უჩა ლობჟანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მა ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდში "ატირაუს" ქართველი მცველი, უჩა ლობჟანიძე შეიყვანა.
"უჩა დაცვაში პარტნიორებთან ერთად უშეცდომო იყო და "ქაირათის" თავდამსხმელების შეტევებს კარგად ანეიტრალებდა," - წერს საიტი ჩვენებურზე.
"ატირაუმ" უკანასკნელ ტურში სწორედ კახა ცხადაძის "ქაირათი", 2-1 დაამარცხა. მეორე გოლი ქართველი მწვრთნელის გუნდის კარში ვლადიმირ დვალიშვილმა გაიტანა.