ვაჟა ტაბატაძე: „სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია“



ვაჟა ტაბატაძე იმ ფეხბურთელთა შორისაა, ვინც ქუთაისური გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. 22 წლისას უკვე ბევრჯერ დაუმტკიცებია საფეხბურთო მოედანზე თუ რაოდენ საჭირო მოთამაშეა. დასანანია, რომ ამ ეტაპზე, „ტორპედო“ მის გარეშე ატარებს მატჩებს, გეცოდინებათ, მან მარჯვენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ეს მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურა 3 კვირის წინ, სტამბულში ჩატარდა, ახლა იგი სარეაბილიტაციო კურსს გადის, პარალელურად კი, მიუხედავად ყავარჯნებით სიარულისა, შეძლებისდაგვარად, „ტორპედოს“ ვარჯიშებსაც ესწრება და თანაგუნდელებთან სიახლოვეს არ კარგავს. - როგორ შეაფასებ თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას? - ძალიან კარგად, ვიცოდი, რომ მაღალი დონის სპეციალისტები მემსახურებოდნენ და სანერვიულო ნაკლებად მქონდა. როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგაც, თითქმის, ყოველ წუთს ყურადღების ქვეშ ვიყავი. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისშოთა არველაძის მიმართ, რომელმაც თურქეთში ყოფნისას ყველანაირი დახმარება გამიწია, რაც კი დამჭირდა. იქ ჩასვლისთანავე შოთასთან მივედით, რომელმაც მისი გაწვრთნილი „კასიმფაშას“ მთავარ ექიმს გამასინჯა და მეორე დღეს მანვე წამიყვანა კლინიკაში, სადაც გუნდის ექიმი ყოველდღე მოდიოდა მოსანახულებლად და ვითარების გასაკონტროლებლად, რისთვისაც უღრმესი მადლობა შოთას. - როგორ მიდის სარეაბილიტაციო კურსი? ვხედავ, ყავარჯნებით დადიხარ, თავიდან ძალიან გაგიჭირდებოდა მასთან „დამეგობრება“... - რასაკვირველია, სარეაბილიტაციო კურსებით გათვალისწინებულ პროცედურებს ზედმიწევნით ვასრულებ და თანდათან შედეგსაც ვგრძნობ. თვენახევარში კიდევ მომიწევს გასასინჯად თურქეთში ჩასვლა და ალბათ, იმ დროისთვის ყავარჯნებსაც მოვიშორებ, მართალია, მათ ტარებას ძნელად ვეგუები, მაგრამ სხვა რა გზაა?! - ყოველდღიური რეჟიმი როგორი გაქვს? - ძირითადად ვწევარ, დროგამოშვებით კი, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებ. პირველად ვმკურნალობ ამგვარ ტრავმას და ცოტა არ იყოს, რთულია ჩემთვის ასეთი ცხოვრების წესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმენა მომიწევს. ორ დღეში განსხვავებული ტიპის ვარჯიშები ჩამომივა, რომელთა დანიშნულება უშუალოდ ტრავმირებული მუხლის აღდგენა იქნება. - ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის ითამაშებ ფეხბურთს, თუ მკურნალობა ასევე კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, ვარჯიშის დაწყებას რამდენ ხანში შეძლებ? - როგორც ვიცი, ეს ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია და მათ მაგალითზე ვამბობ, რომ, სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, მიმდინარე სეზონში ვეღარ დავეხმარები ჩემს გუნდს. მკურნალობის კარგად განვითარების შემთხვევაში, ღმერთის ნებით, ხუთ თვეში დავიწყებ ვარჯიშს. - ბუნებრივია, ძალიან განიცდი ყოველივეს, როგორ ცდილობ ამ უსიამოვნების შემსუბუქებას? ვისი ან რისი დახმრებით? - ამას, მარტო ჩემით ვერ მოვახერხებ, მეგობრები და ახლობლები გვერდში მიდგანან, რაც შეუძლიათ და მათზეა დამოკიდებული, ყველანაირად მეხმარებიან ამ მძიმე პერიოდის გადასატანად. - რამდენად გრძნობ ტორპედოს ყურადღებას? - სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია და ყოველდღიურად ვგრძნობ კლუბის თანადგომას, თურქეთში „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილთან ერთად ვიყავი და როგორც ის, ასევე, კლუბის სხვა ხელმძღვანელებიც დიდად დაინტერესებულნი არიან ჩემი მდგომარეობით. ასევეა გუნდის წევრებიც. ძალიან გამიხარდა, როცა გორის „დილასთან“ მატჩში ჩემი თანაგუნდელები ჩემს მხარდასაჭერ მაისურებში გამოვიდნენ მოედანზე. - ქუთაისელ გულშემატკივრებში აქტუალურია შენი ტრავმის თემა. ისინი თვლიან, რომ „ტორპედოს“ ძალიან აკლიხარ... - დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმ ერთგული დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩემდამი იჩენენ. მთავარია, რომ, როცა გამოვჯანმრთელდები, საქმით გადავუხადო მადლობა. - თვალს თუ ადევნებ „ტორპედოს“ თამაშებს და როგორ ფიქრობ, რა არის ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზი? - დიახ, სახლის თამაშებზე დავდივარ, გასვლით მატჩებს კი ინტერნეტის მეშვეობით ვუყურებ. ვფიქრობ, თბილისის „დინამოსთან“ მარცხმა, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა გუნდზე, სათავე დაუდო დანარჩენ წაგებულ მატჩებს. მას მერე დაღლაც დაეტყო „ტორპედოს“, თუმცა მჯერა, მალევე დასრულდება ეს ჩავარდნა. - დიდი მადლობა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. წყარო: FCTORPEDO.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გია ცეცაძე: "ჩემს ფეხბურთელს ხელით შეეხონ? - ამას არავის ვაპატიებ და ხვალაც ასეთი რეაქცია მექნებოდა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გადაცემაში "ბურთი და მოედანი" კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:42

დორტმუნდის მწვრთნელი: "წარმოუდგენელი რამ მოხდა"

"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიან ფავრემ "პადებორნთან" ნათამაშები 3:3 მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:32

იაშვილი: " ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთა ლიგის ფინალს, გასვლის შემთხვევაში საქართველო უმასპინძლებს.

დღეს, 03:08

გვარდიოლა: "რატომ ფიქრობთ, რომ აქ ბედნიერი არ ვარ?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მის წასვლაზე თქმულ ჭორებს გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

ლამპარდმა მოურინიო გააკრიტიკა: "მან ტყუილი თქვა"

მოურინიოს "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ, სკანდალები დაიწყო, ამჯერად, ფრენკ ლამპარდთან.

დღეს, 03:01

კლოპი შაქირიზე: "რატომ უნდა ვისაუბრო ისეთ თემებზე, რაც არ მაინტერესებს?"

არის საუბრები, რომ უთამაშებლობის გამო, შვეიცარიელი შემტევი ხერდან შაქირი "ლივერპულს" დატოვებს.

დღეს, 02:56

როდის დაუბრუნდება კრიშტიანო რონალდუ მოედანს?

მაურისიო სარიმ დადასტურა, რომ კრიშტიანო რონალდუ "ატალანტასთან" მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 02:52

სილვა: "ფაბინიოს მსგავსად, გუნდში მასაც ადაპტაცია სჭირდება"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოისე კინმა "იუვენტუსი" დატოვა და "ევერტონს" მიაშურა.

დღეს, 02:49

სიტისთან მატჩში ჩელსის ლიდერი უბრუნდება

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:44

პსჟ-მ იკარდის და დი მარიას გოლებით მოიგო - ნეიმარი დაბრუნდა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "პსჟ"-სა და "ლილს" შორს, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

დღეს, 02:13

როისმა დორტმუნდი სირცხვილს გადაარჩინა [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგაში გაიმართა უხვგოლიანი და დრამატული მატჩი "დორტმუნდსა" და "პადერბორნს" შორის.

დღეს, 02:00

"მან რეალი კიდევ უფრო დიდ კრახს გადაარჩინა", - რონალდომ მადრიდში ფავორიტი მოთამაშე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდომ, მადრიდის "რეალში" ფავორიტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 00:13

ლამპარდმა დაასახელა გუნდი, რომელსაც არასდროს გაწვრთნის

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა დაასახელა გუნდი, რომელსაც ის არასდროს ჩაუდგება სათავეში:

გუშინ, 23:56

მოურინიომ ტოტენჰემში პირველი ფეხბურთელი აითვალწუნა

Daily Mail-ის თანახმად, ცნობილია პირველი ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც "ტოტენჰემს" იანვარში დატოვებს.

გუშინ, 23:41

"იქაურობა ძალიან მიზიდავს", - სუარესმა მომავალი გუნდი უკვე შეარჩია?

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:33

კვირას ჩემპიონთა თასზე სამ ბორჯღალოსანს ვიხილავთ

კვირას ჩემპიონთა თასის მეორე ტურის უკანასკნელ მატჩში ფრანგული "მონპელიე" ინგლისურ "გლოსტერს" უმასპინძლებს.

გუშინ, 23:20

რივალდო აჭარაბეთის ფილმში ლევან მჭედლიძესთან ერთად გამოჩნდება

როგორც გახსოვთ, ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რივალდო, თბილისში ჩამოვიდა და როგორც გაირკვა,

გუშინ, 23:03

დიდი 10: ვიცე-ჩემპიონმა რუსთავში ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10-ის პირველი წრის ბოლო ტური შარშანდელი ფინალისტების მატჩით გაიხსნა.

გუშინ, 22:36

ბარსელონამ ზაფხულისთვის სატრანსფერო პრიორიტეტები შეარჩია

"ბარსელონაში" იმ პოზიციებში გაერკვნენ, რომელთა გაძლიერებასაც ზაფხულში გეგმავენ.

გუშინ, 22:11

ბონუსი, რომელსაც მოურინიო ტოტენჰემის ჩლ-ზე გაყვანის შემთხვევაში მიიღებს

შეგახსენებთ, მოურინიო "ტოტენჰემის" თავკაცად 20 ნოემბერს ოფიციალურად დაინიშნა.

გუშინ, 22:06

გვარდიოლამ მოურინიოს ტოტენჰემში დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

"სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:03

კონტემ სექსთან დაკავშირებით ფეხბურთელებს რამდენიმე რჩევა მისცა

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:46

კლოპი მოურინიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ეხმაურება

მოგეხსენებათ, მოურინიო "ტოტენჰემის" მწვრთნელი ოფიციალურად 20 ნოემბერს გახდა.

გუშინ, 21:37

სოლსკიაერი: "საერთოდ არ მანაღვლებს, რომ პოჩეტინო თავისუფალია"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა "ტოტენჰემიდან" მაურისიო პოჩეტინოს წასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:33

აბრამოვიჩმა ჩელსის პოტენციურ მყიდველებს პასუხი შეუთვალა

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

გუშინ, 21:25

პრესამ რონალდუს და ჯორჯინას ქორწილის დეტალები გაასაჯაროვა

პრესამ კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწინების დეტალები გაარკვია.

გუშინ, 21:22

ტერიმ ისაუბრა, თუ რატომ ვერ ათამაშდნენ სალაჰი და დე ბრუინი ჩელსიში

"ჩელსის" ექს-მცველმა, ჯონ ტერიმ მოჰამედ სალაჰსა და კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.

გუშინ, 20:41

დიდი ტრავმიანობა - სიმეონეს მწყობრში მხოლოდ 16 ფეხბურთელი ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:33

კონტე: "ლუკაკუ და ლაუტარო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან"

"ინტერის" მწვრთნელმა რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის როლზე ისაუბრა.

გუშინ, 20:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10