ჯანომ როსტოვი ერთ-ერთ იტალიურ გუნდს შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯანომ როსტოვი ერთ-ერთ იტალიურ გუნდს შეადარა


ჯანომ როსტოვი ერთ-ერთ იტალიურ გუნდს შეადარა

მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ "როსტოვთან" გასამართი შეხვედრის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა "როსტოვი" ერთ-ერთ იტალიურ კლუბს შეადარა.

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ "როსტოვის" ძლიერი დაცვა გავარღვიოთ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, გამარჯვება საჭიროა.

იმ შემთხვევაში, თუ სწრაფი გოლის გატანას მოვახერხებთ, მაშინ თამაში გაიხსნება. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ეს მატჩი ურთულესი იქნება. 

"როსტოვი" არის გუნდი, რომელიც რუსეთში თავს ყველაზე კარგად იცავს. ის ისეა, როგორც ტურინის "იუვენტუსი".

"როსტოვსა" და "კრასნოდარს" შორის გამართულ შეხვედრას ვუყურე და დავინახე, რომ "როსტოვის" მოთამაშეებს საკმაოდ ბევრი შეტევა ჰქონდათ. მათ შორის იყო პოლოზას და აზმუნის მომენტებიც. უბრალოდ მათ არ გაუმართლათ და გოლი ვერ გაიტანეს", - განაცხადა ჯანო ანანიძემ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ანანიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები