» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის განცხადება



როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მე ვისაუბრე ქართულ საფეხბურთო ოჯახში შექმნილ პრობლემებზე და ამ პრობლემების წარმოქმნის მიზეზებზე, სადაც არადამაკმაყოფილებლად შევაფასე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა და მიუღებლად მივიჩნიე საფეხბურთო ოჯახის სათავეში რეალური ძალის არმქონე პრეზიდენტის ყოფნა, რომლის უნიათო საქმიანობის მწვერვალი გახლდათ ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული სტრუქტურის მიერ მიღებული ამასწინანდელი გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი დარტყმის ქვეშ დააყენა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს მოწყობის ისეთი ქვაკუთხედი, რასაც საკონტრაქტო სისტემა წარმოადგენს. ჩემი ღრმა რწმენით, ფედერაცია დღეისათვის არა ფეხბურთის მსახურების სახლად, არამედ ვიწრო, პირადი და ხშირ შემთხვევაში მერკანტილური ინტერესების რეალიზების საშუალებად იქცა. აქტუალურია საფეხბურთო კლუბების არათანაბარი დაფინანსების ძალიან მტკივნეული თემა. მაშინ, როდესაც საფეხბურთო ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაწევის ყოვლისმომცველი და სამართლიანი დახმარების მოლოდინშია, საფეხბურთო კლუბის ბედი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონსა თუ რეგიონში მოქმედი ჩინოვნიკის სიმპატია-ანტიპატიაზე და მის ურთიერთობაზე სამთავრობო სტრუქტურებთან. სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ ქართული ფეხბურთის წინაშე არსებული მრავალი, მათ შორის, გარიგებული მატჩებისა და სხვადასხვა მაქინაციების პრობლემების სათავე. ფედერაციამ ფეხბურთის წინაშე არსებული პრობლემები ვერც სახელმწიფოსთან მოაგვარა. შექმნილი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, მე ვურჩიე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ქართული ფეხბურთისათვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევის მიზნით, თავისივე სურვილით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. მისი მხრიდან ამ რჩევის არგამოყენების შემთხვევაში, დავიტოვე უფლება თავად წავსულიყავი კლუბიდან. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული უფლებით და გაუწყებთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩემი გადადგომისა და კლუბიდან წასვლის შესახებ. აქვე მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, რომ ვრჩები საკუთარი სიტყვისა და პირობის ერთგული - თანამდებობიდან წასვლამდე ვამტკიცებ კლუბის ბიუჯეტს, რაც უზრუნველყოფს გუნდის შეუფერხებელ ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მართვის ფუნქციას დღეიდან კლუბის მენეჯმენტი განახორციელებს. რაც შეეხება კლუბის შემდგომ ბედს, ის, როგორც ეს ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა გაცხადებული, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საკუთარ თავზე აღებული და საჯაროდ გაჟღერებული თანადგომის ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ეს საკითხი კლუბის მენეჯმენტთან დამატებითი განხილვის საგანი გახდება. საჯაროდ ვაცხადებ იმის თაობაზე, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დღეიდან აღარ მივიჩნევ საფეხბურთო ცხოვრების მარეგულირებელ ინსტანციად. აქვე გეტყვით, რომ კლუბიდან წასვლის მიუხედავად, ჩემს მიზანს სულაც არ წარმოადგენს ფეხბურთიდან წასვლა და საფეხბურთო ცხოვრებიდან განზე დგომა. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ქართულ ფეხბურთში მეგულება ძალიან ბევრი წესიერი და ამავე დროს კომპეტენტური ადამიანი, რომელთაც აწუხებთ და სტკივათ სადღეისოდ არსებული მდგომარეობა. გაძლევთ პირობას, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ჯანსაღ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის საქმეში, რათა საერთო ძალისხმევით ქართულ საფეხბურთო ოჯახში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარს, როგორც ზესტაფონში, ასევე მთელ საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ! მეამაყება, რომ უამრავი ადამიანისთვის"ზესტაფონი" გახდა ერთგვარი სიმბოლო ფეხბურთის კეთილსინდისიერი მსახურების და საქმის სუფთა ხელებით კეთებისა. ილია კოკაია, http://fczestafoni.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნევილმა სიტი-ლივერპულის ყველაზე სუსტი მოთამაშის შესახებ: "სრული კოშმარი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" შეხვედრის ყველაზე სუსტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 13:52

მშვიდობით, კოუტინიო - სანეს ნომერი ბაიერნში ცნობილია

ადიდასის ოფიციალური ტვიტერის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის, ლეროი სანეს სათამაშო ნომერი ცნობილია.

დღეს, 13:42

ფაბრეგასი: "იმის გათვალისწინებით, რომ სამი დღეა არ უძინიათ, ლივერპული ძალიან კარგად თამაშობს"

„მანჩესტერ სიტისთან" მატჩში „ლივერპულის" გამანადგურებელ მარცხს, ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ირონიულად გამოეხმაურა.

დღეს, 12:50

რივალდო: "ვერ ვხვდები, რატომ ეძლევა გრიზმანს ასე მცირე სათამაშო დრო"

„ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ, ანტუან გრიზმანის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:30

პრაქტიკულად შეთანხმებულია! ტიაგო ალკანტარა ახალ გუნდს უახლოვდება - SPORT

კატალონიური გამოცემა Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 12:15

ბაიერნმა სიტის მოუბოდიშა

მიუნხენის „ბაიერნმა" „მანჩესტერ სიტის" ლეროი სანეს სურათის ნაადრევი გამოქვეყნების გამო, ბოდიში მოუხადა.

დღეს, 12:00

"პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა", - სანეს პირველი კომენტარი ბაიერნში გადასვლის შემდეგ

ნახევარმცველმა ლეროი სანემ „მანჩესტერ სიტიდან" „ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 11:55

კლოპი: "თუ იმის თქმა გინდათ, რომ კონცენტრირებულები არ ვიყავით, მიდით, მაგრამ მე გუნდის განწყობა მომეწონა"

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მანჩესტერ სიტისთან" განადგურებაზე (0:4) ისაუბრა.

დღეს, 11:49

VIDEO: გუნდური თამაშის მარგალიტი! ატალანტას ულამაზესი გოლი ნაპოლის კარში

ჯანპიერო გასპერინის გუნდმა „ნაპოლის" ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 11:23

ლინეკერი: "ვიწყებ ფიქრს, რომ ლივერპული ქაფის ბუშტი იყო"

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, „ლივერპულის" „სიტისთან" გამანადგურებელ წაგებას კომენტარი „ტვიტერში" გაუკეთა.

დღეს, 11:19

ოფიციალურად: ლეროი სანე - ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაეირნმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლეროი სანეს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 11:16

ჩილეს ნაკრების ექს-ფეხბურთელს 4-წლიანი ციხე, ვარსკვლავების ბინის ძარცვისთვის მიესაჯა

ჩილეს ნაკრების ექს-ფეხბურთელს, ნიკოლას კარასკო ოვიედოს, თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

დღეს, 10:58

ზიდანი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ლეო მესის „ბარსელონადან" შესაძლო წასვლის ინფორმაციას გამოეხმაურა.

დღეს, 10:52

"იმედგაცრუების უკეთ მიღებას თუ არ მივეჩვიე, შეიძლება ფეხბურთიდან ვერასდროს წავიდე", - ბუფონი

„იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ისაუბრა, თუ რატომ აგრძელებს საფეხბურთო კარიერას.

დღეს, 10:45

გვარდიოლა: "უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ლივერპულის" განადგურებაზე (4:0) ისაუბრა.

დღეს, 10:40

ლივერპულმა არსენალის 22-წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ" „ლივერპული" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 10:36

3 მიზეზი, რის გამოც მესი ბარსელონადან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

ესპანური გამოცემა Cadena SER იტყობინება, რომ „ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ლიონელ მესი გუნდიდან წასვლას აპირებს.

დღეს, 10:29

შეთანხმება მიღწეულია! ბარსელონაში ხავი ინიშნება - Mundo Deportivo

„ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდში მწვრთნელად ინიშნება.

დღეს, 10:26

როგორი სტატისტიკით დატოვა ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისი?

დღეს, "დინამო თბილისის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ლევან მჭედლიძემ" გუნდი დატოვა.

დღეს, 04:16

დე ბრუინი ანრის ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 5:0 გაანადგურა.

დღეს, 04:05

ლეო მესი ბარსელონას დატოვებს?

კატალონიის "ბარსელონაში" არეული სიტუაციაა და ამას მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მოსვლას უკავშირებენ.

დღეს, 04:02

ზიდანი: "ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები მოთამაშეები არიან"

"ხეტაფესთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:00

გვარდიოლა 4:0 მოგების შემდეგ: "ამ კვირაში ლივერპულმა ბევრი ლუდი დალია"

"ლივერპულთან" მოგებული 4:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

დღეს, 02:58

კლოპი: "სიტისთან მატჩს ჩემი ფეხბურთელები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" 4:0 განადგურდა.

დღეს, 02:54

სტერლინგი ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ: "მომდევნო სეზონი დღეს დაიწყო!"

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა "ლივერპულთან" მოგებული 4:0 მატჩი შეაფასა.

დღეს, 02:49

მოურინიო VAR-ს გადაეკიდა: "როცა ლამაზი თამაშია, ეს ყველაფერს აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "შეფილდი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:46

20 დარტყმა, 20 გოლი - რამოსის ბრწყინვალე შედეგი

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალმა" თანაქალაქელი "ხეტაფე" სერხიო რამოსის პენალტით დაამარცხა.

დღეს, 02:42

რეალისა და ხეტაფეს მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:39

კლოპის ლივერპულს ისტორიაში 2 მძიმე მარცხი აქვს, ორივე გვარდიოლასთან

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 02:33

სერხიო რამოსმა რეალს კიდევ ერთი მატჩი მოაგებინა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ხეტაფე" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:59
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10