[ინტერვიუ] ბეგლარიშვილი: "ესტონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში"


[ინტერვიუ] ბეგლარიშვილი:

ესტონური "ფლორას" 27 წლის თავდამსხმელმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა Sputnik Эстония-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- როდის ითამაშეთ პირველად ჩვენ ჩემპიონატში?
- პირველად ესტონეთში 2010 წელს გადმოვედი. მაშინ საქართველოდან და სერბეთიდან მქონდა შეთავაზებები. ჩემი ყრუადღება მიიქცია "ფლორას" წინადადებამ, რომელიც "ვიტესის" იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ გამიკეთა და გადავწყვიტე, შეთავაზებას დავთანხმებოდი. ამის შემდეგ ვარ "ფლორას" მოთამაშე, თუ მცირე პაუზას არ ჩავთვლით.

- რა პაუზა?
- 2013 წელს სახლში დაბრუნება მომიწია, რადგან ჩემი მეუღლე მარიამი ფეხმძიმედ იყო და პირველ შვილს ველოდით. გარკვეული დრო საქართველოში გავატარე და ამის შემდეგ ესტონეთში დავბრუნდი.

- იყო ჭორები, რომ ლონდონში, "არსენალის" სინჯებზე იყავით...
- არა, ეს ტყუილია. ესტონეთში ჩამოსვლამდე ჰოლანდიში, "აიაქსის" აკადემიაში ვიყავი, სადაც 21-წლამდელთა გუნდში ვივარჯიშე.

- საქართველოს ჩემპიონატის დონე ესტონეთზე მაღალია თუ დაბალი?
- ვფიქრობ, საქართველსო და ესტონეთს დაახლოებით თანაბარი დონის ჩემპიონატი აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ესტონეთი ბოლო პერიოდში პროგრესირებს ამ მხრივ, რადგან აქ ბევრი კარგი მოთამაშეა.

- თქვენ დაიბადეთ თბილისში. არ გენატრებათ ეს ქალაქი?
- რა თქმა უნდა, მენატრება. წელიწადში ორჯერ მაინც ვცდილობ საკუთარ სახლში ჩავიდე და ყოველთვის ვიყენებ იმ უპირატესობებს, რაც ჩემს სამშობლოს ესტონეთთან შედარებით აქვს. საქართველო ბევრად თბილი ქვეყანაა, ვიდრე ესტონეთი. აქ ხშირად ცივა, თუმცა ორივეგან თავს ვგრძნობ სახლში.

- საქართველოსა და ესტონეთს შორის რა არის განსხვავებული?
- ცხოვრება განსხვავებულია, ხალხიც სხვანაირი მენტალიტეტის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი უფრო სტუმართმოყვარეა. ყველას ვურჩევდი, ჩავიდეს საქართველოში და ეს შედარება თავად გააკეთოს.

- საქართველოში მანქანის ტარების გიჟური წესებია. არანაირი უფლებები არ აქვთ ფეხით მოსიარულეებს. რას იტყვით ამაზე?
- უბრალოდ ჩვენი მძღოლები არ ფიქრობენ, რომ შესაძლოა მოძრაობის წესებს არღვევენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეჩვენება, რომ ამ მხრივ სიტუაცია საქართველოში უმჯობესდება.

[ინტერვიუ] ბეგლარიშვილი: "ესტონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში"


- ესტონეთში რა ენაზე საუბრობთ?
- გუნდში ესტონურად და რუსულად ვლაპარაკობ. ესტონური ენა მესმის და ვცდილობ, თანაგუნდელებს ამ ენაზე ვესაუბრო. სახლში, რა თქმა უნდა, ქართულად.

- თქვენი ოჯახი თქვენთან ერთად ცხოვრობს?
- დიახ, აქ ჩემს მეუღლესთან, მარიამთან და ქალიშვილ ანასტასიასთან ერთად ვცხოვრობ. მალე, ივლისის ბოლოს მეორე შვილი გვეყოლება - ის ბიჭია.

- რა მოგწონთ ჩვენს დედაქალაქში?
- ყველაზე მეტად ძველი ქალაქი, განსაკუთრებით ზაფხულში. ასევე, კადრიორგის პარკსა და ზღვას გამოვყოფდი. რა თქმა უნდა, არც ესაა ცუდი, თუმცა საქართველოში, ბათუმის შავი ზღვა მირჩევნია.

- საქართველო ღვინის კულტურითაა ცნობილი, ხოლო ესტონეთი ლიქიორით, "ვანა ტალინი". დააგემოვნე?
- დიახ, დავაგემოვნე და სიმართლე გითხრათ, ლიქიორი ნამდვილად მომეწონა. ისევე, როგორც ქართული ნახევრად-ტკბილი თეთრი ღვინო.

- გაქვთ ქართული სამზარეულო ტალინში?
- ქართულ საჭმელებს ესტონეთში ჩემი მეუღლე მიკეთებს. ასევე, დედაქალაქში ქართული რესტორნებიც არის. მე მივირთმევ სხვადასხვა საფირმო საჭმელებს. მაგალითად, მწვადსა და ხაჭაპურს. ხარისხი თითქმის ერთნაირია, თუმცა ერთადერთი საჭმელი, რომელსაც მხოლოდ საქართველოში აკეთებენ შეუდარებლად, ეს ხინკალია.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთადერთხელ ითამაშე და ისიც ტალინში, ესტონეთის წინააღმდეგ. როგორი გრძნობა იყო?
- ეს დღე ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტო მქონდა. ვითამაშე ესტონელთა წინააღმდეგ, თუმცა არ გაგვიმართლა და დავმარცხდით.

- გაქვს მიზანი ითამაშო უფრო ძლიერ ჩემპიონატში?
- ეს ყველა ფეხბურთელის მიზანი და სურვილია. თუ ამის შანსი მექნება, აუცილებლად ვეცდები გამოვიყენო.

- შენი აზრით, რატომ აჩვენებს "ფლორა" ევროტურნირებზე უარყოფით შედეგებს?
- 2 წლის წინ სახლში მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" 1:0 მოვუგეთ, შემდეგ კი წავაგეთ ზედიზედ 2 გასვლითი შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ "ფლორა" აუცილებლად მიაღწევს უახლოეს მომავალში წარმატებას ევროტურნირებზე და ამის მონაწილე მეც ვიქნები.

თარგმნა საბა საპანაძემ, GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნევილი: "საუთგეიტი სწორად მოიქცა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, გარეტ საუთგეიტის მიერ რაჰიმ სტერლინგის ნაკრებიდან მოკვეთაზე ისაუბრა.

დღეს, 20:47

არსენალის ექს-ფეხბურთელი: "ბრენდან როჯერსში 35 მილიონ ევროსაც კი გადავიხდიდი"

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა, გუნდს მთავარ მწვრთნელად ბრენდან როჯერსის დანიშვნა ურჩია.

დღეს, 20:41

მანჩესტერ იუნაიტედი გაძლიერებას ლუკას ვასკესით აპირებს?!

ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ ესპანელი შემტევის, ლუკას ვასკესის გადაბირებას შეეცდება.

დღეს, 20:37

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

დღეს, 20:16

დორტმუნდის ექს-ფეხბურთელი: "პულიშიჩი ახალი აზარი ვერ გახდება"

დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა, კრისტიან პულიშიჩზე ისაუბრა.

დღეს, 20:05

კომპანი: "ლივერპულის წინააღმდეგ თამაში - ორმაგი ფსკერია"

„მანჩესტერ სიტის“ ექს-კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ, თავისი ყოფილი გუნდის „ლივერპულთან“ წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 19:57

"უცებ მაგარი ბიჭი გახდი, არა?", - სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის საინტერესო დეტალები

ცნობილი გახდა რაჰიმ სტერლინგის და ჯო გომესის კონფლიქტის საინტერესო დეტალები.

დღეს, 19:52

რობინიო თურქეთში იმიტომ თამაშობს, რომ 9 წლით ციხეში არ გამოკეტონ

ინტერნეტში საინტერესო სიახლე გავრცელდა ფეხბურთელზე, რომელიც ოდესღაც ნიჭიერებით პელეს გაუტოლეს.

დღეს, 19:48

სტერლინგის პირველი კომენტარი ნაკრებიდან მოკვეთის შემდეგ

ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა, მონტენეგროსთან მატჩიდან მოკვეთაზე ისაუბრა.

დღეს, 19:38

9-თვიანი პაუზის შემდეგ, სოლარი რეალში დაბრუნდა

მადრიდის „რეალიდან“ მარტში გათავისუფლებული სანტიაგო სოლარი „სამეფო კლუბში“ დაბრუნდა.

დღეს, 19:25

იუვენტუსის ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშს ელიან

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს საქციელით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 19:22

ლანგლე: "მიუხედავად იმისა რომ საპირისპიროს წერთ, გრიზმანი ბარსელონაშიც ძალიან ბედნიერია"

„ბარსელონას“ ფრანგლა მცველმა, კლემან ლანგლემ, გუნდის ფრანგ შემტევზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 19:18

სიტიმ ლივერპულის დაწევა განიზრახა და 100 მილიონი ფუნტი გაამზადა

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელები გუნდის განახლებას აპირებენ.

დღეს, 19:14

"მთავარია, ფიქრის საშუალება არ მივცეთ", - ვილიანმა მესის ამოკეტვის ხერხებზე ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრების და „ჩელსის“ შემტევმა, ვილიანმა, არგენტინასთან მატჩის წინ, ლეო მესის სათამაშო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

დღეს, 18:40

Goal.com-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, რონალდუ სამეულშიც არ არის

ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა თავისი ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 18:35

მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიცია - დინამო ბათუმმა ახალი მემორანდუმი გააფორმა

დღეს, დინამო ბათუმსა და სამშენებლო კომპანია “ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს” შორის ურთიერთთანამაშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

დღეს, 17:40

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

ბელგიურ „ბრიუგესთან“ წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანი დაგვპირდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ნახავდა.

დღეს, 17:18

კიელინი: "ბავშვობაში მილანის გულშემატკივარი ვიყავი"

"იუვენტუსის" კაპიტანმა აღიარა, რომ ბავშვობაში სხვა იტალიურ გუნდს გულშემატკივრობდა.

დღეს, 17:17

NFA-ს ვერსიით, ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოვლინდა

Northwest Football Awards 2019-ის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ.

დღეს, 17:11

სატრანსფერო ბრძოლა ბარსას, ატლეტიკოსა და მანჩესტერს შორის

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

დღეს, 17:05

იუვეს დირექტორის განცხადება - იგუაინის მომავალი გადაწყვეტილია

"იუვენტუსის" დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ გონსალო იგუაინის თაობაზე ისაუბრა.

დღეს, 17:00

კაკა: "თუ ეს მოხდება, ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება"

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, კაკამ "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

ემერის გაათავისუფლებენ? - არსენალში ყველაფერს წერტილი დაუსვეს

"არსენალის" დირეტორმა, რაულ სანლეჰიმ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 16:45

ნაპოლის ხელმძღვანელობამ ანჩელოტის ულტიმატუმი წაუყენა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში კარლო ანჩელოტი "ნაპოლიდან" გაუშვან.

დღეს, 16:39

შეთავაზება მზადაა - ჰოლანდს სერიოზული მსურველი ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

დღეს, 16:33

ტრიპიერი: "ატლეტიკოში ყველა რუნის მეძახის"

"ატლეტიკოს" მცველმა, კირან ტრიპიერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:29

სტერლინგი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთას ეხმაურება

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:24

კურტუა კრიტიკაზე: "ვიცი, რა ვღირვარ და ეს ყოველთვის ვიცოდი"

"რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რეაქცია აქვს მის მიმართ კრიტიკაზე.

დღეს, 16:18

აზერბაიჯანის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი მოხვდა, ერთი საუკეთესოდ დასახელდა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურში "გაბალა" შინ "საბაილს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 16:09

მანჩინი: "ვფიქრობ, რონალდუ ბოდიშს მოიხდის და ყველაფერი გაივლის"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 15:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10