» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

კალაძე: "მადლობა ღმერთს, რომ ჩელსიში შევჩენკოსთან არ გადავედი!"


კალაძე:

"მილანისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, Матч ТВ-თან ინტერვიუში მის დღევანდელ ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერის წლებზე ისაუბრა.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
- ყოველდღე ძალიან ადრე ვიღვიძებ. სადღაც რვის ნახევარზე. რა თქმა უნდა, ვვარჯიშობ. შეიძლება ითქვას, ყოველდღე. ამის შემდეგ, მივდივარ სამსახურში და შეხვედრებს ვატარებ. ჩვენ ბევრი ჰესები და ქარის სადგურები ავაშენეთ(კალაძე ენერგეტიკის მინისტრი 2012 წლიდანაა). ვუყურებ მუშაობის პროცესებს. აქ, საქართველოში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს.

- სად ვარჯიშობ?
- ძირითადად, სატრენაჟორო დარბაზში, რათა ფორმა შევინარჩუნო. როგორც წესი, ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ წონაში მალე იმატებენ. 2012 წელს, როცა ფეხბურთის თამაში დავასრულე, მალევე 10-12 კილოგრამი მოვიმატე. ვდგებოდი, ვიყურებოდი სარკეში და საშინელი შესახედავი იყო და ასევე, უსიამოვნო გრძნობაც მქონდა.

- დღის განმავლობაში რამდენი საათი გძინავს?
- ძალიან, ძალიან ცოტა. მძიმე მუშაობის შემდეგ, ხშირად სახლში გამთენიის 2-3 საათზე მივსულვარ. ყოფილა დრო, როცა თუ 1 საათს დავიძინებდი, კარგ დღედ ვთვლიდი.

- რამდენი ხანი დაგჭირდათ, ენერგეტიკის სფეროში კარგად რომ გარკვეულიყავით?
- სიმართლე გითხრათ, ეს არ ყოფილა რთული. მთავარი, რაც ამ სფეროშია, უნდა აიყვანო ისეთი ხალხი შენს დამხმარედ, რომელთაც ეს საქმე კარგად ესმით და იციან ყველაფერი.

- რა არის ყველაზე მძიმე თქვენს სამუშაოში?
- პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით ზამთარში. სექტემბრიდან მარტის დასასრულამდე ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან: რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან, სომხეთისგან და თურქეთისგან - ყველაფერი ფასზეა დამოკიდებული. ამავე დროს, საქართველოს ამ მხრივ შეუძლია დამოუკიდებელი გახდეს. ვართ პატარა ქვეყანა, თუმცა გვაქვს 25 ათასი მდინარე. აქედან, 300-ზე შეგვიძლია შევქმნათ ჰიდროელექტროსადგური და ამით, დაინტერესებულია ეკონომიკის სამინისტრო. ამას ვგეგმავთ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, რადგან გვსურს, ქვეყანას საკუთარი ელექტროენერგია ჰქონდეს დროის ნებისმიერ მონაკვეთში. იმდენი რესურსი გვაქვს, რომ შეგვიძლია ექსპორტიც კი გავაკეთოთ.

- რატომ წახვედით პოლიტიკაში?
- თავდაპირველად, ამ კითხვას მუდმივად მისვამდნენ. ვცხოვრობდი 12 წელი იტალიაში და ვიყავი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. მაქვს ოჯახი, მყავს შვილები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, შვებულებას "მილანში" თამაშის დროს ყოველთვის საქართველოში ვატარებდი, რადგან ეს ქვეყანა ჩემთვის ყველაფერია. საქართველოს გარეშე ვერასდროს ვიცხოვრებ. ყველას გაეცინა და მითხრეს: "შენ დაისვენე და ახლა მოხვედი საქართველოში", მაგრამ მათ ვუთხარი, რომ ამ პერიოდშიც ძალიან მენატრებოდა ჩვენი ქვეყნები. იმ დროს ჩვენთან მძიმე სიტუაცია იყო, განსაკუთრებით 2007 წელს, რადგან სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არ გქონდა უფლება, გქონოდა განსხვავებული შეხედულება, თორემ გარანტირებული გქონდა რეპრესია. გასული 9 წლის განმავლობაში, საქართველოში მსჯავრდებული 300,000 ადამიანი იყო, რაც უზარმაზარი რიცხვია. ამ მხრივ, ევროპაში პირველ ან მეორე ადგილზე ვიყავით, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე. გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ყველაფერი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კოალიცია "ქართული ოცნება", ხოლო ამავე წელს მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და მოვიგეთ.

- რას აკეთებთ თქვენი ხელფასით?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. არ ვიღებ ხელფასს და ვეხმარები სხვადასხვა ხალხს, ვისაც ეს სჭირდება.

კალაძე: "მადლობა ღმერთს, რომ ჩელსიში შევჩენკოსთან არ გადავედი!"


- როდესაც "მილანში" გადახვედი, მნიშვნელოვანი იყო შევჩენკოსთან ერთად გეთამაშა?
- არა, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. იმ პერიოდში, როდესაც შევჩენკოს აკვირდებოდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ვთამაშობდით. მთავარი მწვრთნელი ლობანოვსკი იყო. ძალიან ძლიერი პიროვნება და მწვრთნელი. ამის შემდეგ, მოხდა ისე, რომ მოლაპარაკებები "ბაიერნთანაც" მქონდა, გავფრინდი მიუნხენში და დავბრუნდი უკან. ამის შემდეგ, მოსკოვში "დინამოსთან" ერთად თანამეგობრობის თასი მოვიგე და ვიცოდი, რომ თითქმის უკვე "მილანის" წევრი ვიყავი. მათ მითხრეს: "წადი, დააკვირდი, თუ კმაყოფილი იქნები - დარჩები".

- დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება?
- როდესაც მივიღე წინადადება, ჩავედი, გავიარე სამედიცინო შემოწმება და ხელი ახალ, ხუთწლიან კონტრაქტზე მოვაწერე. მაშინაც კი, როდესაც ამხელა გრანდი გთავაზობს ტრანსფერს, საჭიროა დაფიქრება. 10 წლის განმავლობაში უძლიერესი გუნდი გვყავდა. ყველაფერი მოვიგეთ, რაც შეიძლებოდა. ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ სუპერთასი, საერთაშორისო თასი, სკუდეტო, იტალიის სუპერთასი. მინდა, ქართველმა ფეხბურთელებმაც მიაღწიონ იმას, რასაც მე.

- ყველაზე კაშკაშა მომენტი შენი იტალიური კარიერიდან?
- ჩემპიონთა ლიგის მოგება პირველად. წარმოუდგენელი სიხარული იყო. იმ ღამეს ვერ დავიძინე. ძალიან, ძალიან ლამაზი დღე იყო. ასევე, დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის დერბი დე ლა მადონინა, როდესაც "ინტერს" 6:0 მოვუგეთ.

- შევჩენკომ "მილანში" ჩატარებული პირველი ვარჯიშების შემდეგ თქვა, რომ ეს გახურება ეგონა. როგორც ჩანს, ყველაფერი "დინამოში" დატვირთვების შედეგია...
- ნამდვილად, კიევის "დინამოში" სერიოზული დატვირთვები იყო. მაშინ, როდესაც თბილისიდან უკრაინაში წავედი, პირველი პერიოდი ცუდად ვხდებოდი, ვერ ვუძლებდი დატვირთვებს. მახსოვს, ზამთარში შეკრება გერმანიაში გვქონდა. მოვედით, დავსახლდით და დავიძინეთ და დილის 7 საათზე კარზე კაკუნია. ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდა და თურმე, ვარჯიში გვეწყებოდა. გავგიჟდი. ასე რომ, მილანური ვარჯიშები ჩემთვის თითქმის არაფერი იყო. ჩემთვის მთავარი იყო, შემენარჩუნებინა ის ფორმა, რომელიც "დინამოში" დატვირთვების დროს გადმომყვა. ბევრი სახის ვარჯიშები არსებობს და ყველა კლუბს თავისი სტილი აქვს. ამ დროს რთულია, შეეწყო ერთი კლუბიდან მეორეს არჩევანს, თუმცა ეს მოვახერხე.

- განსხვავებული მანქანები გყავდათ...
- შეიძლება ითქვას, ფერარი ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. მაშინ, როდესაც კიევის "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, პრემიები დაგვირიგეს და პირველ რიგში, ოცნება ავისრულე. ეს მანქანა ჩემმა მეგობარმა დაამტვრია, ყვითელი ფერის იყო. სიმართლე გითხრათ, ახლა არ მაქვს დრო, ვიფიქრო მანქანებზე, ხოლო "მილანში" მყავდა ყველანაირი, როგორიც მომესურვებოდა. სპორტული, ჯიპები და სხვადასხვა.

- არსებობს ოცნება, რომელიც ვერ შეისრულეთ?
- ბავშვობიდან მინდოდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი და მეთამაშა იმ დონეზე, რომელზეც ვითამაშე. ერთადერთი, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებას ვერ მივაღწიე.

- შევჩენკოს გარდა, ვისთან გქონდა "მილანში" კარგი ურთიერთობა?
- ახლაც მალდინისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ასევე, კოსტაკურთასთან, ამბროზინისთან და გატუზოსთან. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და იტალია ერთმანეთს ჰგავს. ორივეს ძალიან გემრიელი სამზარეულო გვაქვს. იტალიელი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა, როგორც ჩვენ.

კალაძე: "მადლობა ღმერთს, რომ ჩელსიში შევჩენკოსთან არ გადავედი!"


- ვინ იყო "მილანში" ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი?
- მალდინი, ლეგენდა! ახლა ბევრი ლაპარაკი მიდის, მესი თუ რონალდუ. ბუნებრივია, ისინი ძალიან ძლიერები არიან. ასევე, უძლიერესები იყვნენ რონალდინიო და კაკა, მათ "მილანში" ძლიერი წლები გაატარეს. ასევე, ვერ გამოვტოვებ ამ კითხვას ისე, ინძაგი რომ არ ვთქვა.

- "მილანს" საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს?
- ძალიან ბევრი. ძირითად, ახლა აქ "ბაიერნს", "რეალსა" და "ბარსელონას" გულშემატკივრობენ. "მილანში" გადასვლის შემდეგ, ქართველებმა დაიწყეს ამ კლუბის ქომაგობა, ეს ნორმალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძლიერ უცხოურ გუნდებს ყოველთვის ბევრი ქომაგი ჰყავს. ახლა ასეთი პიროვნება ჩვენთან ზაზა ფაჩულიაა, რომელიც NBA-ში თამაშობს. ის საქართველოში ყველას უყვარს.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში. რა მოხდა?
- ძალიან რთული თამაში იყო. არ მითამაშია, სკამზე ვიჯექი, რადგან სერიოზული ტრავმა მქონდა. იმ წელს მხოლოდ 7-ჯერ ვითამაშე. პირველ ნახევარს 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმის დასაწყისში გავუშვით პირველი ბურთი და ამას მოჰყვა შემდეგ ყველაფერი. ისეთი თამაში იყო, როგორიც "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს შორის. იგივე შემიძლია გავიხსენო, "მილანისა" და "დეპორტივოს" დაპირისპირებიდან. პირველი შეხვედრა 4:1 მოვიგეთ, თუმცა განმეორებითში 4:0 დავმარცხდით. საშინელი გრძნობა იყო.

- სტამბულში გაფუჭებული პენალტის გამო, შევჩენკოს მიმართ რაიმე საჩივარი ხომ არ ყოფილა?
- არა, არანაირი პრეტენზია და საჩივარი. იგივე მომივიდა მეც 2003 წელს, მანჩესტერში, თუმცა გამიმართლა და მოვიგეთ. რა თქმა უნდა, შევჩენკოსთვის ძალიან მძიმე იყო, გადამწყვეტი პენალტის გაფუჭება. ყველას გვინდოდა გაეტანა, პირველ რიგში, მას, თუმცა მეკარემ შეუდარებლად ითამაშა.

- მართალია თუ არა, რომ სილვიო ბერლუსკონისთვის გუნდში მომუშავე ყველა პერსონალი ოჯახის წევრივით იყო?
- დიახ. იმ სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგა წავაგეთ, გუნდმა დაახლოებით 40-50 მილიონი იზარალა, თუმცა ყველაფერი სილვიომ თავისი ჯიბიდან ჩადო ინვესტიციაში. მას სწამდა ჩვენი და "მილანი" სიგიჟემდე უყვარდა.

ვამაყობ, რომ ვიყავი "ოქროს მილანის" ფეხბურთელი. ის 10-11 წელი, რომელიც იტალიაში გავატარე, ჩემთვის იყო ფასდაუდებელი გამოცდილება. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი მეუღლეც მილანში გავიცანი. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და 4-5 თვეში ცოლად მოვიყვანე. ის ქართველია. 3 შვილი მყავს, სამივე ბიჭი. ყველა დაიბადა მილანში.

კალაძე: "მადლობა ღმერთს, რომ ჩელსიში შევჩენკოსთან არ გადავედი!"


- გახდება რომელიმე ფეხბურთელი?
- არ ვიცი, ამას მომავალში დავინახავთ. მე მსურს, მათ ითამაშონ ფეხბურთი, თუმცა მთავარია, თავიანთ ცხოვრებაში წარმატებულები იყვნენ და სამშობლოს სარგებელი მოუტანონ იმითი, რასაც გააკეთებენ.

- ბენეფისი არამხოლოდ "მილანში, კიევის "დინამოშიც" გქონდა...
- 17 წლის ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში უკვე რამდენიმე მატჩი მქონდა ჩატარებული და ერთ-ერთი იტალიასთან იყო, როდესაც 0:0 ვითამაშეთ. შეცვლაზე შევედი და მითხრეს, კრისტიან ვიერის პერსონალურად ეთამაშეო. მაშინ ჩვენი კაპიტანი კახა ცხადაძე იყო, რომელმაც მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანზე მის მაგიერ შევედი. შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ მატჩს კიევის "დინამოს" წარმომადგენლები უყურებდნენ. ამის შემდეგ, მოლდოვას ვეთამაშეთ და 3:0 ან 3:1 მოვუგეთ, ზუსტად აღარ მახსოვს. ამას მოჰყვა შიდა ჩემპიონატში კარგი თამაშები. ვარ ბაზაზე, ვისვენებ და არის ზარი კიევის "დინამოდან". მითხრეს, რომ ჩემთან შეხვედრა სურდათ. ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო.

ვუთხარი, რომ 17 წლის ვიყავი და მათთან საუბრის გასამართად ვერ მივიდოდი, ჩემს მაგივრად კი ბიძაჩემი ან მამაჩემი მივიდოდა და ყველაფერს მოაგვარებდნენ. მაშინ არ შემეძლო ვინმე ჩემით მიმეწვია თამაშზე, რადგან თვიური გასამრჯელო მხოლოდ 200 დოლარი მქონდა.

- როგორი იყო პირველი შეხვედრა ლობანოვსკისთან?
- უკრაინაში მამაჩემთან ერთად გავფრინდი. მოგვესალმნენ და "დინამოს" სტადიონზე გადაგვიყვანეს. იქ ლობანოვსკი დაგვხვდა. მახსოვს, როდესაც კაბინეტში შევედით, წამოდგა და მოგვესალმა: "გამარჯობა" და მითხრა: "თუ გსურს გახდე კარგი მოთამაშე, მაშინ უნდა მომისმინო მე".

- რა გასწავლათ?
- ძალიან ბევრი. არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც პიროვნებასაც. მე საქართველოდან ვიყავი, ბელიკევიჩი და ჰაცკევიჩი ბელორუსიდან და დანარჩენი ყველა უკრაინიდან იყო. ნახევარფინალში "ბაიერნს" შევხვდით და ლობანოვსკიმ ტაქტიკურად ძალიან ბევრი გვამუშავა, პირველ რიგში კი უმკაცრესად მოითხოვდა დისციპლინას. ვამაყობ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ამ დონის მწვრთნელთან. თუ დააკვირდებით თამაშს, ნახავდით, რომ ჩვენ პირველივე წუთებიდან პრესინგს ვთამაშობდით. ჩამოვედი "დინამო კიევში" ცენტრალური მცველი და საბოლოოდ, უნივერსალი მოთამაშე გავხდი. შემეძლო მეთამაშა მარცხენა მცველად და ასევე, მარცხენა ნახევარმცველადაც. დღევანდელ ფეხბურთში ეს ფუნქცია ძალიან ფასობს, თუ რამდენ პოზიციაზე შეგიძლია იყო სასარგებლო გუნდისთვის.


კალაძე: "მადლობა ღმერთს, რომ ჩელსიში შევჩენკოსთან არ გადავედი!"


- გახსოვს ის მომენტი, როდესაც გითხრეს, რომ ლობანოვსკი ცუდად იყო?
- დიახ და იმ დროს თამაში გვქონდა. გადაფრენა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ კომაში იყო და სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა. შევჩენკო წავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით და ანდრეის დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მაინც ვერ ითამაშებდა, მე არ გამიშვეს.

- ბოლოს დიდი ხნის წინ შეხვდი შევჩენკოს?
- 1 კვირის წინ. უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩამოვედი და სწორედ მაშინ ვნახე. ალკოჰოლი? მე არ ვსვამ, ხოლო შევჩენკოსი არ ვიცი. შეუძლებელი იყო, "მილანში" ერთად სადმე დაგველია. მისი მთავარი პლიუსი უზომოდ შრომისმოყვარეობა იყო. უდიდესი ტალანტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ბევრ ფეხბურთელს აქვს ვარსკვავური დაავადება. როდესაც ისინი მცირე წარმატებას მიაღწევენ, მათი კარიერას იმის იქეთ ვეღარ მიდის. შევჩენკოს ეს პრობლემა არასდროს ჰქონია. ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, სერია ა-ს ბომბარდირიც რამდენჯერმე გახდა და მეფედ აღიარებდნენ.

- რატომ არ გადახვედი "ჩელსიში", შევჩენკოსთან ერთად?
- ფაქტია, რომ მოლაპარაკებები აბრამოვიჩთან იყო და ყველაფერზე შევთანხმდით, თუმცა მან არ გააფორმა კონტრაქტი და დავბრუნდი. მადლობა ღმერთს, ეს მოხდა. "მილანში" 5-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და მომდევნო წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გავედით. მოვიგეთ ორჯერ. ანდრეიმ მხოლოდ ერთხელ, გამიმართლა, რომ მასთან ერთად ინგლისში არ წავედი.

- განიხილე ანდრეისთან ეს ტრანსფერი?
- არა, ანდრეი უკვე დიდი კაცი იყო და გადაწყვეტილება თავად მიიღო. ყველამ პატივი ვეცით მის გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვფიქრობ, "ჩელსიში" მისი გადასვლა არასწორი იყო. ჩემთვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო, მისი ლონდონურ კლუბში ხილვა.

- იტალიაში ახლაც გცნობენ?
- დიახ და ქუჩაში ერთმანეთს სასიამოვნოდ ვესალმებით. "მილანიც" გულშემატკივრები პატივს ახლაც მცემენ, თუმცა "ინტერის" არა, მაგრამ პრობლემა ამასთან არასდროს მქონია.

თარგმნა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსები შეაფასა

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, ევროპის ჩემპიონატი გადაიდო და ის 2021 წელს ჩატარდება.

დღეს, 02:36

ჩელსისა და იუვენტუსს შორის ფეხბურთელების გაცვლა ახლოვდება

იტალიური პრესის ცნობით, "ჩელსისა" და "იუვენტუსს" შორის, ფეხბურთელების გაცვლა ახლოვდება.

დღეს, 02:32

ტიმო ვერნერის მორიგი ბრწყინვალე შედეგი გერმანიაში

მიმდინარე სეზონში, "ლაიფციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი საოცარ ფორმაშია და დიდი ალბათობით, მალე "ლივერპულში" გადავა.

დღეს, 02:18

უჩვეულო ფაქტი ბუნდესლიგაში - პირველად მიმდინარე სეზონში

ბუნდესლიგის გასულ ტურში "კიოლნი" შინ "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

დღეს, 02:14

ჩელსის მოთხოვნა პრემიერ ლიგას: გაიზარდოს ფეხბურთელთა რაოდენობა

პრემიერ ლიგა ოფიციალურად 17 ივნისიდან განახლდება და გუნდები მზადებას უკვე შეუდგნენ.

დღეს, 02:06

აგენტი: "კოუტინიოს პრემიერ ლიგაში თამაში სურს"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა ბრაზილიელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:00

ესპანური კლუბის მოთხოვნა: "13 ივნისს სტადიონზე გულშემატკივარი უნდა შემოვუშვათ"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი 13 ივნისიდან იწყება.

დღეს, 01:57

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი: "ბუფონმა პსჟ-ში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

2 წლის წინ, ჯიჯი ბუფონი სათამაშოდ "პსჟ"-ში გადავიდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ "იუვენტუსში" დაბრუნდა.

დღეს, 01:54

ლივერპულის ფეხბურთელების ჟესტი ვარჯიშის დაწყებამდე

პრემიერ ლიგა ივნისის შუა რიცხვებიდან განახლდება და კლუბებმა ვარჯიშები უკვე დაიწყეს.

დღეს, 01:49

სქოულზი 1999 წლის მატჩს იხსენებს: "ის გოგოსავით ყვიროდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სქოულზი 1999 წელს, "იუვენტუსთან" გამართულ მატჩს იხსენებს.

დღეს, 01:46

ბარსელონამ პიანიჩის ალტერნატივა უკვე შეარჩია

თუ „ბარსელონა“ მირალემ პიანიჩის დამატებას ვერ მოახერხებს...

გუშინ, 23:25

სემედუმ ბარსელონადან წასვლა გადაწყვიტა და სასურველი გუნდიც შეარჩია

„ბარსელონას“ პორტუგალიელი განაპირა მცველი გუნდიდან აბარგებისთვის ემზადება.

გუშინ, 23:21

ლა ლიგის ყველა მატჩის მე-20 წუთზე აპლოდისმენტები ჩაირთვება

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების მე-20 წუთზე, ჩაწერილი აპლოდისმენტების ტრეკი გაიჟღერებს.

გუშინ, 23:04

იუვენტუსმა და ჩელსიმ შესაძლოა ხმაურიანი გაცვლა განახორციელონ

ტურინელები მაურიციო სარის საყვარელი ფეხბურთელის შეძენის მცდელობას არ ეშვებიან.

გუშინ, 22:58

"იქ გარედან კლუბის სიდიადე ნაკლებად იგრძნობა", - ჩიჩარიტომ მანჩესტერი და რეალი შეადარა

მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალში“ თამაშის მთავარ განსხვავებებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:51

ცნობილი გახდა სერია ა-ს განახლების დრო და მატჩი, რომლითაც ტურნირი გვიბრუნდება

სერია ა-მ სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი წარმოადგინა.

გუშინ, 22:36

პოგბა: "ვეღარ ვითმენ და არც მოვითმენ, ეს დღესვე უნდა დასრულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ მკვლელობას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:25

ბრეშიას პრეზიდენტი: "ბარსა 65 მილიონსა და 2 ფეხბურთელს მთავაზობდა, პსჟ-ს პრეზიდენტი კი დღესაც მწერდა"

„ბრეშიას“ პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ, ევროპული კლუბების სანდრო ტონალისადმი ინტერესზე წერს.

გუშინ, 22:19

ჯანო ანანიძე დინამო თბილისში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

დღეს, ტრანსფერმარკეტმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე "დინამო თბილისში" გადაიყვანა.

გუშინ, 22:05

რამდენიმე რეალური ტრანსფერი და ერთი - სენსაციური: მანჩესტერის სატრანსფერო სამიზნეები

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო სამიზნეებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

გუშინ, 21:41

"ლა ლიგას იდეალურად მოერგებოდა", - ტერ შტეგენმა თანამემამულე შეაქო

„ბარსელონას“ გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, თანამემამულე, მარიო გიოტცე შეაქო.

გუშინ, 21:31

12 მარტის შემდეგ პირველად - რეალმა გუნდურად ივარჯიშა

ლა ლიგის სეზონის განახლების მოახლოვებასთან ერთად, „რეალი“ სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა.

გუშინ, 21:19

მესის მეშვიდე, რონალდუს მეექვსე თუ...? ბუკმეიკერებმა ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელეს

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-ფეხბურთი ჯერ პრაქტიკულად მთლიანად შეჩერებულია, ბუკმეიკერებმა უკვე ოქროს ბურთის ფავორიტის გამოვლინება დაიწყეს.

გუშინ, 21:12

ბარსელონას უმტიტი დაუბრუნდა

ორშაბათს, 1 ივნისს, „ბარსელონა“ ჯგუფურ ვარჯიშს დაუბრუნდა, რომელზეც სამუელ უმტიტიც გამოჩნდა.

გუშინ, 20:15

იკარდის გამოსყიდვის შემდეგ, პსჟ-მ ორი სხვა ტრანსფერიც დაგეგმა

ფრანგული გუნდი „ლაციოს“ ორი ფეხბურთელით იჩენს ინტერესს.

გუშინ, 20:13

პრემიერ ლიგის აუთსაიდერები გაფიცვისთვის ემზადებიან - ინგლისში სკანდალი მწიფდება

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის დაბრუნების რიცხვი უკვე დათქმულია, აუთსაიდერები პროტესტს მაინც ამზადებენ.

გუშინ, 20:02

ჯორჯ ფლოიდის საპატივცემლოდ, ლივერპულის ფეხბურთელებმა მუხლი მოიდრიკეს [ფოტო]

დღევანდელი ვარჯიში „ლივერპულმა“ ამერიკაში მოკლული ჯორჯ ფლოიდის საპატივცემლოდ დაიწყო.

გუშინ, 19:55

ფოტო: ვინისიუსის უცნაური გუნდი FIFA-ში

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა FIFA-ში თავისი ოცნების გუნდი წარადგინა.

გუშინ, 16:33
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10