ავტორიზაცია

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017
თარიღი 24 May 2017, 02:40
დასრულდა დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ბადმინტონსა და 3x3 კალათბურთში ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსზონალური თამაშები ფრენბურთში.

ბადმინტონსა და 3x3 კალათბურთს ქუთაისმა უმასპინძლა. ზონალურ თამაშებში მონაწილეობას რეგიონის ჩემპიონი გუნდები იღებდნენ. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ შემდეგი გუნდები: ბადმინტონი (ვაჟები) - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა; ბადმინტონი (გოგონები) - N21 საჯარო სკოლა. 3X3 კალათბურთი (ვაჟები) - ქუთაისის N3 საჯარო სკოლა. 3X3 კალათბურთი (გოგონები) - დაბა ხულოს საჯარო სკოლა.

აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების გამარჯვებულები კი გახდნენ ვაჟებში დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა ხოლო გოგონებში ბოლნისის N1 საჯარო სკოლა. აღნიშნული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის დასკვნით (ფინალურ) თამაშებში, რომელიც ივნისის თვეში, ქუთაისში გაიმართება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017

R