყავით და კარგად ვთამაშობდით. ის, რამაც ამ მატჩში მოგვშალა ის იყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენს კარში პენალტი დანიშნეს. ამის შემდეგ კი სამწუხაროდ, ჩვენი წარუმატებლობა დაიწყო.

რაც შეეხება ლატვიასთან მატჩს, საკმაოდ თავდაჯერებულები ვიყავით და ვაჩვენეთ რა შეგვიძლია რეალურად. ზოგიერ ფეხბურთელს ბრწყინვალე ინდივიდუალური პერფომანსები ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს იყო ამხანაგური დაპირისპირება და ოფიციალურ შეხვედრებში ბევრად კარგ პოზიციას ვიმსახურებთ ჯგუფში.

- ახალ კლუბში დებიუტი წინა შეხვედრაში გქონდა. როგორია "ესკილსტუნაში" ატმოსფერო, სიტუაცია და მდგომარეობა?
- "ესკილსტუნა" ძალიან საერთაშორისო გუნდია, რომელშიც უამრავი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მოთამაშე არის. ძალიან პოზიტიური და სახალისო სიტუაციაა გასახდელში. სტადიონი, სადაც ყოველდღიურ მზადებებს გავდივართ, ხელოვნური ბალახითაა. მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და აქ ყოფნით მოხარული ვარ. შვედეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა!

- რა მოხდა "ტეპლიცეში"? რატომ ვერ აჩვენე საკუთარი შესაძლებლობები ჩეხეთში?
- "ტეპლიცეში" მწვრთნელთან ძალიან დიდი პრობლემები მქონდა. გასული წლის ზაფხულში, როდესაც ესპანეთი(0-1) დავამარცხეთ, ჩეხეთში დავბრუნდი. იქ კი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გათავისუფლებული დამხვდა. ახალი მწვრთნელი ინგლისურად და რუსულად ვერ საუბრობდა, რის გამოც 3 თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ გვქონია. ჩეხური უნდა მესწავლა, მისი რომ გამეგო. ჩვენს შორის ეს პრობლემა იყო, მოვიდა და მითხრა: გუნდს ზაფხულში ან ზამთარში დატოვებ. საბედნიეროდ, ეს კოშმარი დასრულდა! ჩეხეთში კი მხოლოდ თანაგუნდელები და ბრწყინვალე ხალხი მენატრება, რომელიც იმ ქვეყანაში გავიცანი. მიუხედავად წარუმატებელი პერიოდისა, ვთვლი, რომ ჩეხეთში გადასვლა ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

- გქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები შვედეთის გარდა და რატომ აირჩიე ეს ჩემპიონატი?
- ვფიქრობ, შვედეთის ჩემპიონატი ტოპ-ლიგაა და აქ ფეხბურთი ძალიან მაღალ დონეზეა. თანაც, შვედეთში კარგი სახელი მქონდა, რადგან ადრე "იონკოპინგ სიოდრაში" ვთამაშობდი და კარგ გარემოს დავუბრუნდი. ასევე, მსურს მივიღო უეფას B და C სამწვრთნელო ლიცენზია შემდეგი მაისისთვის, რომლისთვისაც სწავლას შვედეთში გავაგრძელებ, ამით აღფრთოვანებული ვარ. "ესკილსტუნას" გარდა, აზიის ჩემპიონატიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ახლა კი სრულად კონცენტრირებული ვარ შვედეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩზე, რომელსაც ორშაბათს, "გოტებორგის" წინააღმდეგ გავმართავთ.

მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად Goal.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კონტე: "ქულების სულელური დაკარგვა უნდა შევწყვიტოთ"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ინტერმა" მორიგი არასტაბილური მატჩი ჩაატარა და "ვერონასთან" 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:19

ხამესი ევერტონში? - ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ხამეს როდრიგესი მომავალი სეზონიდან "ევერტონში" ითამაშებს.

დღეს, 03:15

მამუკა გორგოძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში ითამაშებს.

დღეს, 03:11

სოლსკიაერი: "მანჩესტერი საჩემპიონო გუნდი ხდება"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:58

მარსელის მფლობელი: "ერთ დღეს, ჩემს გუნდში ზიდანს და რონალდუს ვიხილავდი"

ფრანგული "მარსელის" მომავალი მფლობელი მოჰამედ აიაჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

დღეს, 02:55

მოურინიო VAR-ს არ ეშვება: "ყველამ ყველაფერი ისედაც იცის"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემი" "ბორნმუთს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:51

ბათუმის პირველი გამარჯვება ამ სეზონში და ჭიაბრიშვილის წარუმატებელი დებიუტი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლოკომოტივსა" და "დინამო ბათუმს" შორის შედგა.

დღეს, 02:47

გრინვუდმა უიენ რუნის რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლი კვლავ გაიტანა.

დღეს, 02:36

მანჩესტერის დიდებული შედეგი - პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 0:3 დაამარცხა.

დღეს, 02:33

ცუდი სერია გრძელდება - ინტერმა კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში მილანის "ინტერი" "ვერონას" ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:30

მანჩესტერმა ასტონ ვილა გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:21

რივალდო: "VAR-ზე საუბრით, ბართომეუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს"

წარსულში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ლა ლიგის მსაჯობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:33

ამ სეზონში პირველად - მოურინიოს ტოტენჰემი ვარდნას აგრძელებს

როგორც გითხარით, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" სტუმრად „ბორნმუთს" დაუზავდა.

გუშინ, 23:28

"საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? პასუხი აშკარაა", - ფაბრეგასი

„მონაკოს" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, დაახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.

გუშინ, 23:18

დადასტურდა: მერვედფინალის საპასუხო მატჩებს გუნდები საკუთარ სტადიონებზე ჩაატარებენ

მოახლოვებული ევროთასების წინ, უეფა საბოლოო დეტალებს ამტკიცებს.

გუშინ, 23:14

მორიგი კრახის პირას - ტოტენჰემი მარცხს VAR-მა გადაარჩინა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" „სტუმრად" „ვულვერჰემპტონს" დაუზავდა.

გუშინ, 23:00

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კენჭისყრა: ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

2019/20-სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/4, 1/2 და ფინალური ეტაპების კენჭისყრა ხვალ, 10 ივლისს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

გუშინ, 22:48

ჯოვანი სიმეონე: "ატლეტიკო ჩემი ოცნებაა, სულ რომ მამაჩემი იქ აღარ იყოს"

„კალიარის" თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ, რომელიც „ფიორენტინას" ეკუთვნის, „ატლეტიკოში" თამაშზე ოცნებობს.

გუშინ, 22:37

მარსელო: "კლუბს ჩემი იჯარით გაშვება უნდოდა, მაგრამ მე ვთქვი, არა!"

როცა 2007 წლის იანვარში, მარსელოს 18 წლის ასაკში „რეალში" ჰქონდა დებიუტი, ბევრი მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა

გუშინ, 22:30

კორონავირუსზე ვინისიუსის განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა.

გუშინ, 21:33

"ეს გუნდი მომენატრება", - დავიდ სილვა მანჩესტერ სიტის დაემშვიდობა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ თანაგუნდელებს მიმართა.

გუშინ, 21:25

ზიდანი: "დავიღალე იმის გამეორებით, რომ რეალს ჯერ კიდევ არაფერი მოუგია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის მიწურულზე ისაუბრა.

გუშინ, 21:17

"ჩემი აზრით, ყველას დასცინის", - ვან დერ ვაარტმა მაგუაირი გააკრიტიკა

"ტოტენჰემის" ექს-ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა "მანჩესტერის" მცველი, ჰარი მაგუაირი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:09

არსენალმა ბარსელონას გენდუზის ფასი შეუთვალა

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, მატეო გენდუზი შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს.

გუშინ, 21:01

მიზეზები, რომელთა გამოც რეალი მზადაა იოვიჩი გაყიდოს

"რეალის" თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერს MARCA.

გუშინ, 20:40

შეხვედრა შედგა, მილანმა რებიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიღო

მოგეხსენებათ, "აინტრახტის" თავდამსხმელი, ანტე რებიჩი "მილანის" ღირსებას იჯარის წესით იცავს.

გუშინ, 20:37

სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სამი პოზიციის გაძლიერება უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

გუშინ, 20:32

იუვენტუსი 50-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

"რომას" ნახევარმცველი, ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს, იტყობინება ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.

გუშინ, 20:27

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, არსენალი ატლეტიკოს ვერ უთანხმდება

ლონდონის "არსენალი" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიმდინარე მოლაპარაკებებში პრობლემებს წააწყდა.

გუშინ, 20:21

აგენტმა დე ბრუინის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

პატრიკ დე კოსტერმა, "სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის აგენტმა, თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:23
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10