უმაღლესი ლიგა: XII ტურის პრევიუ



XII ტური „მეტალურგი“ რუსთავი – „ტორპედო“ ქუთაისი 9 ნოემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00 მსაჯები: თ. გვანცელაძე, გ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო) დისკვალიფიკაცია: გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), გიორგი გავაშელიშვილი (მეტალურგი) ამ ორი გუნდის მონაწილეობით გამართული მატჩები ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით ისინი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან, შეხვედრა ორმაგად საინტერესო უნდა გამოდგეს. გამრჯვების შემთხვევაში „მეტალურგი“ დიდ ნაბიჯს გადადგამს სამეულისკენ, „ტორპედო“ კი, მესამე ადგილს განიმტკიცებს და შესაძლოა მეორე საფეხურზეც აღზევდეს. წლევანდელ სეზონში შინ ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან „მეტალურგი“ არც ერთში დამარცხებულა, მათ ანგარიშზე 3 მოგება და 2 ფრეა. ამ შედეგიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ „ტორპედოს“ რთული მატჩი ელის, თანაც არ დაგვავიწყდეს წინა ტურში რუსთაველებმა „დინამოსთან“ ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ცოტა, რომ გამართლებოდათ დინამოელებს უქულოდ გაუშვებდნენ დედაქალაქში. რაც შეეხება ტორპედოს შესანიშნავად დაწყებული ჩემპიონატის შემდეგ, გუნდმა ბოლო ორ ტურში ორი მარცხი იწვნია და ლიდერს უკვე 6 ქულით ჩამორჩება. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქუთათურები ყველაფერს გაიღებენ ამ მატჩის მოსაგებად. „მეტალურგსა“ და „ტორპედოს“ ერთმანეთში 38 შეხვედრა აქვთ ჩატარებული აქედან, 19-ჯერ „ტორპედომ“ იმარჯვა, 12-ჯერ „მეტალურგმა“ 7 მატჩი კი, ფრედ დასრულდა.   „დილა“ გორი - „სიონი“ ბოლნისი 9 ნოემბერი, გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი, 14:00 მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ა. კოკაია, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო) დისკვალიფიკაცია: აკაკი მიკუჩაძე (სიონი), გიორგი იმედაშვილი (სიონი) სეზონის სტარტზე ნაჩვენები ცუდი შედეგების შემდეგ, გორის „დილა“ ნელ-ნელა ფორმაში შედის და უკვე ზედიზედ ორი ტურია იმარჯვებს. გორელები სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე არიან. ბოლო ტურში მათი მეტოქე მარტვილის „მერანი“ იყო და მათ დამაჯერებლად, 3-0, დაამარცხეს მეტოქე. გუნდის უდავო ლიდერი, ჩემპიონატის ამჟამინდელი ბომბარდირი, ირაკლი მოდებაძეა, რომელმაც გასულ ტურში დუბლი გაიფორმა. გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და სავარაუდოდ „დილა“ საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ ჩაერთვება. ახალი სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერებული ბოლნისის „სიონი“ მეათე პოზიციას იკავებს, თუმცა მიუხედავად ამისა ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა და ვვარაუდობთ, რომ გორშიც უშეღავათო ბრძოლა გაიმართება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ამ კომპონენტში უპირატესობა ბოლნისელებს აქვთ 35 გამართული მატჩიდან, 21 მათი გამარჯვებით დასრულდა, 12 გორელების, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. „სპარტაკი“ ცხინვალი - „მერანი“ მარტვილი 9 ნოემბერი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 14:00 მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ელიკაშვილი, ი. მაჩიტიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო) დისკვალიფიკაცია: ნიკა კვეკვესკირი (სპარტაკი) წლევანდელ სეზონში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის „სპარტაკი“ საკმაოდ ცუდ სეზონს ატარებს და ეს მის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. ცხინვალელები ბოლოსწინა, მეთერთმეტე პოზიციაზე არიან, 11 მატჩში მოპოვებული 2 გამარჯვებით, 1 ფრითა და 8 მარცხით. მათ „ზუგდიდის“ მსგავსად 7 ქულა აქვთ. მიუხედავად ასეთი ცუდი დასაწყისისა და შედეგისა, წინა ტურში „სპარტაკმა“ კარგად იასპარეზა და „ვიტ-ჯორჯია“ 3-1 დაამარცხა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალელებმა „ტორპედოსაც“ დიდი ბრძოლა გაუჩაღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალში. მალხაზ ჯვანიას გუნდიდან წამოსვლის შემდეგ „მერანის“ თამაში კარდინალურად შეიცვალა და მარტვილელები აგერ უკვე 4 მატჩია მოედანს უქულოდ ტოვებენ. თუმცა ახალი მწვრთნელის განცხადებით, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო და საგანგაშო არაფერია, „მერანი“ კვლავინდებურაც იბრძოლებს ზედა ექვსეულში მოსახვედრად. ამ განცხადებიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ, რომ მცხეთა საკმაოდ დაძაბულ მატჩს უმასპინძლებს, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება და იმედი ვიქონიოთ ამისთვის არაფერს დაიშურებენ. ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგს სულ სამჯერ უთამაშიათ და „მერანის“ სანაქებოდ უნდა ითქვას, სამივე მატჩი მარტვილელების გამარჯვებით დასრულდა. „ჩიხურა“ საჩხერე  - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 10 ნოემბერი, ქუთაისი, გივი კილაძის სახელობის ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, 14:00 მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ლ. ვარამიშვილი, თ. ხუჭუა (სათადარიგო) დისკვალიფიკაცია: გიორგი პაჭკორია (ზუგდიდი) ევრო ტურნირებზე დებიუტის შემდეგ, „ჩიხურა“ ეროვნულ ჩემპიონატზე ძალიან კარგად გადმოერთო და პირველი წრის შემდეგ 22 ქულით მეორე პოზიციაზეა. სოსო ფრუიძის შეგირდები, გასულ ტურში უშუალო კონკურენტ, ქუთაისის „ტორპედოს“, ესტუმრნენ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ტატანაშვილისა და გიორგი გაბედავას გოლების წყალობით, 1-2 დაამარცხეს მეტოქე. პირველ წრეში ჩატარებული 11 შეხვედრიდან საჩხერლები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ისიც გათამაშების ლიდერთან. „ზუგდიდს“ პრობლემები არც სეზონის სტარტზე აკლდა, მოსალოდნელი იყო, რომ კლუბი საერთოდ ვერ შეძლებდა მონაწილეობა მიეღო ეროვნულ ჩეპიონატში. ალბათ სწორედ ამითაცაა განპირობებული მათი ასეთი შედეგი. ზუგდიდელები ბოლო, მეთორმეტე, სახეფურზე არიან 7 ქულით. „ჩიხურასთან“ გასამართი მატჩის წინ კლუბი მთავარმა მწვრთნელმა კობა წიტაიშვილმა დატოვა და „ზუგდიდის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ფეხბურთლები ბოლომდე იბრძოლებენ და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს უშეღავათო ბრძოლას შესთავაზებენ. რაც შეეხება სტატისტიკას, ამ გუნდებს ერთმანეთთან შეხვედრა 5-ჯერ მოუწიათ. ამ კომპონენეტშიც უპირატესობას საჩხერის „ჩიხურა“ ფლობს, მათ ამ 5 შეხვედრაში 4-ჯერ იმარჯვეს და მხოლოდ 1 მარცხი იწვნიეს.   „გურია“ ლანჩხუთი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო) 10 ნოემბერი, ქობულეთი, „ჩელე არენა“, 14:00 დისკვალიფიკაცია: გურამ ადამაძე (ვიტ-ჯორჯია), გურამ მჭედლიშვილი (ვიტ-ჯორჯია) დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ლანჩხუთის „გურიამ“ ჩინებული პირველი წრე ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად 18 ქულით მეექვსე ადგილზეა. მიუხედავად გუნდში არსებული ფინანსური პრობლემებისა, უკრაინელი მწვრთნელის რომან პოკორას თავკაცობით ბოლო 4 ტურში, გურულება 3 გამარჯვება იზეიმეს. გასულ ტურში მათი მეტოქე „ზუგდიდი“ იყო და ვილი ისიანის გოლის წყალობით მინუმალური ანგარიშით, 1-0, დაამარცხეს მეტოქე. უკვე სამი ტურია „ვიტ-ჯორჯიას“ არ მოუგია და უნდა ველოდოთ, რომ ვეტერინარები ყველაფერს გაიღებენ ამ მატჩის მოსაგებად. ფინანსური პრობლემები მათაც ჰქონდათ, თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და გუნდი ჩვეულ რიტმში აგრძლებს მზადებას შემდგომი მატჩებისთვის. ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე საინტერესო მატჩს უნდა ველოდეთ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა თბილისლებს აქვთ, მათ 11 ჩატარებული მატჩიდან 8 მოიგეს და სამჯერ დამარცხდნენ. „ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ თბილისი 10 ნოემბერი, ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, 18:00, პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე მსაჯები: ა. ბასლეჰო, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო),           ა. კრიჭაშვილი, ა. ნონიკაშვილი (1 დამ. ასისტენტი, 2დამ. ასისტენტი) დისკვალიფიკაცია: თევდორე გრიგალაშვილი როგორც ზემოთ მოგახსენეთ ტურის ცენტრალური დაპირისპირება სწორედ ეს მატჩია და ეს ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი. ამ ორი გუნდის მატჩები ხომ, ყოველთვის გამორჩეული და საინტერესოა. დინამოელები საკმაოდ კარგ სათამაშო ფორმაში არიან, უკანასკნელი 5 შეხვედრიდან მათ 4 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს. გასულ ტურში რუსთავში გამართულ შეხვედრაში, „დინამომ“ ჩვეული თამაში ვერ აჩვენა, მაგრამ 1 ქულა მაინც ჭამოიღო რუსთავიდა. დედაქალაქელები ზესტაფონში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ჩადიან და ეს მათ გარკვეულ უპირატესობასაც აძლევს. რაც შეეხება „ზესტაფონს“, გია გეგუჩაძის გუნდში დაბრუნების შემდეგ ეს მათი პირველი მატჩია და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება ზესტაფონელი ქომაგებისთვის. გუნდი ამ სეზონს არც თუ ისე კარგად ატარებს და მეშვიდე პოზიციაზეა, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ზესტაფონელები უშეღავათო ბრძოლას შარშანდელ ჩემპიონებს. ამ გუნდებს ერთმანეთთან 30-ჯერ აქვთ ნათამაშები, აქედან 16 მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, 8 ფეროელების და 6 თამაში ფრედ მორჩა.   წყარო: GFF.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გია ცეცაძე: "ჩემს ფეხბურთელს ხელით შეეხონ? - ამას არავის ვაპატიებ და ხვალაც ასეთი რეაქცია მექნებოდა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გადაცემაში "ბურთი და მოედანი" კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:42

დორტმუნდის მწვრთნელი: "წარმოუდგენელი რამ მოხდა"

"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიან ფავრემ "პადებორნთან" ნათამაშები 3:3 მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:32

იაშვილი: " ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთა ლიგის ფინალს, გასვლის შემთხვევაში საქართველო უმასპინძლებს.

დღეს, 03:08

გვარდიოლა: "რატომ ფიქრობთ, რომ აქ ბედნიერი არ ვარ?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მის წასვლაზე თქმულ ჭორებს გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

ლამპარდმა მოურინიო გააკრიტიკა: "მან ტყუილი თქვა"

მოურინიოს "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ, სკანდალები დაიწყო, ამჯერად, ფრენკ ლამპარდთან.

დღეს, 03:01

კლოპი შაქირიზე: "რატომ უნდა ვისაუბრო ისეთ თემებზე, რაც არ მაინტერესებს?"

არის საუბრები, რომ უთამაშებლობის გამო, შვეიცარიელი შემტევი ხერდან შაქირი "ლივერპულს" დატოვებს.

დღეს, 02:56

როდის დაუბრუნდება კრიშტიანო რონალდუ მოედანს?

მაურისიო სარიმ დადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდუ "ატალანტასთან" მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 02:52

სილვა: "ფაბინიოს მსგავსად, გუნდში მასაც ადაპტაცია სჭირდება"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოისე კინმა "იუვენტუსი" დატოვა და "ევერტონს" მიაშურა.

დღეს, 02:49

სიტისთან მატჩში ჩელსის ლიდერი უბრუნდება

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:44

პსჟ-მ იკარდის და დი მარიას გოლებით მოიგო - ნეიმარი დაბრუნდა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "პსჟ"-სა და "ლილს" შორს, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

დღეს, 02:13

როისმა დორტმუნდი სირცხვილს გადაარჩინა [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგაში გაიმართა უხვგოლიანი და დრამატული მატჩი "დორტმუნდსა" და "პადერბორნს" შორის.

დღეს, 02:00

"მან რეალი კიდევ უფრო დიდ კრახს გადაარჩინა", - რონალდომ მადრიდში ფავორიტი მოთამაშე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდომ, მადრიდის "რეალში" ფავორიტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 00:13

ლამპარდმა დაასახელა გუნდი, რომელსაც არასდროს გაწვრთნის

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა დაასახელა გუნდი, რომელსაც ის არასდროს ჩაუდგება სათავეში:

გუშინ, 23:56

მოურინიომ ტოტენჰემში პირველი ფეხბურთელი აითვალწუნა

Daily Mail-ის თანახმად, ცნობილია პირველი ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც "ტოტენჰემს" იანვარში დატოვებს.

გუშინ, 23:41

"იქაურობა ძალიან მიზიდავს", - სუარესმა მომავალი გუნდი უკვე შეარჩია?

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:33

კვირას ჩემპიონთა თასზე სამ ბორჯღალოსანს ვიხილავთ

კვირას ჩემპიონთა თასის მეორე ტურის უკანასკნელ მატჩში ფრანგული "მონპელიე" ინგლისურ "გლოსტერს" უმასპინძლებს.

გუშინ, 23:20

რივალდო აჭარაბეთის ფილმში ლევან მჭედლიძესთან ერთად გამოჩნდება

როგორც გახსოვთ, ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რივალდო, თბილისში ჩამოვიდა და როგორც გაირკვა,

გუშინ, 23:03

დიდი 10: ვიცე-ჩემპიონმა რუსთავში ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10-ის პირველი წრის ბოლო ტური შარშანდელი ფინალისტების მატჩით გაიხსნა.

გუშინ, 22:36

ბარსელონამ ზაფხულისთვის სატრანსფერო პრიორიტეტები შეარჩია

"ბარსელონაში" იმ პოზიციებში გაერკვნენ, რომელთა გაძლიერებასაც ზაფხულში გეგმავენ.

გუშინ, 22:11

ბონუსი, რომელსაც მოურინიო ტოტენჰემის ჩლ-ზე გაყვანის შემთხვევაში მიიღებს

შეგახსენებთ, მოურინიო "ტოტენჰემის" თავკაცად 20 ნოემბერს ოფიციალურად დაინიშნა.

გუშინ, 22:06

გვარდიოლამ მოურინიოს ტოტენჰემში დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

"სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:03

კონტემ სექსთან დაკავშირებით ფეხბურთელებს რამდენიმე რჩევა მისცა

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:46

კლოპი მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ეხმაურება

მოგეხსენებათ, მოურინიო "ტოტენჰემის" მწვრთნელი ოფიციალურად 20 ნოემბერს გახდა.

გუშინ, 21:37

სოლსკიაერი: "საერთოდ არ მანაღვლებს, რომ პოჩეტინო თავისუფალია"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა "ტოტენჰემიდან" მაურისიო პოჩეტინოს წასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:33

აბრამოვიჩმა ჩელსის პოტენციურ მყიდველებს პასუხი შეუთვალა

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

გუშინ, 21:25

პრესამ რონალდუს და ჯორჯინას ქორწილის დეტალები გაასაჯაროვა

პრესამ კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწინების დეტალები გაარკვია.

გუშინ, 21:22

ტერიმ ისაუბრა, თუ რატომ ვერ ათამაშდნენ სალაჰი და დე ბრუინი ჩელსიში

"ჩელსის" ექს-მცველმა, ჯონ ტერიმ მოჰამედ სალაჰსა და კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.

გუშინ, 20:41

დიდი ტრავმიანობა - სიმეონეს მწყობრში მხოლოდ 16 ფეხბურთელი ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:33

კონტე: "ლუკაკუ და ლაუტარო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან"

"ინტერის" მწვრთნელმა რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის როლზე ისაუბრა.

გუშინ, 20:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10