» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ქავთარაძე: ''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''


ქავთარაძე: ''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''

ოთხი თვეა, რაც ნოდარ ქავთარაძე თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. 24 წლის ნახევარმცველი, თბილისურ გუნდში 2017 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

ოთხი თვეა, რაც ნოდარ ქავთარაძე თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. 24 წლის ნახევარმცველი, ჩვენს გუნდში 2017 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

ქავთარაძეს კარიერა რუსეთში აქვს გატარებული და სხვადასხვა დროს რანგით მეორე და მესამე დივიზიონში თამაშობდა. ის მოსკოვის ლოკომოტივის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. შემდეგ იყო, ტუმენი, ტვერის ვოლგა და მაიკოპის დრუჟბა.

ქავთარაძე სოხუმში დაიბადა, საიდანაც ოჯახთან ერთად, თბილისში გადავიდა და 6 წლამდე საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდა. შემდეგ იყო მოსკოვი, სადაც 16 წელი გაატარა.

ლოკომოტივის ვებგვერდთან ინტერვიუში, ქავთარაძე გუნდში არსებულ გარემოზე, რუსეთში გატარებულ პერიოდზე, ეროვნული ლიგის დონეზე, საქართველოში ცხოვრებისა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.

თითქმის ოთხი თვე გავიდა, რაც თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი ხარ. როგორ შეეწყვე გუნდს და გარემოს?
- პირველივე დღიდან, ბიჭებმა მაგრძნობინეს რომ ლოკომოტივის სრულფასოვანი წევრი ვარ. ყველა თბილად დამხვდა და ამ პერიოდში უკვე მათთან ახლო ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა.

ჩემპიონატთან შესაგუებლად კი, საწყისი ტურები საკმარისი აღმოჩნდა. საქართველოში პირველად ვთამაშობ და ყველა დეტალი მაინტერესებს, რომელი გუნდი უფრო ძლიერია, როგორ იქცევიან ფანები ტრიბუნაზე და ა.შ

ქავთარაძე: ''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''


როგორი მოლოდინი გქონდა საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, უფრო ძლიერ ლიგას ელოდი თუ პირიქით?
- ჩამოსვლამდე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში კარგი და ამასთანავე რთული ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი საპირისპიროს მეუბნებოდა.

რაც ვნახე და ვითამაშე, დაძაბული და რთული ჩემპიონატია. არავინ იცის, რომელი გუნდი, რომელს მოუგებს. ჩემპიონატის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ასეთ დაძაბულ მატჩებში, გადამწყვეტი სტაბილურობა იქნებოდა და ახლაც იგივე აზრზე ვარ. ვინც სტაბილურად ითამაშებს, ჩემპიონიც ის გახდება.

რას მიიჩნევ ჩემპიონატის მთავარ მინუსად?
- ინფრასტრუქტურას. საქართველოს ჩემპიონატში ეს მთავარი პრობლემაა. რუსეთშიც ხშირად მითამაშია ხელოვნურსაფარიან მოედნებზე. ეს ბუნებრივიცაა, ყველგან ერთნაირი პირობები ვერ დაგხვდება.

ფეხბურთელისთვის მთავარი კარგი ბაზა და მოედანია. როდესაც სტადიონს, ბაზას და გასახდელს ცუდ მდგომარეობაში ხედავ, ეს ხასიათსა და მოტივაციას გიფუჭებს. როგორც ვიცი, შენდება სტადიონები ბათუმსა და ზუგდიდში, ასევე აპირებენ ახალი სტადიონის აშენებას სამტრედიაშიც. ამ ქალაქებში, აუცილებლად უნდა იყოს მაღალი დონის ინფრასტრუქტურა.

ლოკომოტივში ამ მხრივაც ყველაფერი მომწონს. კლუბს მშვენიერი ბაზა და ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ამასთანავე, გუნდის და სტაფის ყველა წევრი ცდილობს რომ ფეხბურთელებმა პროგრესს მიაღწიონ. განვითარებისთვის აქ შესანიშნავი გარემოა.

ქავთარაძე: ''განვითარებისთვის ლოკომოტივში შესანიშნავი გარემოა''


რუსეთში, რანგით მეორე და მესამე დივიზიონებში თამაშობდი. როგორ ფიქრობ, რა გამოარჩევს ქართველ ფეხბურთელებს რუსებისგან?
- ამ მოკლე პერიოდში რაც ვნახე, საკმარისია იმის სათქმელად, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან. რომ ვუყურებ 18-19 წლის ფეხბურთელებს, ზოგჯერ მიკვირს, როგორ არიან ასეთი ტექნიკურები.

მაგრამ, სამწუხაროდ მხოლოდ ნიჭით მაღალ მიზნებს ვერ მიაღწევ. შრომაში, იგივე რუს ფეხბურთელებს ბევრად ჩამოუვარდებით და ამ ნაკლს თუ გამოვასწორებთ, ბევრად მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

რა არის ყველაზე მთავარი, რაც რუსეთის ჩემპიონატებში თამაშმა მოგცა?
- პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მოსკოვის ლოკომოტივთან გავაფორმე და მეორე გუნდში ვთამაშობდი. სულ, რუსეთში 5 წლის მანძილზე ვითამაშე, როგორც პირველ, ისე მეორე დივიზიონში.

იქ გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა, მთავარი ალბათ შრომა და დისციპლინაა, რომლის გარეშე, მაღალ დონეზე თამაში გამორიცხულია. ამ ყველაფერს დამატებული სისწრაფე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პლიუსია. ეს თვისებები სწორედ რუსეთში შევიძინე.

- რას იტყვი მთავარ მწვრთნელზე, ადვილად შეეჩვიე მის მოთხოვნებს?
- გიორგი დევდარიანის შესახებ ინფორმაცია რუსეთში თამაშის დროსაც მქონდა. ვიცოდი, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი იყო და ამ გუნდებთან ერთად კარგ შედეგს მიაღწია. ასევე, ვიცოდი ისიც რომ გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და კიდევ ბევრი ფეხბურთელი მის ხელში გაიზარდა. ეს ყველაფერი ბევრს მეტყველებს მასზე და კარგია, რომ დევდარიანთან მუშაობის საშუალება მაქვს.
სასიამოვნოა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც აქცენტს ბურთის კონტროლსა და შეტევაზე აკეთებს.
რაც მთავარია, მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ. ფეხბურთელისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

- მოსკოვში 16 წელი ცხოვრობდი. გაგიჭირდა თბილისთან შეგუება?

- აქ ყველაფერი მომწონს. ძალიან ბედნიერი ვარ თბილისში ყოფნით და ცხოვრებით. ამინდი, ხალხი, გარემო, ყველაფერი სასიამოვნოა.

მოსკოვში 16 წელი ვცხვორობდი და არ იყო ადვილი სხვა ქალაქში გადასვლა, თუმცა დეპრესია არ მაქვს, პირიქით, აქ ყველაფერი შესანიშნავადაა.

ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ, მაგრამ თბილისში მყავს ნათესავები და ახლობლები, რომელთაც ხშირად ვნახულობ და ვცდილობ მათთან ბევრი დრო გავატარო.

- რუსეთის პრემიერლიგასა და პირველ დივიზიონში, არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თუ გქონდა მათთან კონტაქტი და ვისთან გაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა?
-ყველაზე ახლოს გიორგი ჯიქიასთან ვიყავი, რომელიც ახლა მოსკოვის სპარტაკში თამაშობს. დღემდე მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთს მუდმივად ვეკონტაქტებით, კარგ თამაშს და გამარჯვებას ვულოცავთ.

გიორგი უკვე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ამ ყველაფერს თავის შრომით მიაღწია. საკმაოდ კარგი იუმორი აქვს, ძალიან პოზიტიური ადამიანია და ფეხბურთელისთვის რაც ყველაზე მთავარია, თავდაჯერებულია.

თავად კი ამბობს, რომ ფეხბურთელი არ შემხვდა ვინც მომატყუაო, მაგრამ იცის, რომ ერთი ასეთი არსებობს, ვინც ხშირად ატყუებდა. ერთად ხშირად ვთამაშობდით და სისწრაფეში ყოველთვის ვჩაგრავდი.

ს.კ ლოკომოტივი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მეკარის უხეში შეცდომა, კაცის გაძევება - დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა და გალიდერდა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "დინამო არენაზე" ერთმანეთს "დინამო თბილისი" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:02

მოურინიო: "ლო ჩელსოს ბრუნო ფერნანდეშში არ გავცვლიდი"

მოგეხსენებათ, გასულ ზამთარს ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.

გუშინ, 22:21

"გუნდს მესის გარეშე გაუჭირდება", - ბარსელონას ექს-პრეზიდენტი

"ბარსელონას" ექს-პრეზიდენტი, სანდრო როსელი კლუბიდან ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:15

ბარსელონამ იუვენტუსს ხმაურიანი გაცვლა შესთავაზა

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "იუვენტუსს" საკმაოდ საინტერესო წინადადებით მიმართა.

გუშინ, 22:10

"არ გამიკვირდება, თუ მანჩესტერი სანჩოს დაიმატებს", - იორკი

დუაიტ იორკმა განაცხადა, რომ "ეშმაკუნებს" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოს შეძენა უღირთ.

გუშინ, 22:06

ბუფონი: "მინდა სკოლა დავამთავრო, 30 წელიწადია ამის გამო მშობლებს ტვინი მიაქვთ"

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:02

თანხმობა იუვენტუსს, ნაპოლის ხელმძღვანელობა გაბრაზებულია

"ნაპოლის" თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი "იუვენტუსში" გადასვლას დათანხმდა.

გუშინ, 21:46

"არსენალმა ობამეიანგის შენარჩუნებისთვის სხვები უნდა გაწიროს", - ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ალან სმიტმა "არსენალის" ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა.

გუშინ, 21:42

იკარდი: "პირველივე დღიდან მინდოდა პსჟ-ში დარჩენა"

მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენში" დარჩენა პირველივე დღიდან უნდოდა.

გუშინ, 21:27

ESPN: ობამეიანგმა არსენალს მთხოვნები წაუყენა

"არსენალი" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

გუშინ, 21:18

შეთავაზება მზადაა, ინტერი ალექსის სანჩესის შესყიდვას გეგმავს

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი "ინტერში" იჯარით ასპარეზობს.

გუშინ, 21:13

ჰოლანდი მომავალი სეზონიდან დორტმუნდში ახალი ნომრით იასპარეზებს

"დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას ახალი ნომრით დაიცავს.

გუშინ, 20:36

"კლუბის მოდელის გამარტივებაა საჭირო", - ბარსელონას ექს-პრეზიდენტი

"ბარსელონას" ექს-პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კლუბის სტრუქტურაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:30

"კლუბში ყველა ბედნიერია", - კანი სანეს ბაიერნში გადასვლას გამოეხმაურა

ოლივერ კანმა "ბაიერნში" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ლეროი სანეს გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:25

შეთავაზება მზადდება, ჩელსი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

"ჩელსი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კაი ჰავერცისთვის ბრძოლას აგრძელებს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გუშინ, 19:30

კეპა არისაბალაგას მორიგი მსურველი გამოუჩნდა

"ჩელსის" გოლკიპერი, კეპა არისაბალაგა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გუშინ, 19:12

კიტეიშვილი და ტაბიძე ავსტრიასა და რუსეთში კვლავ გამორჩეულები არიან

ქართველი ფეხბურთელები ჯემალ ტაბიძე და ოთარ კიტეიშვილი იმ ქვეყნებში, სადაც თამაშობენ, კვლავ გამორჩეულები არიან.

გუშინ, 18:57

ბელგიაში ფეხბურთი დაბრუნდა: ქვილითაიამ პირველივე მატჩში გაიტანა [VIDEO]

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ბელგიაში ფეხბურთი განახლდა და გუნდები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.

გუშინ, 17:13

ხაბიბის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი, აბდულმანაპი 57-წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი - კორონავირუსი.

გუშინ, 16:34

დემბელეს უცვლელი მეწყვილე ლაზარეთში - უმტიტიმ მორიგი ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი კვლავ ტრავმირებულია.

გუშინ, 16:23

მოურინიოს კოშმარული შედეგი ტოტენჰემში

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის განვლილ ტურში "ტოტენჰემი" დამარცხდა "შეფილდ იუნაიტედთან", ანგარიშით 1:3.

გუშინ, 16:01

დე ბრუინმა ბუნდესლიგაში დამყარებული პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" განადგურებაში მონაწილეობა მიიღო კევინ დე ბრუინმაც, რომელმაც მოწინააღმდეგეს 11-მეტრაინი გაუტანა.

გუშინ, 15:48

გვარდიოლა: მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველის მწვრთნელი ვარ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა:

გუშინ, 15:36

მიზეზი, რის გამოც ბართომეუს არ სურს ხავის დანიშნვა

პრესაში აქტიურად იწერება კიკე სეტიენის "ბარსელონადან" გათავისუფლების შესახებ. ესპანეთი თავკაცის პოტენციურ შემცვლელად

გუშინ, 15:26

ლივერპული? არა, მაგრამ ტიაგო ბაიერნს უკვე დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, პრესა აქტიურად წერს მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში"

გუშინ, 15:15

პირველი სისხლი - ის, რასაც სტერლინგი 5 წელი ვერ ახერხებდა

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ფარგლებში "მანჩესტერ სიტიმ" გაანადგურა "ლივერპული", ანგარიშით 4:0.

გუშინ, 14:42

Nike-მა ბარსელონას ახალი ფორმა გაყიდვიდან ამოიღო, მიზეზი - დაბალი ხარისხი

Nike-ის ოფიციალურ მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში უნდა შესულიყო "ბარსელონას" ახალი ფორმა, მაგრამ ასე არ მოხდა.

გუშინ, 14:29

ნოიერსა და ობლაკზე წინ - კურტუას საუკეთესო შედეგი ევროპის ტოპ-5 ლიგაში

"ხეტაფესთან" მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას ლა ლიგაში 16 მშრალი მატჩი დაუგროვდა.

გუშინ, 14:09

ნევილმა სიტი-ლივერპულის ყველაზე სუსტი მოთამაშის შესახებ: "სრული კოშმარი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" შეხვედრის ყველაზე სუსტი მოთამაშე დაასახელა:

გუშინ, 13:52

მშვიდობით, კოუტინიო - სანეს ნომერი ბაიერნში ცნობილია

ადიდასის ოფიციალური ტვიტერის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის, ლეროი სანეს სათამაშო ნომერი ცნობილია.

გუშინ, 13:42
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10