ავტორიზაცია

უილშირი თვენახევარი იუქმებს

უილშირი თვენახევარი იუქმებს
თარიღი 18 Mar 2013, 19:17
"არსენალის" ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს. დღეს, "მეთოფეების" იმედი, პრემიერ ლიგის მეოთხე ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, უფრო შეირხა იმ მიზეზის გამო, რომ უილშირს კოჭის ტრავმა გაუმიზეზდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ტრავმას იშუშებდა ახალგაზრდა ფეხბურთელი 16 თვე. ასე რომ, ნახევარმცველი საკუთარი გუნდის დახმარებას, როგორც მინიმუმ, მაისის თვის დასაწყისამდე ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა, უილშირი მოედანზე დაბრუნების იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ საკუთარ გუნდს სეზონის დასრულებამდე დარჩენილ რამოდენიმე შეხვედრაში დაეხმარება. წყარო: Goal.com